კიტრის ზოგიერთი დაავადება
კიტრის ნაცარი
სიმპტომები და განვითარება
კიტრის ნაცარი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. დაავადების გარეგნულ ნიშანს წარმოადგენს თეთრი ფიფქი, რომელიც მცენარის სხვადასხვა ორგანოზე გვხვდება. დაავადების დასაწყისში ფოთლის ზედაპირზე წარმოიქმნება ცალკეული ლაქები, შემდგომ ლაქები იზრდება და მთელ მცენარეზე ვრცელდება. დაავადების გამომწვევი სოკოს სპორები თეთრი ნაფიფქის წარმოქმნას იწვევს. ნაცარი ფოთლებზე ჯერ მცირედ, ხოლო შემდეგ ძალიან სწრაფად ვრცელდება და თანდათან მცენარის ხმობას და ფოთლების დაკარგვას იწვევს. ფოთლების დაკარგვა აჩერებს ნაყოფის მომწიფებას და ჩამოყალიბების პროცესს, რასაც შედეგად ნაყოფის შეფერილობის შეცვლა და გემოს ვარგისიანობის დაკარგვა მოსდევს.
ნაცრის გავრცელების ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ჰაერის ტენიანობის მომატება, ხშირი წვიმები. კიტრის სავეგეტაციოდ საუკეთესო ტემპერატურაა +18-230C
ბრძოლის ღონისძიებები
აუცილებელია ნიადაგის საშემოდგომო დამუშავება, თესლბრუნვის დაცვა, თესლის დამუშავება (თესლი მოვათავსოთ ცხელ წყალში +48-500C 15-20 წუთით, შემდეგ კი _ ცივში 2-3 წუთით. ამის შემდეგ აუცილებელია მისი გაშრობა). მცენარის დაზიანებული ნარჩენების დროული მოსპობა, ზომიერი რწყვა, ნაცრის გამოჩენისთანავე ფუნგიციდების რეგულარული შესხურება, .
კიტრის კუთხოვანი სილაქავე
სიმპტომები და განვითარება
კუთხოვანი სილაქავე იწვევს მცენარის ყველა ორგანოს: თესლი, ფოთოლი, ყვავილები და ნაყოფი. თესლზე ჩნდება ღია ყავისფერი ლაქა, რომელიც შემდეგ მთელ ზედაპირზე ვრცელდება. ფოთლის ქვედა მხარეს ვეგეტაციის პერიოდში ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომელიც მაღალი ტენიანობის დროს ზეთოვანი ხდება და მისგან გამოიყოფა ყვითელი წებოვანი სითხე, ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის გროვა.
სილაქვის გავრცელება-განვითარება ხელს უწყობს +19-240C ტემპერატურა და წვეთოვანი ტენის არსებობა: მასობრივ გავრცელებას კი წვიმიანი და ქარიანი ამინდი. დაავადებულ ნაყოფზე პატარა ზედაპირული წყლულები ვითარდება. მაღალი ტენიანობის დროს მათგან გამოიყოფა სითხე, ნაყოფი დეფორმირდება.
სილაქავე იწვევს კიტრის მოსავლიანობის შემცირებას და მცენარის განადგურებას.
ბრძოლის ღონისძიებები
ნიადაგია გაწმენდა ნარჩენებისგან, თესლბრუნვა, ნიადაგის ღრმა მოხვნა მოსავლის აღების შემდეგ, თესლის დამუშავება დათესვის წინ. 0.5%-იანი ბორდოს ხსნარით დამუშავება დაავადების გამოჩენისთანავე.