აგროტექნოლოგიებიდარგებიმეფრინველეობა

სად იხარჯება ფერმერის ბიუჯეტი?

ბევრი დამწყები ფერმერი მეფრინველეობის ბიზნესში იმ იმედით შედის, რომ ყველაზე დიდ ინვესტიციას თავად ფრინველის შეძენა მოითხოვს. თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარია: საწარმოო ბიუჯეტის ყველაზე ლომის წილი ყოველთვის საკვებზე მოდის.

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ პირობითი მაგალითი: თუ თქვენი მთლიანი საწარმოო ხარჯი 3000- ლარია, ბიუჯეტის ტიპური გადანაწილება პროცენტულად და თანხობრივად ასე გამოიყურება:

ხარჯების სტრუქტურა მეფრინველეობაში

  • ფრინველის საკვები (6070%) _ 1800 -2100 ლარი;
  • ერთდღიანი წიწილები ან ახალგაზრდა ფრინველი (1015%) _ 300-450;
  • საფრინველე შენობისა და ინფრასტრუქტურის ამორტიზაცია (510%) _ 150-300 ლარი;
  • მუშახელის ხელფასი (38%) _ 90-240 ლარი;
  • ვეტერინარული მომსახურება, ვაქცინები და მედიკამენტები (25%) _ 60-150 ლარი;
  • კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, წყალი, გათბობა/საწვავი) (2%) _ 60-150 ლარი;
  • აღჭურვილობის მოვლაპატრონობა და შეკეთება (13%) _ 30-90;
  • საფენები (ნახერხი/ჩალა) და სანიტარული დამუშავება (12%) _ 30-60;
  • ტრანსპორტირება და ლოგისტიკა (13%) _  30-90;
  • ადმინისტრაციული, დაზღვევის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები (13%) _ 30-90 ლარი.

ოქროს წესი ფერმერებისთვის

ამ სტატისტიკიდან მხოლოდ ერთი მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: მეფრინველეობა, დიდწილად, საკვების სწორი მენეჯმენტის ბიზნესია.

ის ფერმერები, რომლებსაც კარგად ესმით საკვების კონვერტაციის (ეფექტურობის) მნიშვნელობა, მინიმუმამდე დაჰყავთ დანაკარგები და აკონტროლებენ საკვების თვითღირებულებას, ყოველთვის ინარჩუნებენ მაღალ რენტაბელობასა და მოგებას.

სანამ მეფრინველეობაში ფულს დააბანდებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი საბრუნავი კაპიტალი საკვების შესაძენად და არა მხოლოდ თანხა შენობებისა და ტექნიკის მოსაწყობად.

ყველაზე თანამედროვე და ლამაზი საფრინველეც კი, საკვების სათანადო მარაგის გარეშე, ბიზნესის წარუმატებლობის გარანტიაა.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა