საზამთრო, ბიოლოგიური დახასიათება, მოვლა-მოყვანის თავისებურებები
საზამთროს სამშობლო ეკვატორული აფრიკაა. საქართველოში ამჟამად გავრცელებულია კახეთში და ქვემო ქართლში. საზამთროს იყენებენ როგორც სადესერტო საჭმელს. მისი რბილობის ქიმიური შედგენილობა, განსაკუთრებით გამოირჩევა ნახშირწყლების, უფრო მეტად შაქრების დიდი შემცველობით. საზამთროს საუკეთესო ჯიშებში შაქრიანობა 10-16 % აღწევს.
საზამთროს მრავალმხრივად გამოიყენება. მისგან ამზადებენ თაფლისმაგვარ საკვებს, ბადაგს, ქერქისგან მურაბებს, ცუკატებს, ქორფა ნაყოფისგან კი მწნილს, თესლისგან, ხდიან ზეთს.
საზამთრო ასევე პირუტყვის საუკეთესო საკვებია.
ბიოლოგიური დახასიათება
საზამთრო ერთწლიანი მხოხავი მცენარეა, თესლი ბრტყელია, ფერით: თეთრი, მწვანე, წითელი, შავი, ჭრელი.
ფესვთა სისტემა ძლიერ დატოტვილია და განლაგებულია სახნავ ფენაში, მხოხავი ღერო გრძელია, დატოტვილი შებუსულია რბლი ქინქლით, ღეროს ახასიათებს ფესვების გამოღებ. ფოთოლი გრძელყუნწიანია, ფოთლის ფუძესთან აქვს განტოტვილი ულვაშები, ჯიშების მიხედვით ფირფიტა ძლიერ ან მცირედ დანაკვთული. ნაყოფი წვნიანი კენკრაა, ჯიშების მიხედვით გვხვდება სხვადასხვა ფორმის: მრგვალი, ცილინდრული, მსხლისებური და ა.შ. კანის ფერი: თეთრი, მწვანე, ღია მწვანე, ლურჯი, ყვითელი. ძირითადი ფონი ხშირად მოხატულ მოვარაყებულია.
გარემო პირობები
საზამთრო სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი აღმოცენებას იწყებს 10-15 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ ოპტიმალურ ტემპერატურად 25-30 გრადუსი ითვლება. საზამთრო ჰაერის ტენიანობისადმი მოთხოვნილებას არ აყენებს, პირიქით, უმრავლესი ჯიშებისათვის საზიანოც კია, ამიტომ უხვ მოსავალს მშრალ, სარწყავი რაიონების პირობებში უფრო იძლევა.
საზამთრო მოითხოვს სტრუქტურიან, მსუბუქ, წყალგამტარ ნიადაგებს, საზამთროსთვის კარგ წინამორბედად ითვლება კომბოსტო, პამიდორი, ბადრიჯანი და პარკოსნები.
საზამთროს აგროტექნიკა
საზამთრო მოითხოვს ღრმა ფხვიერ ნიადაგს. ნიადაგის დამუშავებას იწყებენ მზრალად ხვნით, შემდეგ ფარცხავენ. თესვის წინ ახლად აღმოცენებულ სარეველებზე ატარებენ ზედაპირულ აოშვას.
საზამთროსთვის ყველაზე მისაღებად წყლის ნაკადულების ნაღარებში მიშვების წესით რწყვა ითვლება. ამისთვის წინასწარ გასწორებულ ნაკვეთს , კვების არის შესაბამისად , 2,1-4,2 მეტრის დაშორებით ამარკერებენ. მარკერით მონიშნულ მწკრივებზე ნაღარებს ატარებენ ნაღარი კეთდება 12-18 სმ-მდე. საზამთროს მორწყვის ამ წესს ის უპირატესობა აქვს რომ ფესვთა სისტემა უზრუნველყოფილია წყლით და ჰაერის მოძრაობაც უკეთესია.
ბაღჩეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანულ სასუქებს. მზრალად ხვნის წინ რეკომენდირებულია ჰექტარზე 30-40 ტონა ნაკელის შეტანა. საზამთროსათვის კი 15-20 ტონა. მინერალური სასუქები, 3-4 ც სულფატამონიუმი, 4-6 ც სუპერფოსფატი და 1,5-2,0 ც კალიუმის მარილი ხელს უწყობს მოსავლიანობის გადიდებასა და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.
