თანამედროვე ტექნოლოგიები _ ნიადაგის დაცვის საუკეთესო საშუალება
ნიადაგზე, როგორც დამოუკიდებელ ბუნებრივ სხეულზე წარმოდგენა, რომელიც ნიადაგთწარმომქმნელი დედაქანისაგან განსხვავდება, XIX ს. 80-იან წლებში ნიადაგმთცოდნეობის ფუძემდებლის ვასილი დოკუჩაევის კვლევების შედეგად შეიქმნა. მანამდე იგი როგორც გეოლოგიური წარმონაქმნი, ისე განიხილებოდა. ნიადაგის არსებით თვისებას მისი ნაყოფიერება წარმოადგენს, რაც მცენარის წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ნიადაგი სასოფლო–სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა.
აგროტექნიკურ ღონისძიებათა შორის, რომელიც კარგ წინაპირობას ქმნის მცენარის ნორმალური ზრდა – განვითარებისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგის დამუშავება. მისი მაქსიმალური ეფექტი მიიღება მაშინ, როცა იგი სრულდება ზონისათვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წი-ნამორბედი კულტურის თავისებურების, ნაკვეთის დასარეველიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაც-ვის ღონისძიებების გათვალისწინებით.
ნიადაგის დამუშავება არის მასზე ნიადაგდამამუშავებელი მანქანის სამუშაო ორგანოების ზემოქმე-დება მოსაყვანი კულტურების ზრდა-განვითარებისთვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად.
ნიადაგის დამუშავების სისტემა ეწოდება განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულებულ ნიადაგის დამუშავების ხერხების ერთობლიობას.
ნიადაგის დამუშავების ძირითად ამოცანას წარმოადგენს მისთვის გაფხვიერებული, მტკიცე, კოშტო-ვანი, სტრუქტურული სახის მიცემა, რაც უზრუნველყოფს მის მაღალნაყოფიერებას. აღნიშნული მიიღ-წევა ნიადაგზე მანქანების სამუშაო ორგანოებით მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
ნიადაგის გაფხვიერებით მიღწეული კოშტოვანი სტრუქტურა ქმნის ხელსაყრელ პირობებს კულტუ-რულ მცენარეთათვის ვეგეტაციის პერიოდში ბიოლოგიური პროცესების სწორად წარმართვისათვის.
უძველესი დროიდან მიწათმოქმედი აუმჯობესებს ნიადაგის დამუშავებას და თესვას, კერძოდ ამ ოპე-რაციების შესრულების მექანიზაციის საკითხებს. ისტორიულად ევოლუციური გზა აქვს გავლილი ხის ჩვეულებრივ კავს თანამედროვე რთულ გუთნებამდე, ბუდნაში ერთი მარცვლის ჩათესვას მაღალმწარ-მოებლურ ავტომატიზებულ სათესამდე, ცალკეულ ერთოპერაციან იარაღებს რთულ კომბინირებულ მანქანებამდე, რომლებიც ასრულებენ მთელ რიგ ტექნოლოგიურ ოპერაციებს მინდორში ერთი გავლის დროს.
ნიადაგის დამუშავების და თესვის ძირითად ამოცანებში შედის:
— ნიადაგის ფიზიკური თვისებების გაუმჯობესება მისი ნაყოფიერების ამაღლებისთვის, რაც მიიღწევა ბიოლოგიური, ფიზიკო-მექანიკური და ფიზიკური პროცესების წარმართისათვის საუკეთესო პირობების შექმნით.
— მცენარეების დაავადებების გადამტანების, სარეველების და მავნებლების მაქსიმალური რაოდენო-ბით განადგურება;
— განსაზღვრულ სიღრმეზე მცენარეული ნარჩენების, მინერალური და ორგანული სასუქების ჩახვნა, ამით მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის ერთგვარი სახვნელი ფენის შექმნა;
— ნიადაგზე წვრილსტრუქტურიანი მოსწორებული სათესი ფენის და თესლისათვის გამკვრივებული საფუძველის მომზადება, რაც უზრუნველყოფს თესლის ჩათესვის და აღმოცენების საუკეთესო პირო-ბებს;
— თესლის ჩათესვა გამკვრივებულ საფუძველზე, ნიადაგის სიღრმეში და ფართობზე მათი თანაბარი განაწილება.
ჩამოთვლილი ამოცანების შესრულების ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ბედი.
ნიადაგის თესვისათვის მომზადების სისტემა შედგება ნიადაგის ძირითადი და თესვისწინა დამუშავე-ბისგან.
ძირითადი დამუშავება გულისხმობს: ნიადაგის აოშვას და კორდის დაშლას, ხვნას ბელტის გადაბრუნე-ბით ან გადაბრუნების გარეშე. აუცილებლობის შემთხვევაში სრულდება ანეულის კულტივაცია და ნია-დაგის ქვედა ფენების გაფხვიერება. ნადაგის თესვისწინა დამუშავება მიმართულია თესლის საფუძვე-ლის მომზადებისათვის მცირე სიღრმეებზე (8-15 სმ-მდე)
ნიადაგის დამუშავების ეს ორი მდგენელი განუყოფელია და მხოლოდ ერთად განსაზღვრავენ თესვი-სათვის ნიადაგის მომზადების ხარისხს.
ნიადაგის მექანიკური დამუშავება ხარისხობრივი მაჩვენებლების გარდა უნდა იყოს აგრეთვე რაციო-ნალური, რაც გულისხმობს ნიადაგდამზოგ, ტენდამზოგ და რესურსდამზოგ ტექნოლოგიებს.
მსოფლიოში ბოლო წლებში თავი იჩინა რესურსდამზოგი ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებე-ბის სიმრავლემ, განსაკუთრებით მარცვლეულის წარმოებაში. მაგრამ მათგან ძალზე ბევრი ორიენტირე-ბულია მძლავრი და ზემძლავრი ტრაქტორების, აგრეთვე ჰერბიციდების და პესტიციდების ფართო გა-მოყენებაზე, რაც უარყოფიდად მოქმედებს ნიადაგის სტრუქტურასა და მისი მიკროფლორის და ფაუნის შენარჩუნებაზე.
დღეისათვის თითქმის მთელ მსოფლიოში გაისმის შენიშვნები ეკოლოგიურ დანაკარგებზე, ხორბლის მაღალ ფასებზე და მოსავლიანობის შემცირებაზე. მემცენარეობის წარმოების ტრადიციული მოდელე-ბის დროს მოგების მნიშვნელოვან ნაწილს ‘’ყლაპავს’’ სამრეწველო დანახარჯები და მისი შემცირება მსოფლიო მეწარმეების ერთ-ერთი უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. ამიტომ ყველა ერთხმად აღია-რებს ნიადაგის დამუშავების და თესვის ტექნოლოგიების ექსპერტიზის აუცილებლობის და ტრადიციუ-ლი ტექნოლოგიების შეცვლას სხვა უფრო რენტაბელური და სოფლის მეურნეობისათვის ეკონომიკუ-რად მომგებიანი ტექნოლოგიებით.
ტრადიციული ტექნოლოგიები (იგი გულისხმობს ხვნასაც) გასაგები მიზეზების გამო უნდა შეიზღუდოს და პირველ რიგში საწვავის დიდი ხარჯის გამო, ვინიდან საწვავზე ფასი მუდმივად და მეთოდურად იზრ-დება. მაგრამ იგი არ შეიძლება შეიზღუდოს ისეთ კულტურებში, როგორიცაა სიმინდის და მზესუმზირის შემდგომი აგროფონები და სხვა ტრადიციული პირობების და პროცესების შემთხვევაში.
ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სხვადასხვა ტექნოლოგიები არ უნდა უარყოფდნენ სხვა ტექნოლოგიებს, ისინი უნდა ავსებდნენ ერთმანეთს მინდვრის აგროეკოლოგი-ური პირობების ერთიან სისტემაში. ამავე დროს აუცილებელია, რომ ნებისმიერი ტექნოლოგია უნდა აკ-მაყოფილებდეს პირობას — შენარჩუნებული და გაუმჯობესებული იქნეს ნიადაგის ნაყოფიერება.
მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის გამო თანამედროვე სოფლის მეურნეობა გადადის ახალ ეკონო-მიკურ მოდელზე, რომელსაც ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები ეწოდებათ. ისინი ითვალისწინებენ:
— პირდაპირი დანახარჯების შემცირებას, მათ შორის საწვავ–საცხები მასალების 3-ჯერ და უფრო მე–ტად შემცირებას;
— ნიადაგის ეროზიის აცილებას;
— ნიადაგის ნაყოფიერების გეგმაზომიერ გაზრდას;
— ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას.
ამ სისტემის არსი მდგომარეობს ტრადიციული ტექნოლოგიიდან ნიადაგის ძირითადი და თესვისწინა დამუშავების ამოღებაში, როგორც ყველაზე ხარჯიანი და ენერგოშემცველი, ე.ი. ამოღებელია ხვნის ოპერაცია, რომელიც მარცვლეული კულტურების წარმოებაში იკავებს 34%-ს. ამრიგად ოპტიმიზაცია უკეთდება საწარმოო პროცესებს, რომლებიც ხდებიან მართვადი, პროგნოზირებადი და ეფექტური.
სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია 80%-ით დამოკიდებულია ბუნებაზე. ენერგოდამზოგი ტექნოლო-გიების დროს ამინდის და კლიმატის გავლენა დაყვანილია მინიმუმდე. დანახარჯები მოდის მხოლოდ ტექნოლოგიის შესრულებასა და მართვაზე.
ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების განხორციელებით მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანი-სათვის ნიადაგის დამუშავების მინიმალური, ხოლო შემდგომში ნულოვან ტექნოლოგიებზე გადასვლა იწყება მოსავლის აღების კომპანიის დროს, როდესაც გალეწილი ნარჩენების დაქუცმაცებული მასა თა-ნაბრად ნაწილდება მინდვრის ზედაპირზე. შედეგად ფორმირდება ნიადაგდამცავი საფარი, რომელიც ეწინააღმდეგება წყლისმიერ და ქარისმიერ ეროზიას, უზრუნველყოფს ტენის შენარჩუნებას, ეწინააღმ-დეგება აგრეთვე სარეველების აღმოცენებას, ააქტიურებს ნიადაგის მიკროფლორას, ითვლება ნაყოფი-ერი ფენების აღდგენის და მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდის ბაზისად.
ნიადაგის მინიმალური დამუშავება, როგორც ნიადაგის დამუშავების სისტემა, საშუალებას იძლევა შემცირდეს ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გავლათა რაოდენობა ნიადაგის ზედა-პირზე, რითაც მცირდება ენერგეტიკული დანახარჯები, სახნავი ფენის გამკვრივება და გამტვერიანება. ეს მეთოდი გამოიყენება კარგად კულტივირებულ ნიადაგებში და წარმოადგენს ნიადაგის დამუშავების მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ოპერაციას ერთ სამუშაო პროცესში, ამცირებს ნიადაგის ზედაპირის დამუშავებათა რაოდენობას ან აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროებს ჰერბიციდების გამოყენებას.
ინტენსიური მიწათმოქმედების განხორციელების შემთხვევაში ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის განხორციელება განპირობებულია ნიადაგის დაცვით მძიმე ტრაქტორების და სატრაქ-ტორო სატრანსპორტო საშუალებების უარყოფითი ზემოქმედებისგან, ენერგეტიკული დანახარჯების და შრომითი რესურსების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდით და პროდუქციის თვითღირებულების კლებით.
ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება აღინიშნოს, რომ მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებისას მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა არ მცირდება ტრადიციულ ტექნოლოგიასთან შედარებით (ხვნა 20 – 27 სმ), ორჯერ ნაკლები ენერგოტევადია, 12 – 17 კგ-ით მცირ-დება 1 ჰა-ზე საწვავსაცხები მასალების ხარჯი; აღნიშნული ტექნოლოგიის ღირსებაა ისიც, რომ მატუ-ლობს საჰექტარო მოსავლიანობა გვალვიან პერიოდში და იგი საშუალოდ შეადგენს 3,2 ც/ჰა, ხოლო საკ-მარისი ტენიანობის პერიოდისათვის იგი უთანაბრდება ტრადიციული ტექნოლოგიით მიღებულ საჰექტა-რო მოსავლიანობას.
მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის ხანგრძლივი გამოყენების (25 წელი) შემთხვევაში მარც-ვლეული კულტურებისათვის (8-10 სმ სიღრმეზე) და კარტოფილისათვის (14-15 სმ სიღრმეზე) უმჯო-ბესდება ნიადაგის ნაყოფიერება, მისი აგროფიზიკური, აგროქიმიური და ბიოლოგიური მაჩვენებლები. ჰუმუსის შედგენილობა იზრდება 1,71-დან 2,60 %-მდე, ნიადაგის სიმკვრივე მცირდება 1,41-დან 1,20 გრ/სმ3-მდე; აღსანიშნავია, რომ მინიმალური დამუშავების დროს სასუქთან ერთად შეტანილი კვებითი ნივთიერებები თესლბრუნვის დროს ლოკალიზდება ნიადაგის ზედაპირულ ფენებში, რაც ხელს უწყობს სათეს ფენებში მცენარეთა თესლის კვების მაღალ და მცენარის ზრდაგანვითარების კარგ სასტარტო პირობებს. აღსანიშნავია, რომ იზრდება სასუქების გამოყენების ეფექტი 8-10 %-ით, რაც აგრეთვე მნიშ-ვნელოვანი ფაქტორია.
XXI საუკუნის დასაწყისში ძლიერდება მსოფლიო სასურსათო კრიზისი, რომლის გადასალახავად აუცი-ლებელია საწვავის ეკონომია, ტექნიკის საამორტიზაციო ხარჯების და შრომითი დანახარჯების შემცი-რება. აღნიშნული და სხვა რესურსების მინიმიზაცია შესაძლებელია მიწათმოქმედების დამზოგი სისტე-მის დანერგვის გზით, როგორიცაა ნიადაგის ნულოვანი დამუშავება. მისი გამოყენება პროფესიულ დო-ნეზე განხორციელებულ მართვასთან ერთად იძლევა შემდეგ შედეგებს:
— ხდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენების შენარჩუნება და აღდგენა;
— მცირდება ან მთლიანად უგულველყოფილია ნიადაგის ეროზია;
— იზრდება კულტურების მოსავლიანობა;
— უმჯობესებდა მარცვლეული კულტურების ხარისხი;
— მცირდება რესურსებზე დანახარჯები;
— მცირდება შრომითი დანახარჯები;
— კლებულობს ბუნებრივი–კლიმატური პირობებისადმი მოსავლიანობის დამოკიდებულება;
პირდაპირი თესვის ტექნოლოგიის გამოყენების დროს შესაძლებელია არა მარტო ნიადაგის დეგრადა-ციის შეჩერება, არამედ შესაძლებელია მათ თანმიმდევრულად დაუბრუნდეთ არსებული ნაყოფიერება. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მაგალითები მოცემულია.
