აგროსიახლეები

სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სტაბილური წყალმომარაგების მიზნით, სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ზაფხულის ცხელ პერიოდში მიწების დროული მორწყვა გადამწყვეტია უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.  ამისთვის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს არხების წმენდა გრუნტისა და მცენარეული საფარისგან, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო/საექსპლუატაციო სამუშაოები.

სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები.

წლეულს რეგიონში რამდენიმე კაპიტალური პროექტიც იგეგმება, რომელთა განხორციელების შედეგად გაიზრდება წყალმომარაგების საიმედოობა და გაძლიერდება აგროსექტორი.