სუფთა სასმელი წყალი გლობალური პრობლება და ზოგიერთი ინოვაციური მეთოდები მისი გადაჭრისათვის
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი წყლის დეფიციტს განიცდის და 780 მილიონზე მეტ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სუფთა, ჯანსაღ სასმელ წყალზე.
წყლის დეფიციტი პლანეტის მოსახლეობისათვის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა, რომელსაც უძლიერესი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მტკნარი წყლის რესურსები 20%-ით შემცირდა.
მსოფლიოში დაახლოებით 900 მილიონ ადამიანს სასმელი წყლის მოსაპოვებლად სახლიდან საკმაოდ შორს უწევს სიარული. ბევრ ქვეყანაში ქალები და ბავშვები კილომეტრებს გადიან, რომ როგორმე წყალი მოიპოვონ.
სწორედ მტკნარი წყლის პრობლემის გადაჭრისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული იქნა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნი: ,,სუფთა წყალი და სანიტარია“, ხოლო 22 მარტი გამოცხადებული იქნა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღედ.
ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია არაეფექტური რწყვის სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, ქიმიური პესტიციდების ჭარბი გამოყენება, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება, კლიმატის გლობალური ცვლილება, მოსახლეობის ზრდა, სწრაფი ურბანიზაცია და ა.შ.
ცნობილია, რომ 2026 წლის დასაწყისში მსოფლიო მოსახლეობამ 8 287 715 840 ადამიანს გადააჭარბა და მოსალოდნელია, რომ მათი რაოდენობა 2050 წლისთვის 9.3-10.3 მილიარდს მიაღწევს.
ამ ფონზე სუფთა წყლის დეფიციტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, ეს კი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებასაც.
წყლის კრიზისი ასევე ზრდის სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების ალბათობას. ამ მიმართულებით ინივაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების დახვეწის მიზნით ეფექტური კვლევები ჩაატარეს მენიერებმა ნამიბის უდაბნოში. ეს უდაბნო აფრიკაში, ძირითადათ, ნამიბიის ნაწილობრივ კი ანგოლის ტერიტორიაზე მდებარეობს და გადაჭიმულია 80 900 კმ²-ზე.
აღსანიშნავია, რომ ნამიბი სანაპირო უდაბნოა და სანაპიროს გასწვრივ მისთვის დამახასიათებელია ნისლი, ამიტომაც სწორედ ნისლიდან სასმელი წყლის მიღება დაისახეს მიზნად მეცნიერებმა. მათ უდაბნოს ტერიტორიაზე შეისწავლეს მწერების, მცენარეთა, ცხოველთა ადგილობრივი სახეობები და მათ მიერ წყლის მოპოვების თავისებურებები. ამ მხრივ საკმაოდ ეფექტიანები აღმოჩნდნენ ,,ტოქტოკას“ ხოჭოები (Onymacris unguicularis და Stenocara gracilipes). კერძოდ მათ წყლის მოპოვების საკმაოდ გენიალური გზა შეიმუშავეს. ტოკტოკას ხოჭოების უმეტესობა თავის სხეულს იყენებს ნისლიდან წყლის შესაგროვებლად. როგორც წესი ხოჭოები დიუნის მწვერვალზე დილით ადრე ადიან, თავს ქარისკენ აბრუნებენ და მუცელს ჰორიზონტის მიმართ 35-45 გრადუსიანი კუთხით აწევენ, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ზურგის ზედაპირის კონტაქტი ნისლთან.
ტოკტოკებს ზურგზე აქვთ ღარები. სხეულზე მოგროვილი წყლის წვეთები ნელ-ნელა იზრდება და როგორც კი სასურველ ზომას მიაღწევს, წყალი უკვე არსებულ ღარებში იღვრებ, იქიდან კი კი პირდაპირ მის პირში ჩაედინება. გრძელვადიანმა კვლევებმა ისიც აჩვენეს, რომ ნისლიდან აქტიურად წყლის შემგროვებელი ხოჭოების პოპულაცია არ შემცირებულა ძლიერი გვალვის პერიოდებში კი, მაშინ როდესაც ხოჭოების სხვა სახეობებმა 99%-ით კლება განიცადეს.
ჩატარებული ექსპერიმენტების ანალიზის საფუძველზე მკვლევარებმა მიზანად დაისახეს, მსგავსი პრინციპით ნისლებიდან მოაგროვონ დასალევი წყალი, დიუნების და ბარქანების მწვერვალებზე დამონტაჯებული ბადეების მეშვეობით. დღეისათვის ეს იდეა– ,, ადამიანის და ცხოველთა დარწყულება ნისლიდან შეგროვილი წყლით“, განვითარებისა და დახვეწის პროცესშია.
წყლის დამჭერმა ბადეებმა უკვე მოდიფიცირება განიცადეს და აფრიკის სოფლებში ტურისტები ხშირად ხვდებიან ბამბუკის ღეროებიდან დაწნულ ბადე კოშკებს, რომლებიც დღეში 200-300 ლიტრამდე სასამელ წყალს აგროვებენ. ბამბუკის კოშკებმა თავისი ძირითადი ფუნქციის წყლის შეგროვების გარდა მცირე ელსადგურებისა და რიტუალური ნაგებობების ფუნქციებიც შეიძინეს და დიდი პოპულარობით სარგებლობენ ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
მარი მუსერიძე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