ნიადაგის მინიმალური ან ნულოვანი დამუშავების პირობებში, თესლბრუნვის დროს, მიზანშეწონილია 5-7 წელიწადში ერთხელ ღრმადგამაფხვიერებლებით ნიადაგის ღრმად დამუშავება 45-55 სმ სიღრმეზე, რათა მოხდეს ნიადაგის ქვედა ფენების გაფხვიერება ტენის შენარჩუნების მიზნით და სათესი ქერქის მოსაშლელად, აგრეთვე კულტურული მცენარის ფესვთა სისტემის ჰორიზონტალურად განვითარების თავიდან ასაცილებლად (ამ საკითხზე გამოქვეყნებული იყო სტატია ჟურნალში “აგრარული საქართველო” # 5 , 2010 წ.)
დედამიწაზე ეკოლოგიური დათბობის საშიშროებასთან დამოკიდებულებაში, მსოფლიოს ანალიტიკუ-რი ცენტრები მსჯელობენ ნიადაგის მდგომარეობის მომავლის შესახებ, 2007 წლის 14 მარტს დანიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და კანადამ შეიტანეს კიოტოს ოქმში პუნქტი, რომ ნიადაგში CO2-ის შემცი-რება შესაძლებელია ნიადაგის დამუშავების რაოდენობების შემცირების ხარჯზე.
ნულოვანი ტექნოლოგიების გამოყენების გზით მსოფლიო აგრარიკოსები აღწევენ ორ მიზანს:
— ეკოლოგიურ კატასტროფის საშიშროების შემცირებას;
— ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას.
დღეისათვის ნულოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით მთელ მსოფლიოში დამუშავებულია 150 მლ.ჰა. არგენტინის, ბრაზილიის და პარაგვაის 60% სათესი ფართობები დამუშავებულია ნულოვანი ტექნოლო-გიით და უახლოეს ხანებში იგეგმება ფართობების გაზრდა 90%-მდე.
თანამედროვე ტექნოლოგიების რეალიზაციისთვის გამოყენებულია ბლოკ-მოდულური სისტემის კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო მანქანები, აგრეთვე კონკრეტულ პირობებში სამუშაოდ გათვა-ლიწინებულია ადაპტური მანქანები, რომელთა გამოყენება დამოკიდებულია ზონალურ აგროლანდშაფ-ტზე და კულტურული მცენარის სახეზე. ამ მიზნით გარკვეული სამუშაოები აქვთ ჩატარებული მსოფ-ლიოს მოწინავე ქვეყნების აშშ, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია, არგენტინა და ევროკავშირის ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებელ კორპორაციებს და ფირმებს: John Deere, Lemken, Amazone, Mascio&Gaspaqrdo და სხვა.
საქართველოში ნიადაგის დამუშავების რესურსდამზოგი ტექნოლოგიების განხორციელებისათვის მი-ზანშეწონილია ზემოთაღნიშნული კომპანიების და ფირმების ტექნიკური საშუალებების გამოყენება და შესაბამისად შემდეგ განისაზღვროს ამ ღონისძიების ეფექტურობა. მაგალითად, ნიადაგის მინიმალური დამუშავების დროს რესურსებზე და ერთეულ პროდუქციაზე შრომითი დანახარჯების შემცირების შე-დეგად ეკონომიკური ეფექტურობა განისაზღვრება დასამუშავებელი ოპერაციების, საწვავ-საცხები მა-სალების, ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების და დასაქმებული ადამიანების რაოდენო-ბის შემცირებით, რის შედეგადაც ერთი ტონა მარცვლის თვითღირებულება უნდა გახდეს 80-100 ლარი, რაც 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით იძლევა 250-300 ლარის ეკონომიას ჰა-ზე.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებიდან მსოფ-ლიოში სწრაფად ვრცელდება რესურსდამზოგი ტექნოლოგიები და მათ შორის ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება; მიუხედავად რიგი უარყოფითი მხარეებისა, ამ ტექნოლოგიების ათვისება ჩვენი ხვალინდელი დღეა და ამ პროცესისათვის მზადება ქვეყანამ აქედანვე უნდა დაიწყოს.
მ. ქვარცხავა