აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

ბოცვერი _ მცირე მეურნეობებში ცილის წარმოების ჩემპიონი

 თანამედროვე აგრარულ სექტორში, სადაც სივრცე და რესურსები სულ უფრო შეზღუდული ხდება, ეფექტურობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. სანამ სამრეწველო ბროილერი დაკვლის წონას 45 დღეში აღწევს, ბოცვერს ამისთვის 70-90 დღე სჭირდება, თუმცა მისი უპირატესობა სხვა მაჩვენებლებშია.

ბოცვერს სჭირდება ფრინველზე ორჯერ ნაკლები ადგილი, არის აბსოლუტურად უხმაურო და საკვების ხორცად გარდაქმნის ისეთი კოეფიციენტი აქვს, რომელსაც ვერცერთი სხვა თბილსისხლიანი შინაური ცხოველი ვერ შეედრება.

ოთხი არგუმენტი თუ რატომ უნდა მოვიშენოთ  ბოცვრი

საკვების ათვისების განსაკუთრებული უნარი _ 1 კგ. ხორცის მისაღებად ბოცვერს მხოლოდ 3 კგ საკვები სჭირდება. შედარებისთვის: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს 7 კგ სჭირდება, ღორს კი — 4 კგ. ინვესტირებული საკვების წონასთან მიმართებით, ბოცვერი ყველა კონვენციურ ფერმერულ სახეობას უსწრებს.

 ერთი სადედე ბოცვერი წელიწადში თავის წონასთან პროპორციულად უფრო მეტ ხორცს აწარმოებს, ვიდრე ძროხა.

  1. ბოცვერს წელიწადში 5-6-ჯერ შეუძლია დაყრა, თითოეულზე 6-დან 10 ბაჭიამდე. მაკეობა სულ რაღაც 31 დღე გრძელდება, ბაჭიების მოცილება დედიდან ხდება 28-ე დღეს, ხოლო 70-90 დღის ასაკში ისინი უკვე მზად არიან სარეალიზაციოდ. მთლიანი საწარმოო ციკლი შეჯვარებიდან სუფრამდე 4 თვეზე ნაკლებს მოითხოვს.
  2. ბოცვრის ხორცი გამოირჩევა ნაჯერი ცხიმების ყველაზე დაბალი და ცილის ყველაზე მაღალი შემცველობით ყველა თეთრ ხორცს შორის. ჯანსაღი კვების ბაზარზე, ისევე როგორც იტალიურ და საერთაშორისო გასტრონომიაში, ბოცვრის ხორცი ქათამზე ძვირად ფასდება და მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.
  3. ბოცვერი არ ხმაურობს, რაც საშუალებას იძლევა მისი მოშენების დასახლებულ პუნქტებში, მეზობლების შეწუხების გარეშე. ერთ ზრდასრულ ცხოველს მხოლოდ 0.25 კვ.მ. ფართობი სჭირდება. მისი მოშენება შესაძლებელია როგორც სავენტილაციო სისტემის მქონე სათავსოებში, ისე ტერასებზეც კი.

პრაქტიკული რჩევები საოჯახო მეურნეობისთვის

  • გალია _ 60×90 სმ ზომის მავთულის გალია საკმარისია 2-3 ცხოველისთვის.
  • ტემპერატურა _ ოპტიმალურია 15-25°C. ცხელ კლიმატში აუცილებელია მუდმივი ჩრდილი და ვენტილაცია.
  • კვება _ დაბალანსებული კომბინირებული საკვები, რომელსაც ემატება მწვანე მასა: იონჯა, ბალახი, ბოსტნეულის ნარჩენები.
  • სასუქი _ ბოცვრის ნაკელი საუკეთესოა ბოსტნისთვის და მისი გამოყენება კომპოსტირების გარეშეც შეიძლება.

ბოცვრის მოშენება წარმოადგენს „მიკრო-ფერმის“ იდეალურ მოდელს. მინიმალურ ფართობზე (მაგალითად, 2 კვადრატულ მეტრზე განთავსებული გალიებით) ერთ სადედე ბოცვერსა და სამ მოსასუქებელ დედალს წელიწადში 50-დან 70 კილოგრამამდე სუფთა ხორცის მოცემა შეუძლია.

დაბალი საინვესტიციო ხარჯებისა და მაღალი რეპროდუქციული ტემპის გათვალისწინებით, მებოცვრეობა არის ყველაზე სწრაფი გზა ოჯახის ცილოვანი პროდუქტით თვითუზრუნველყოფისა და დამატებითი შემოსავლის მისაღებად.

 მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა