ცვლილებები კანონმდებლობაში _ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი საქართველოში ახალი რეგულაციებით განხორცილედება
საქართველოს პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა, რაც ქვეყნის აგრარულ სექტორში ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა, დაუშვებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტს მხოლოდ ცხოველთა საკვების წარმოებისა და გადამუშავების მიზნით.
ეს ნაბიჯი მკაცრად რეგულირდება სპეციალური სალიცენზიო რეჟიმით, რაც მიზნად ისახავს ბაზრის კონტროლს, ბიოუსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას.
აღნიშნული ცვლილებები მრავალმხრივ გავლენას მოახდენს აგროსექტორზე. გადაწყვეტილების შეფასებისას უნდა გამოვყოთ მისი დადებითი და სარისკო ასპექტები:
- ცხოველთა საკვების წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის ხელმისაწვდომობის გაზრდა, სავარაუდოდ, შეამცირებს ხარჯებს და გაზრდის წარმოების ეფექტიანობას;
- მხოლოდ ევროკავშირის რეესტრში დაშვებული ორგანიზმების იმპორტი და სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიები უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას;
- სალიცენზიო მოსაკრებლები (20 000 ლარი) და კანონდარღვევისთვის დაწესებული მაღალი ჯარიმები მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს;
- სიმინდის, ხორბლისა და ვაზის გენმოდიფიცირებული სახეობების იმპორტის აკრძალვა დაცულს ტოვებს ქართულ ჯიშებსა და სტრატეგიულ კულტურებს;
- მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში მოხვედრისა და ადგილობრივ კულტურებთან ჯვარედინი დამტვერიანების პოტენციური საფრთხე რჩება;
- ახალი რეესტრის შექმნა, მონიტორინგი, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების კონტროლი მოითხოვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მაღალ კვალიფიკაციასა და მუდმივ ზედამხედველობას;
- მაღალი ჯარიმები (განმეორებით შემთხვევაში 50 000 ლარამდე) და მკაცრი სალიცენზიო მოთხოვნები ზრდის იმპორტიორთა პასუხისმგებლობას, რაც შესაძლოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გარკვეულ ბარიერად იქცეს.
საქართველოს მიერ გმო-ს იმპორტზე დაწესებული ახალი რეგულაციები კომპრომისული გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც ჩანს მიზნად ისახავს ცხოველთა საკვებზე აგროსექტორის მზარდ მოთხოვნების დაბალანსებას და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ინტერესებს.
ევროპული სტანდარტების დანერგვა და მკაცრი სამართლებრივი ჩარჩო იმედს იძლევა, რომ დარგი განვითარდება უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით, თუმცა, კანონის წარმატება მთლიანად დამოკიდებული იქნება მის პრაქტიკულ აღსრულებაზე, მონიტორინგის ეფექტიანობასა და მთავრობის მიერ მომავალში გამოსაცემ დადგენილებების ხარისხზე.
როგორ ფიქრობთ, რა იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ფერმერებისთვის ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვისას?

