ქვისგან ქაღალდის წარმოება
„სიპ ქვაზეც, რომ დაასახლო, იქაც ქვისგან ოქროს გამოადნობსო“ ეს არის ცნობილი ხალხური გამოთქმა, რომელიც ნიჭიერ, გამრჯე და მარჯვე ადამიანზე ითქმება. დღეს ის გამოხატავს ადამიანის ან პროექტის უნარს, ყველაზე რთულ, გამოუვალ და არახელსაყრელ პირობებშიც კი (რასაც სიმბოლურად „ქვაზე დასახლება“ გამოხატავს) იპოვოს გამოსავალი, მიაღწიოს წარმატებას და შექმნას ღირებული საქონელი („ოქრო გამოადნოს“).
1990-იან წლებში ტაივანში, (ტერიტორიაც ხასიათდება რთული რელიეფით მაღალი, ციცაბო კლდეებით, მთებით და ქვიანი გორაკებით). კომპანია Taiwan Lung Meng Technology-ს მეცნიერებმა პირველებმა მსოფლიოში შეიმუშავეს, დააპატენტეს ქვისგან ქაღალდის (Stone Paper) წარმოების ეკომეგობრული ტექნოლოგია და დაიწყეს ქვისგან წარმოებული ქაღალდის გაყიდვა მყარ ვალუტაზე, როგორც აზიაში, ისე სხვა ქვეყნებშიც.
ქვისგან ქაღალდის წარმოების გაფართოებას განსაკუთრებით იმანაც შეუწყო ხელი, რომ წარმოება გამოირჩეოდა ნედლეულის ხელმისაწვდომობით, მაღალი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტით. კერძოდ ტრადიციული ცელულოზის ქაღალდის 1 ტონის წარმოებას სჭირდება საშუალოდ 20 ხის მოჭრა და 70 კუბური მეტრი წყალი. ქვის ქაღალდი კი სრულად გამორიცხავს ამ რესურსების ხარჯვას. გარდა ამისა, მისი თვითღირებულება თითქმის ორჯერ ნაკლებია ხისგან მიღებულ ქაღალდის თვითღირებულებასთან შედარებით.
ქვის ქაღალდი ძირითადად შემდეგი ტიპის პროდუქტებისთვის გამოიყენება:
- საკანცელარიო და საბეჭდი პროდუქცია
- ბლოკნოტები და დღიურები (Notebooks): ეს ქვის ქაღალდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოყენებაა. მასზე კალმით წერა ძალიან სასიამოვნოა, ხოლო შემთხვევით დაქცეული ყავა ან წყალი ფურცლებს საერთოდ არ აზიანებს;
- რუკები და გზამკვლევები: რადგან ქვის ქაღალდი მდგრადია მკაცრი კლიმატური პირობების, წვიმისა და ტენიანობის მიმართ, მისგან ხშირად ამზადებენ ტურისტულ და სამხედრო რუკებს;
- სკეჩბუკები და ალბომები: მხატვრებისთვის და დიზაინერებისთვის მისი უმარცვლო, გლუვი ფაქტურა იდეალურია გრაფიკული სამუშაოებისთვის.
- პრემიუმ და მდგრადი შეფუთვა
- სავაჭრო და სასაჩუქრე ჩანთები: ტრადიციული ქაღალდის ჩანთებისგან განსხვავებით, ქვის ქაღალდის ჩანთები გაცილებით მეტ წონას უძლებს, არ იხევა წვიმაში და მრავალჯერადია.
- კოსმეტიკისა და საპნის შეფუთვა: მისი ცხიმგამძლე და წყალგაუმტარი თვისებების გამო, იდეალურია თავის მოვლის საშუალებებისა და მდიდრული პარფიუმერიის შესაფუთად. [1, 2]
- საკვების კონტეინერები და პარკები: გამოიყენება ერთჯერადი ბენტო-ყუთების, საკვების შესაფუთი მასალებისა და ნაგვის პარკებისთვისაც კი.
- ეტიკეტები და გარე რეკლამა
- სარეკლამო პოსტერები და ბანერები: ვინაიდან მასალა არ ზიანდება ტენისგან, მას წარმატებით იყენებენ გარე რეკლამებისთვის, აფიშებისა და საინფორმაციო დაფებისთვის.
