M – ტექნოლოგია
M – ტექნოლოგია შერეული კულტურების და სასარგებლო მიკროორგანიზმების გამოყენებას ეფუძნება. პირველად ეგრეთწოდებული ეფექტიანი მიკროორგანიზმები (მ) იაპონიაში დოქტორ ტერუ ხიგას მიერ იყო კულტივირებული. ისინი შეიცავენ 80 მდე მიკროორგანიზმების სახეობას, რომლებიც მიეკუთვნებიან ხუთ ოჯახსა და 9 ჯიშს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის მაღალი პროდუქტიულობა და ხარისხიანი ეკოლოგიური პროდუქცია.
დღეისათვის ეს ტექნოლოგია აღიარებულია მთელს მსოფლიოში და ინტენსიურად ინერგება ბევრ ქვეყანაში.
რაში მდგომარეობს ამ ტექნოლოგიის ეფექტიანობა? სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. კვების მინერალური ელემენტები, რომლებსაც შეიცავენ მინერალები და ნიადაგის ორგანული მასა — ჰუმუსი, თავისთავად ვერ გადადიან შესათვისებელ ფორმაში. ამ ფუნქციას ასრულებენ ნიადაგის ბინადრები — მიკროორგანიზმები, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ. თუ ნიადაგში მიკრობები და ჭიაყელები საკმარისი რაოდენობითაა, მაშინ მცენარეებიც კომფორტულად გრძნობენ თავს. მოსავლიანობის არსი, ნიადაგში ბიოლოგიური მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და შენარჩუნებაშია.
ქიმიის ინტენსიურმა გამოყენებამ მკვეთრად შეამცირა ნიადაგის ბიოლოგიური აქტიურობა, რაც ხასიათდება მიკროორგანიზმებისა და ნიადაგის ცხოველების რაოდენობრივი და ჯიშობრივი მრავალფეროვნებით. არადა სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ნიადაგის მოსავლიანობას.
ქიმიისაგან განადგურებულ ნიადაგებზე მიზანშეწონილი არ არის მინერალური სასუქების გამოყენება, ისინი ბოლომდე გამოფიტავენ ნიადაგს. თუმცა მდგომარეობა მთლად უიმედო არ არის: მიკრობების, ჭიაყელებისა და სხვადასხვა ორგანული სასუქების დახმარებით შესაძლებელია 2-3 წელიწადში აღდგეს მოსავლიანობა ნიადაგში ჰუმუსის მატების ხარჯზე.
ჰუმუსი — მცენარისთვის საკვები ელემენტების წყაროა, სადაც ნორმირებულადაა განაწილებული აზოტი, ფოსფორი, გოგირდი, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო მიკროორგანიზმები. ჰუმუსი ნიადაგის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას, უზურნველყოფს ჰაერის, წყლის და სითბოს ოპტიმალურ რეჟიმს. ნიადაგის გასაცოცხლებლად, ჰუმუსის სწრაფად ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება M – ტექნოლოგია.
M – ტექნოლოგიის ღირსება მდგომარეობს არა მხოლოდ ნიადაგის აღდგენაში, არამედ მოწეული მოსავლის მაღალ ხარისხში. ამით აიხსნება განვითარებული ქვეყნების მიერ ამ ტექნოლოგიის ინტენსიურად დანერგვა.
წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #16