აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიები

შპს „ქართული სოკო“

მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ქართული სოკო“, რომელიც სოკოს კომპოსტის ბრიკეტებს და სოკოს აწარმოებს, სოფლის მეურნოების პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური დახმარებით 2015 წელს დაფუძნდა. შპს „ქართულ სოკოში“ დასაქმებულია 25 ადამიანი და ის ყოველწლიურად 3000 ტონა სოკოს ბრიკეტს და 700 ტონა ახალ სოკოს აწარმოებს.

2016 წლის აპრილში USAID/REAP-მა ნაწილობრივ დააფინანსა სოკოს ბრიკეტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებში საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურება. კონსულტაციები დაეხმარა კომპანიას ეფექტური საწარმოო და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვაში. ამჟამად USAID/REAP და სოფლის მეურნოების პროექტების მართვის სააგენტო (APMA) ეხმარებიან კომპანიას, რათა მან დააკმაყოფილოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები.

სავარაუდოდ, „ქართული სოკო“ აპრილის ბოლოს აიღებს HACCP სერტიფიკატს.
შპს „ქართულ სოკო“ უკვე ყიდის სოკოს ბრიკეტებს ადგილობრივ ფერმერებზე აჭარაში, სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. ეს ბრიკეტები ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ ახალი სოკო და მიიღონ მეტი შემოსავალი. დაგეგმილია ბრიკეტების გაყიდვა და ტრეინინგების ჩატარება მცირე ფერმერებისთვის საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

რაც შეეხება კომპანიის მიერ წარმოებულ ახალ სოკოს, ის იყიდება ისეთ მაღაზიებში და სავაჭრო ქსელებში, როგორიცაა „აგროჰაბი“, „გუდვილი“, „ნიკორა“, „ნუგეში“ და „ორი ნაბიჯი“. „ქართული სოკოს“ წარმოებული ახალი სოკოს ყიდვა შეიძლება თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ხაშურში.