- სამრეწველო ეტიკეტები და სტიკერები: პროდუქციის მარკირებისთვის (განსაკუთრებით იმ საქონლისთვის, რომელიც ინახება მაცივარში, ნესტიან გარემოში ან ღია ცის ქვეშ).
- საყოფაცხოვრებო და შემოქმედებითი ნივთები
- ეკოლოგიური ყვავილების ქოთნები/ჩანთები: მცენარეების მოსავლელად, რადგან წყლის დასხმისას ქაღალდი არ იშლება.
- სამზარეულოს მრავალჯერადი აქსესუარები: მაგიდის გადასაფარებლები, წინსაფრები და ერთჯერადი ხელთათმანები.
- კედლის საფარები (შპალერი): მისი გამძლეობისა და რეცხვადი ზედაპირის გამო.
- ფერადი ქაღალდის საწვიმარი დეკორატიული ქოლგები.
ამ მახასიათებლებისა და წარმოების ეკონომიკური ეფექტურობის გამო, ქვისგან ქაღალდის წარმოება არაერთმა ქვეყანამ მსოფლიოში პოპულარული გახადა და დანერგა. დღეს უკვე ქვის ქაღალდის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია:
- ტაივანი: სწორედ კომპანია Taiwan Lung Meng Advanced Material (ან Longmeng) ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი და აქტიური მწარმოებელია.
- ჩინეთი: ამჟამად მსოფლიოში ქვის ქაღალდის უდიდესი მწარმოებელია. ჩინეთში მდებარეობს არაერთი გიგანტური ქარხანა (მაგალითად, Shenzhen Stone Paper Enterprise და AM Packaging), რომლებიც მასალას მასობრივად აწვდიან გლობალურ ბაზარს.
- იაპონია: ქვეყანა წამყვანია კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების (R&D) კუთხით. იაპონური კომპანია TBM Co., Ltd. აწარმოებს ქვის ქაღალდის მსგავს ცნობილ მასალას _ LIMEX-ს.
- აშშ და კანადა: ჩრდილოეთ ამერიკაში მოთხოვნა ეკოლოგიურ შეფუთვაზე სწრაფად იზრდება, რის გამოც ადგილობრივი გადამმუშავებელი ქარხნები სულ უფრო ხშირად გადადიან ეკომეგობრული ფურცლების წარმოებაზე.
- ევროპის ქვეყნები (გერმანია, იტალია): ევროკავშირის მკაცრი ეკოლოგიური რეგულაციების გამო, ისეთი კომპანიები, როგორიცაა STP Stone Paper (გერმანია) და Stone Paper Italia (იტალია), აქტიურად ავითარებენ ამ ტექნოლოგიას.
- ირანი და ინდოეთი: ირანში ფუნქციონირებს მსხვილი ქარხანა Pishgaman Sanat Sabz. ინდოეთი კი ბოლო პერიოდში ახალ საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის ნედლეულის და მუშახელის დაბალი ფასის წყალობით.
- უზბეკეთი – ფერგანაში ეს ინოვაციური და ეკოლოგიური პროექტი, ოფიციალურად 2021 წლის თებერვალში ამოქმედდა. კომპანია „Fergana Stone Paper“ წარმოადგენს ქვისგან ქაღალდის დამამზადებელ ერთადერთ საწარმოს დსთ–ს სივრცეში.
სურათი: ფერგანის ქვის ქაღალდის საწარმო უზბეკეთში
ქარხანა იყენებს წამყვან ჩინურ ტექნოლოგიას. მისი წლიური საწარმოო სიმძლავრე 9 000 ტონა ქვის ქაღალდია. ტრადიციული ცელულოზის ქაღალდის წარმოებასთან შედარებით, ქვის ქაღალდის თვითღირებულება ბევრად დაბალია. 1 ტონა ჩვეულებრივი ქაღალდის იმპორტი უზბეკეთს $1000-1400 უჯდება, მაშინ როცა ქვის ქაღალდის წარმოება ადგილზე დაახლოებით $700–800 ჯდება, რაც მწარმოებელ კომპანიას მაღალი მოგების მარჟის პოტენციალს აძლევს.
კობა კობალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი

