ბადრიჯნის ნაყოფის მშრალი სიდამპლე და ჭკნობა
ბადრიჯნის ნაყოფის მშრალი
სიმპტომები და განვითარება. დაავადება გვხვდება ფესვის ყელზე, ღეროებზე, ფოთოლსა და ნაყოფზე. დაზიანებული ფესვის ყელი ლპება და მცენარე იქცევა. ფოთლის დაავადების დროს ვითარდება ყავისფერი მრგვალი, დაკუთხული, წვრილი არშიით შემოვლებული ლაქები, რომლებიც ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ღეროს დაზიანებისას დაავადება შემორკალავს მას და ახმობს.
დაავადებული ნაყოფი იფარება ყავისფერი ლაქებით და იწვევს მის სიდამპლეს. დამპალი ნაყოფები მთლიანად იფარება წვრილი მეჭეჭებით. ამავე დროს იჭმუჭნება, შრება და მუმიფიცირდება. დაავადებულ ნაყოფში თესლიც დაავადებულია და აღმოცენების უნარი დაკარგული აქვს. დაავადება იზამთრებს ჩამოცვენილ დამპალ ნაყოფში და ზაფხულის მეორე ნახევრიდან კვლავ ახლდება.
ბრძოლის ღონისძიებები. ბორდოს 0,5 %-იანი ხსნარის შესხურება, როდესაც ნაყოფი ჯერ არ არის დაავადებული. უკვე დაავადებული ნაყოფის წინააღმდეგ კი კარგ შედეგს იძლევა 1,5 %-იანი ბორდოს სითხე. შესხურება ტარდება ნაყოფის გამონასკვიდან ყოველ 10-15 დღის შემდეგ. თესლბრუნვის დაცვა; თესლის აღება საღი ნაყოფიდან, მცენარეული ნარჩენებისგან ნაკვეთის დროულად გაწმენდა და სხვა.
ბადრიჯნის ჭკნობა
სიმპტომები და განვითარება. ჭკნობა გამოწვეულია სოკოვანი ორგანიზმებით და იგი ძალიან საზიანოა როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. დაავადება იწყება ქვედა ფოთლების გაყავისფერებით. ლაქები ვ-ს მაგვარი ფორმისაა და ფოთლის კიდეებისკენ ფართოვდება. მსგავსი ნეკროზული ქსოვილი შემოფარგლულია ლაქის ირგვლივ. რადგან დაავადება წყლის გამტარ კონებს მიჰყვება, მისი სიმპტომები მცენარის ან ფოთლის ცალ მხარეს ვლინდება. ფოთლის ნეკროზის გავრცელების შედეგად, მცენარე ჭკნება და კვდება. დაავადების გამომწვევი დიდხანს ინახება ნიადაგში და იჭრება ფესვებიდან. დაავადება კარგად ვითარდება ცივ ამინდში, ნეიტრალურ ნიადაგში.
ბრძოლის ღონისძიებები: აუცილებელი პირობაა თესლბრუნვის დაცვა და წინამორბედი კულტურების შერჩევა; დაავადებული მცენარის ნაწილების დროულად მოცილება და გატანა ნაკვეთიდან, მრავალჯერადი მარგვლა, რათა ნაკვეთი გათავისუფლდეს სარეველებისგან. ნიადაგია ქიმიური საშუალებები აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანია.