როგორ მოუაროთ დასეტყვილ ვაზს?
სეტყვისგან გამოწვეული დაზიანება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული. სეტყვის სიძლიერესა და პერიოდზე. ვაზი თუ ყვავილობამდე დაისეტყვა, ისე რომ მწვანე მასა არ შერჩა, ამ შემთხვევაში ჩატარდება სხვლა. უნდა დამოკლდეს სანაყოფე რქა, რის შედეგადაც განვითარდება მძინარე კვირტი, რომელიც მომავალ წელს იქნება მოსავლიანი.
ყვავილობის შემდეგ, ძლიერი დაზიანებისას, როდესაც მტევანი არ არის შერჩენილი, სამამულე და სანაყოფე რქებზე ყლორტები ისხვლება მოკლედ 2-3 კვირტზე, მომავალი წლის საფორმე ელემენტების ჩამოსაყალიბებლად.
ნაკლები დაზიანებისას, ვაზს თუ შერჩენილი აქვს ფოთლები, ფუძის კვირტები გადარჩენილია, სანაყოფესა და სამამულეზე ყველა ყლორტი გაისხვლება 3-4 მუხლთაშორისზე. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მოსავლის მიღება.
დასეტყვისა და გასხვლის შემდეგ ვაზზე ვითარდება ამონაყარი, რის შემდეგაც აუცილებელია 2-3 ჯერ გაფურჩქვნა. დასეტყვის შემდეგ ვაზს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. აუცილებელია 1,5%-2% ბორდოული სითხით შეწამვლა. შემდეგ ვაზის განვითარების შესაბამისად ჭრაქზე დაცვის მიზნით საჭიროა სპილენძის შემცველი პრეპარატით შეწამვლა. ასევე, მნიშვნელობა აქვს ვაზის გამოკვებას, სასუქის შეტანას.