დარგებიმეფუტკრეობა

აპიტოკსინი – ანუ ფუტკრის შხამი

შხამი ფუტკრის ერთგვარი ჭურვია, რასაც იგი ერთადერთი იარაღიდან _ ნესტრიდან მსხვერპლის ნაჭრილობევში ისვრის. ვისაც „უგემნია“, იცის მისი სიმწარის გემო.

ფუტკრის შხამი _  ბლანტი სითხეა, რაც მუშა ფუტკრების სანესტრი ჯირკვლების აპარატში გამოიყოფა.

ფუტკრის შხამი შეიცავს გისტამინს, ფერმენტებს, თავისუფალ ამინომჟავებს, ხოლინს, ეთერზეთებს, ჭიანჭველა და სხვა ორგანულ მჟავებს, მიკროელემენტებს.

დანესტვრის დროს ფუტკარი 0,002 მგ. შხამს (ადამიანისთვის მომაკვდინებელი დოზა საშუალო-სტატისტიკური მაჩვენებლებით 0,2 გ. (დაახლოებით 500-1000 დანესტვრა), ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ლეტალური შედეგი ერთი კბენის დროსაც არის დაფიქსირებული). ფუტკრის შხამს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, აუმჯობესებს მიმოქცევას, ამცირებს ჰემოგლობინს. რევმატიზმების, ნევრალგიის, მიოზიტების, რადიკულიტის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, ტრომბოფლებიტისა და სხვა.

ფუტკრის შხამი უკუჩვენებით ხასიათდება ინფექციური, გულის და სისხლ-ძარღვთა დაავადებების, ფსიქიკური დაავადების დროს, სისხლის დაავადების, ღვიძლის, თირკმლების, დიაბეტისა და ასევე ფუტკრის შხამისადმი გაზრდილი მგრძნობელობის დროს.

დანესტვრის დროს ნაკბენ ადგილზე წარმოიქმნება მწველი ტკივილი. სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად იტანენ ფუტკრის შხამს. ზოგიერთს ნაკბენი მხოლოდ უწითლდება, ზოგიერთებს კი მოწამვლის ნიშნები და სხვადასხვა გართულებები ეწყება.

ბევრ მეფუტკრეს დროთა განმავლობაში გამოუმუშავდება იმუნიტეტი და ფუტკრის კბენას ვეღარც კი გრძნობენ.