საზამთროს, როგორც სითბოს მოყვარული მცენარის, თესლის თესვას მაშინ იწყებენ, როდესაც საკმაოდ დათბება (13-150) ეს ვადა შუა აპრილიდან იწყება. თესვა წარმოებს ბუდობრივად. საზამთრო ჯიშური თვისებებიდან გამომდინარე ითესება შემდეგ მანძილზე – 1,4X1,4 მ- ზე.
ხელსაყრელი ამინდის პირობებში აღმოცენება იწყება 10-12 დღეში, ხოლო არახელსაყრელ პირობებში ერთ თვემდე გრძელდება. აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ატარებენ ნიადაგის გაფხვიერებას, ერთი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგაც ატარებენ გაფხვიერება რადგან, საზამთრო დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის სიფხვიერეს. პირველ შემოყრას კი მაშინ აკეთებენ, როდესაც მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი განუვითარდება, ხოლო მეორედ 20-25 დღის შემდეგ, მწკრივთა შორის დამუშავებას და გაფხვიერებას მანამდე აწარმოებენ სანამ მცენარე გაიშლება და გაიბარდება.
საზამთროს მორწყვის ნორმა დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის თვისებაზე და მისი გამოშრობის ხარისხზე. გვალვის დროს ირწყვება ხშირად და მცირე ნორმებით, ჭარბად მორწყვა არ არის რეკომენდირებული რადგან აფერხებს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას ნიადაგში და ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას. მორწყვას წყვეტენ ნაყოფის ზრდის დასრულების პერიოდში, სიმწიფის ფაზაში შესვლის დროს. ამ პერიოდში ზედმეტი ტენი იწვწვს შაქრიანობის შემცირებას., საზამთროზე კარგ შედეგს იძლევა 2-3 ჯერ დამატებითი გამოკვება.
თესვა და ნათესის მოვლა
საზამთროს, როგორც სითბოს მოყვარული მცენარის, თესლის თესვას მაშინ იწყებენ, როდესაც საკმაოდ დათბება (13-150) ეს ვადა შუა აპრილიდან იწყება. თესვა წარმოებს ბუდობრივად. საზამთრო ჯიშური თვისებებიდან გამომდინარე ითესება შემდეგ მანძილზე _ 1,4×1,4 მ-ზე.
ხელსაყრელი ამინდის პირობებში აღმოცენება იწყება 10-12 დღეში, ხოლო არახელსაყრელ პირობებში ერთ თვემდე გრძელდება. აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ატარებენ ნიადაგის გაფხვიერებას , ერთი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგაც ატარებენ გაფხვიერება რადგან, საზამთრო დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის სიფხვიერეს. პირველ შემოყრას კი მაშინ აკეთებენ, როდესაც მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი განუვითარდება, ხოლო მეორედ 20-25 დღის შემდეგ., მწკრივთა შორის დამუშავებას და გაფხვიერებას მანამდე აწარმოებენ სანამ მცენარე გაიშლება და გაიბარდება.
საზამთროს მორწყვის ნორმა დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის თვისებაზე და მისი გამოშრობის ხარისხზე. გვალვის დროს ირწყვება ხშირად და მცირე ნორმებით, ჭარბად მორწყვა არ არის რეკომენდირებული რადგან აფერხებს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას ნიადაგში და ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას. მორწყვას წყვეტენ ნაყოფის ზრდის დასრულების პერიოდში, სიმწიფის ფაზაში შესვლის დროს. ამ პერიოდში ზედმეტი ტენი იწვწვს შაქრიანობის შემცირებას., საზამთროზე კარგ შედეგს იძლევა 2-3 ჯერ დამატებითი გამოკვება.
მოსავლის აღება
საზამთროს აღების დროს ყველაზე საგრძნობ სიძნელეს წარმოადგენს სიმწიფის შესაფერისი ფაზის დადგენა. სიმწიფეში ნაყოფს ყუნწი უჭკნება და მასთან ახლოს მდებარე პწკალი უხმება, ნაყოფი უფრო დრეკადი ხდება ხელის მოჭრით შედარებით ადვილად იზნიქება და ყურზე მიდებისას გამოსცემს სუსტ ტკაცუნს, წკიპურტის მირტყმით გამოსცემს ყრუ ხმას, სიმწიფის განსაზღვრა მოითხოვს დიდ დაოსტატებას და სიფრთხილეს, რადგან როგორც ადრეული, ისე დაგვიანებული აღება პროდუქციის ხარისხს აუარესებს.
ნაყოფი იკრიფება შერჩევით, მომწიფების მიხედვით.
ნაყოფებს ფრთხილად აჭრიან დედამცენარიდან 3 სმ-ის ყუნწის მიყოლებით
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“