აგრარული განათლებააგროსიახლეებივეტერინარია

პრობიოტიკები და XXI საუკუნე

2006 წლიდან აშშ-ში და ევროპაში ამოქმედდა კანონი, რითაც მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში და მეთევზეობაში ზრდის სტიმულატორად ანტიბიოტიკების გამოყენება აიკრძალა.

ასევე ფერმერულ მეურნეობებში ანტიბიოტიკების მოხმარება სამკურნალო მიზნითაც შეიზღუდა. პროცესს აკონტროლებს სერტიფიცირებული ვეტერინარი ექიმი, რომელიც ანტიბიოტიკის საჭიროებას განსაზღვრავს და რეცეპტის საშუალებით ნიშნავს. კანონმდებლობით ასევე მკაცრად არის დაცული პრეპარატის ხორცში, რძეში, კვერცხში და თაფლში დაყოვნების პირიოდიც. სამწუხაროდ, მსგავსი რეგულაციები საქართველოში ჯერჯერობით კანონით არ ამოქმედებულა და შესაბამისად ცხოველური პროდუქტები არ გამოიკვლევა ანტიბიოტიკების შემცველობაზე.

სწორედ ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებამ გამოიწვია დიდი საფრთხე ისეთი მიკრობების გაჩენისა, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ (რეზისტენტულობას) გამძლეობას იჩენენ. ეს მარტო ცხოველებზე კი არა, ადამიანის დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზეც აისახა.

მსოფლიოში ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ძალიან გახშირდა ალერგიული, ონკოლოგიური და სხვა დაავადებები, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობას. მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც გაიზარდა მოთხოვნილება სრულყოფილ, ეკოლოგიურად უსაფრთხო და მეცხოველეობის ბიოლოგიურად „სუფთა პროდუქტის“ წარმოებაზე, რისთვისაც ანტიბიოტიკების და სხვა ქიმიური ნივთიერებების მაქსიმალური შეზღუდვა და მეურნეობებში ბიოლოგიური პროდუქტების დანერგვაა საჭირო.

პრობიოტიკები ცოცხალი მიკრობული დანამატებია, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს ცხოველების და ფრინველების ორგანიზმში ნაწლავურ მიკროფლორაზე და ხელს უწყობს მონელების პროცესს. პრობიოტიკები ხასიათდება კუჭ-ნაწლავის როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედებით, ასევე ანტიბიოტიკებით და სხვა ძლიერმოქმედი პრეპარატებით გამოწვეული წიწილების და გოჭების დაზიანებული ნაწლავების ნორმალიზებით, მონელების პროცესის და საკვების ათვისების გაუმჯობესებით. პრობიოტიკები ფართოდ გამოიყენება არასპეციფიკური იმუნიტეტის სტიმულაციისათვის, პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის კუჭ-ნაწლავის ინფექციების,ალიმენტარული ეტიოლოგიის მონელების დარღვევისათვის,რაც ხშირად გამოწვეულია: უხარისხო და არაბალანსირებული კვებით, ხანგრძლივად და უკონტროლოდ ანტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების მიღებით, არასასურველი ეკოლოგიური გარემოთი,ტექნოლოგიური დარღვევებით და სტრესის ფონზე.

 

პრობიოტიკის თვისება და სარგებელი:

  • აწესრიგებს სასარგებლო მიკროფლორას ნაწლავებში;
  • ამცირებს ნაწლავური პათოგენური აგენტების გამრავლებას;
  • აუმჯობესებს სხეულის წონის ზრდას;
  • აძლიერებს საკვების გარდაქმნას და მონელებას;
  • ამცირებს წყლის გამოდინების სიხშირეს ნაწლავის ფორებიდან;
  • ამცირებს ცხოველისა და ფრინველის სიკვდილიანობას;
  • არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება და მოცდის პერიოდი.

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ გთავაზობთ ავსტრიული კომპანია „ბიომინ“-ის წარმოებულ საკვებ დანამატს Poulty Star -ს, რომელიც დაფუძნებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე და მოიცავს პრობიოტიკების და პრებიოტიკების კომპლექსს (Enterococcus sp, Bifidobacterium sp, Pediococcus sp, Lactobacillus sp).

Poulty Star წარმოადგენს მეფრინველეობის პრობიოტიკების და პრებიოტიკების  რაოდენობას, იცავს კუჭ-ნაწლავს მავნე ბაქტერიებისაგან და მათგან გამოწვეული დაავადებებისაგან.

დავით სირბილაძე,

ვეტერინარული კომპანია „ინვეტის“ საკონსულტაციო

ჯგუფის ხელმძღვანელი, მეფრინველეობის ექსპერტი