კალციუმიანი გვარჯილა kalcium amonium nitrate (CAN)
ფიზიოლოგიურად ნეიტრალური (Ph 6.57.5) აზოტოვანი სასუქი გამდიდრებული მცენარის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი საკვები ელემენტებით კალციუმით და მაგნიუმით.
გამოიყენება ყველა კულტურაში, ყველა ტიპის ნიადაგებზე, როგორც ძირითადი ხვნის წინ, ისე ვეგეტაციის პერიოდში.
კალციუმიანი ამონიუმის გვარჯილა არის უნიკალური ნეიტრალური აზოტოვანი სასუქი, რომელიც შეიცავს 28% აზოტს, 16% კალციუმს და 6% მაგნიუმს.
კალციუმიანი გვარჯილის 10%-იანი წყალხსნარის ph არის 6.5-7.5 (ნეიტრალური არე). კალციუმიანი გვარჯილის უდავო უპირატესობაა ის, რომ იგი აზოტთან ერთად, რომელიც საკმაოდ მაღალი პროცენტული შემადგენლობით (28%) არის მასში, შეიცავს მცენარის ზრდაგანვითარებისათვის აუცილებელ ელემენტებსკალციუმს და მაგნიუმს.
ამასთან ერთად კალციუმიანი გვარჯილა არის ნეიტრალური (ph6.57.5): (განსხვავებით სხვა ძირითადი აზოტოვანი სასუქებისაგან). რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის.
თვისებები და უპირატესობები:
ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელი ძირითადი თვისება არის მჟავიანობა. ნიადაგები მჟავიანობის მიხედვით დაჯგუფებულია შემდეგნაირად: P-4.0 ძალიან მჟავე, 4.14.5 _ ძლიერ მჟავე, 4.5-5.0 _ საშუალოდ მჟავე, 5.15.5 _ სუსტად მჟავე, 5.6-6.0 _ნეიტრალურთან ახლოს, 6.1-ის ზევით _ ნეიტრალურია.
მაღალი მჟავიანობა ნიადაგის დაბალი ნაყოფიერებისა და მინერალური სასუქების არასაკმარისი ეფექტიანობის ერთერთი მთავარი მიზეზია. არეს მჟავე რეაქციის შემთხვევაში ნიადაგში ითრგუნება სასარგებლო მიკროორგანიზმების მოქმედება (ნიტრიფიკატორები, ამონიფიკატორები), მცირდება მინერალური აზოტის დაგროვების ინტენსივობა, უარესდება მცენარის კვებისა და ნივთიერებათა ცვლის პირობები, ფოსფორის ადვილად ხსნადი ფორმები გადადის ძნელად მოძრავ მდგომარეობაში, რითაც უარესდება მცენარის ფოსფოროვანი კვება.
მინერალური სასუქების ეფექტიანობა მჟავე ნიადაგებში 30-40 %დაბალია_ ვიდრე ნეიტრალურში.
მჟავე აზოტოვანი სასუქების ხანგრძლივი და სისტემატური გამოყენება ფიზიოლოგიურად ხელს უწყობს ნიადაგის დამატებით დამჟავიანებას და აუარესებს მის თვისებებს, რომლის აღდგენა შემდგომში, თითქმის, შეუძლებელია.
კალციუმიანი ამონიუმის გვარჯილა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდასთან ერთად (ყოველწლიური გამოყენებისას) აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და აღარ არის აუცილებელი ნიადაგის განეიტრალების მიზნით მოკირიანება.
კალციუმიანი ამონიუმის გვარჯილის სასიკეთო მოქმედება ნიადაგისა და მცენარისათვისათვის მრავლმხრივ სასიკეთოა. იგი აუმჯობესებს ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობას, რითაც ხელს უწყობს მის ჰაერ და წყალგამტარიანობას, ხელს უწყობს ჰუმუსის წარმოქმნას.
ნიადაგში ააქტიურებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც ხელს უწყობენ აზოტის მინერელიზაციას;
ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას და აჩქარებს ამონიფიკაციის პროცესს;
ხელს უწყობს მცენარეს მძლავრი ფესვთა სისტემის განვითარებაში;
ამაღლებს ფოსფოროვანკალიუმიანი სასუქების ეფექტს;
ამაღლებს ფოტოსინთეზის პროდუქტიულობას;
აუმჯობესებს ნიადაგში მრავალი შენაერთის ხსნადობას;
ხელს უწყობს მცენარეს საჭირო საკვები ელემენტების შთანთქმასა და ტრანსპორტირებაში;
ამაგრებს მცენარის ქსოვილებში უჯრედის გარსს;
ამაღლებს მცენარეში ზოგიერთი დაავადების მიმართ მდგრადობას;
კალციუმიანი გვარჯილა თვალსაჩინო შედეგს იძლევა ისეთ კულტურებში, როგორიცაა: სიმინდი, ხორბალი, ხეხილი (თესლოვნები, კურკოვნები), ციტრუსი, პომიდორი, კიტრი, საზამთრო და სხვა;
გამოყენების ნორმა დგინდება კულტურის კვების სპეციფიკის, დაგეგმილი მოსავლის და ნიადაგის აგროქიმიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
გურამ მინდიაშვილი,
სწავლული აგრონომი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #11