როგორ რეაგირებს მცენარე ტემპერატურულ ცვლილებაზე?
მცენარეები ერთი შეხედვით უგრძნობ ორგანიზმებად გამოიყურება, თუმცა მათ შიგნით, გარემო პირობებთან ადაპტაციისთვის, მუდმივად აქტიური პროცესები მიმდინარეობს.
ტემპერატურა ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია, რომელიც მცენარის ზრდას, განვითარებასა და, რაც მთავარია, მოსავლიანობას განსაზღვრავს.
განვიხილოთ, რა ხდება მცენარის ორგანიზმში სხვადასხვა გარემო პირობების დროს.
ცივი სტრესი (დაბალი ტემპერატურა)
როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, მცენარის მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) საგრძნობლად ნელდება:
- უჯრედის მემბრანები კარგავს ელასტიურობას და ხდება ხისტი;
- ფერხდება წყლისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება;
- ფოთლებზე ჩნდება ყინვისგან მიყენებული დაზიანებები ან ფერის ცვლილება;
- ზრდა საგრძნობლად ფერხდება ან საერთოდ ჩერდება.
შედეგი: სუსტი, დასტრესილი მცენარე და მკვეთრად შემცირებული პროდუქტიულობა.
ოპტიმალური პირობები (ბალანსი)
ეს არის მდგომარეობა, როდესაც მცენარე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს:
- ფერმენტების გამართული მუშაობა უზრუნველყოფს სწრაფ მეტაბოლიზმს;
- საკვები ნივთიერებები ეფექტიანად შეიწოვება და ნაწილდება მცენარეში;
- ფოთლები მწვანეა, ჯანსაღი და აქტიურად არის ჩართული ფოტოსინთეზში;
- ვითარდება ძლიერი ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილები.
შედეგი: ჯანსაღი მცენარე და მაქსიმალურ მოსავლიანობას ავლენს.
სიცხის სტრესი (მაღალი ტემპერატურა)
ზედმეტი სიცხე მცენარეს უმძიმესი წნეხის ქვეშ აქცევს:
- წყლის სწრაფი კარგვა იწვევს მცენარის ჭკნობას;
- ტენის შესანარჩუნებლად მცენარე ხურავს ბაგეებს, რაც აფერხებს ფოტოსინთეზს.
- ამ დროს შესაძლოა მოხდეს ფოთლების დამწვრობა და ყვავილების ცვენა.
შედეგი: მცენარის ზრდის შეფერხება და პროდუქციის დაბალი ხარისხი.
სტრესის დროს მცენარე ააქტიურებს თავდაცვის სპეციალურ სისტემებს: სითბური შოკის ცილები იცავენ უჯრედებს დაშლისგან; ფერმენტული ცვლილებები მოქმედბს მეტაბოლური ბალანსის შესანარჩუნებლად; ფიზიოლოგიური ცვლილებები ახდენს გადარჩენისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.
რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ფერმერისთვის?
მცენარის სტრესის მექანიზმების ცოდნა გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში:
კრიტიკულ პერიოდებში მორწყვის რეჟიმის ოპტიმიზაციისთვის;
კვების დროული მიწოდებით ძლიერდება მცენარის იმუნიტეტი საჭირო ელემენტებით;
მულჩირება და დაჩრდილვა ხელს უწყობს ნიადაგის ტემპერატურის რეგულირებას და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვას.
მცენარეები ცდილობს ადაპტაციას, მაგრამ ნებისმიერი უკიდურესი სტრესი ყოველთვის აისახება მოსავლიანობაზე.
ტემპერატურული სტრესის სწორი მართვა, საბოლოო ჯამში, უფრო ჯანსაღ კულტურებსა და მეტ მოსავალს ნიშნავს.
წყარო: Gulab Orchard

