აგროსიახლეები

ბათუმი 23-24 ოქტომბერს მე-14 საერთაშორისო აგროსასურსათო გამოფენას, AGRO FOOD BATUMI 2026-ს უმასპინძლებს

 23-24 ოქტომბერს ბათუმში, ლადო ასათიანის ქ. N27, სპორტკომპლექსის საგამოფენო სივრცეში გაიმართება მე-14 საერთაშორისო აგროსასურსათო გამოფენა AGRO FOOD BATUMI 2026.

ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს და რეგიონულ ბაზრებზე გასვლისა და ახალი პარტნიორობების დამყარების მთავარ პლატფორმას წარმოადგენს.

საერთაშორისო გამოფენა AGRO FOOD BATUMI 2026 წლის 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიების ძირითადი აქცენტები:

გამოფენაში 70-ზე მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების, სასმელების, ღვინის, გადამუშავების, აგროტექნოლოგიებისა და აგრობიზნესის სფეროდან.

ორი დღის განვლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი პოტენციური ბიზნესკონტაქტის დამყარება პირდაპირ მწარმოებლებთან,  მყიდველებთან, დისტრიბუტორებთან, HoReCa სექტორთან, იმპორტიორებსა და ინვესტორებთან.

ნავარაუდევია 1 500-ზე მეტი პროფესიონალი ვიზიტორის სტუმრობა დღეში: ღონისძიებას ეწვევიან სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების  მონაწილეობით, უზრუნველყოფილი იქნება რეგიონებიდან ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მონაწილეობა.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერაზე: საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბიზნესებს შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე.

„AGRO FOOD BATUMI ჩვენთვის მხოლოდ პროდუქციის გამოფენა არ არის, ეს არის რეალური ბიზნესურთიერთობის და თანამშრომლობის პლატფორმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერების მონაწილეობა, რათა მათ საკუთარი პროდუქცია წარადგინონ პროფესიული აუდიტორიის წინაშე და იპოვონ ახალი ბაზრები, პარალელურად კი გაძლიერდეს ბათუმის, როგორც რეგიონული ბიზნესჰაბის როლი“.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს მთავრობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვისსამინისტრო; ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA); ქართველდა თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD); თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD); საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.