აგროსიახლეები

აზერბაიჯანში სასურსათო ბალანსის შესახებ მონაცემების წარუდგენლობისთვის ჯარიმები წესდება

აზერბაიჯანში სასურსათო ბალანსის ფორმირებისთვის საჭირო სავალდებულო ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ადმინისტრაციული სანქციები ამოქმედდება.

საინფორმაციო სააგენტო Report-ის ცნობით, შესაბამისი ცვლილებების შეტანა ქვეყნის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.

ახალი კანონპროექტით დგინდება კონკრეტული ვადები და ჯარიმების მოცულობა ფერმერებისა და დამამზადებლებისთვის (დამამზადებელი/შემსყიდველი საწარმოები).

ფულადი ჯარიმები ორ ძირითად შემთხვევაზე გავრცელდება

  1. ყოველწლიური და ყოველთვიური ანგარიშგების დარღვევა: ფერმერებისა და დამამზადებლების მიერ უფლებამოსილი ორგანოს საინფორმაციო სისტემაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების (დამზადების) შესახებ მონაცემების წელიწადში ერთხელ წარუდგენლობა, ასევე სათბურების, სამაცივრე მეურნეობებისა და მარცვლეულის ელევატორების შესახებ ყოველთვიური მონაცემების მომდევნო თვის 10 რიცხვამდე შეუტანლობა.

  2. წერილობითი მოთხოვნის უგულებელყოფა: უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სურსათის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, იმპორტის, ექსპორტისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა.

კანონპროექტის თანახმად, სანქციები სუბიექტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

ყოველწლიური/ყოველთვიური მონაცემების წარუდგენლობის გამო ფიზიკურ პირი დაჯარმდება 100 მანათით (1 მანათი = 1.6 ლარს), თანამდებობის პირი _ 200 მანათით, ხოლო იურიდიული პირი _ 500 მანათით;

წერილობით მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობა (15 დღეში) თანამდებობის პირი დაჯარიმდება 200 მანათით, ხოლო იურიდიული პირი _ 500 მანათით.

ცნობისთვის: საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია და მისი განხილვა 26 მაისს იგეგმება.

წყარო: Caliber.Az