აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

როგორ ყალიბდება ნაყოფი _ ყვავილის მტვრვის საოცარი მოგზაურობა

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ როგორ გარდაიქმნება ყვავილი ნაყოფად? ეს პროცესი, რომელსაც ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში უყურადღებოდ ვტოვებთ, ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული საოცრებაა.

ნაყოფის ფორმირება დიდი ხნით ადრე იწყება, სანამ ჩვენ მას მწიფე სახით ვიხილავთ და ეს პროცესი მოიცავს ყვავილების, მტვრის, დამმტვერიანებლების, მტვრის მილების, განაყოფიერებისა და ბუტკოების ურთიერთქმედების მომხიბვლელ თანმიმდევრობას.

მტვრის წარმოქმნა

ყვავილოვან მცენარეებში მამრობითი რეპროდუქციული ორგანოები (მტვრიანები) მტვერს წარმოქმნიან. მტვრიანები გამოყოფენ მტვრის მარცვლებს, რომლებიც შეიცავს მამრობით სასქესო უჯრედებს. ფუტკრები და სხვა დამმტვერიანებლები ყვავილების მონახულებისას აგროვებენ მტვერს. როდესაც ფუტკარი ერთი ყვავილიდან მეორეზე გადადის, მტვერი გადააქს ყვავილიდნა ყვავილზე და ამ პროცესს დამტვერვა ეწოდება.

მტვრის მოხვედრა ბუტკოზე

ბუტკოს დინგი მდედრობითი რეპროდუქციული სტრუქტურის მიმღები ზედაპირია. როდესაც შესაბამისი მტვერი ხვდება დინგზე, იგი იწყებს გაღივებას და წარმოქმნის წვრილ სტრუქტურას, მტვრის მილს. ეს მილი ქმნის გზას სტილის მეშვეობით საკვერცხისკენ.

მტვრის მილის ზრდა

გაღივების შემდეგ, მტვრის მილი იზრდება სტილის გასწვრივ საკვერცხისკენ. მტვრის მილში მამრობითი გამეტები მიემართებიან უჯრედისკენ. ეს არის უჯრედულ დონეზე მიმართული ზრდის საოცარი მაგალითი.

განაყოფიერება

საკვერცხის შიგნით მოთავსებულია კვერცხუჯრედები. როდესაც მამრობითი გამეტა წარმატებით შეერწყმება კვერცხუჯრედს, ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს განვითარებას თესლად, ხოლო საკვერცხის ქსოვილები და ზოგჯერ სხვა ყვავილოვანი სტრუქტურები ნაყოფად ვითარდება.

საკვერცხე გარდაიქმნება ნაყოფად

წარმატებული დამტვერვისა და განაყოფიერების შემდეგ, ყვავილი იწყებს მნიშვნელოვან გარდაქმნას, საკვერცხე დიდდება და ხდება ნაყოფი. სხვადასხვა კულტურის მიხედვით, მომწიფებულ ნაყოფში სხვადასხვა ყვავილოვანი ქსოვილი შეიძლება მონაწილეობდეს. მაგალითად: ვაშლი, პომიდორი, გოგრა, კიტრი, მსხალი და ატამი.

თესლისა და ნაყოფის განვითარება

ნაყოფის ზრდის პროცესში უჯრედები იყოფა და იზრდება, ხოლო გროვდება შაქრები, მჟავები, პიგმენტები და სხვა ნივთიერებები. საბოლოოდ, ნაყოფი აღწევს სიმწიფეს.

რატომ არის დამმტვერიანებლები ასე მნიშვნელოვანი?

დამმტვერიანებლები (ფუტკარი, ველური ფუტკარი, პეპლები, ხოჭოები, ბუზები და სხვა) გადამწყვეტ როლს ასრულებენ მტვრის გადატანაში. კარგი დამტვერვა განაპირობებს:

  • ნაყოფის უკეთეს ფორმირებას;
  • თესლის უფრო თანაბარ განვითარებას;
  • ნაყოფის უკეთეს ფორმას;
  • მოსავლიანობის გაუმჯობესებას.

რჩევები მებაღეებისთვის

ვაშლის, მსხლისა და სხვა მრავალი ხილის კულტურისთვის წარმატებული დამტვერვა მოსავლის საფუძველია. მებაღეობამ უნდა გაითვალისწინოს:

  • ყვავილობის მნიშვნელობა;
  • დამმტვერიანებლების აქტივობა;
  • ამინდი ყვავილობის დროს;
  • ხის ჯანმრთელობა და დაბალანსებული კვება.

ბუნების მოგზაურობა მტვრის ერთი პაწაწინა მარცვლიდან მშვენიერ ნაყოფამდე ნამდვილად საოცარია. ჯანსაღი ყვავილები, წარმატებული დამტვერვა და განაყოფიერება ეს არის ნაყოფის განვითარების ძლიერი საფუძველი, რომლის გაგებაც და ხელშეწყობაც ნებისმიერი მებაღის მთავარი ამოცანაა.