ბოსტნეულის მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
პამიდორის ჟანგა ტკიპა -Vasates licopersici Lamb
პამიდვრის ჟანგა ტკიპა აღმოსავლეთ საქართველოში ძაღლყურძენასებრთა ოჯახის დეკორატორიულ მცენარეებზე გვხვდება. პამიდვრის ტკიპა მცენარეს უზიანებს მიწისზედა ყველა ნაწილს, რომლებიც დაზიანების შედეგად ბრინჯაოსფერს ღებულობენ და თავიანთ ცხოველმყოფელობას თანდათანობით კარგავენ, ნაყოფების კანი კი უხეშდება, კორპისებრი ქსოვილით იფარება, ხევდება და ბოლოს ჟანგისფერს ღებულობს. ამასთან, ნაყოფი ვეღარ ვითარდება, ზრდის დასრულებას ვერ აღწევს და საჭმელად გამოუსადეგარი ხდება. მინდვრის პირობებში ტკიპა იმაგოს ფაზაში, სხვადასხვა თავშესაფარში – ჩამოცვენილ ფოთლებქვეშ, ნარჩენებზე და სხვაგან იზამთრებს, ხოლო სათბურის პირობებში კი – განვითარებას და გამრავლებას ზამთარშიც განაგრძობს. ბრძოლის მეთოდები. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთი მცენარეთა ნარჩენებისაგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს და დაიწვას. პამიდვრის მცენარეზე უნდა შესხურდეს თამბაქოს მტვერი, საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
კომბოსტოს თეთრულა – Pieris brassicae L
საქართველოში კომბოსტოს თეთრულა ფართოდაა გავრ ცელებული და განსაკუთრებული მავნებობით გამოირჩევა.
პეპელა დიდი ზომისაა, გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 60 მმ-ს აღწევს. დედალი მამალზე დიდია. პეპელას ულვაშები გრძელი და ქინძისთავისებრი აქვს, ხოლო ფრთები-თეთრი. საქართველოში იგი თითქმის ყველგანაა გავრცე ლებული. მის მიერ მიყენებული ზიანი ძალიან დიდია. ძრდა სრული მატლები რბილობს და მესამე და მეორე რიგის ძარღვებს ანადგურებენ, რის გამოც კომბოსტო ვეღარ იზრდება. დაუზიანებელი რჩება მარტო ღერო და ისიც იღუპება. ბრძოლის ღონისძიებები. მარცვლეულის ხვატარის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ბოსტნებში ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი სარეველა მცენარეების მოსპობა. ბოსტნიდან შემოდგომით სარებისა და ფიჩხების გამოტანა, რათა თეთრულას მოესპოს მათზე დაჭუპრების საშუალება. კომბოსტოს თეთრულას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პეს ტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსა ხურის კონსულტაციის საფუძველზე.
ბაღჩის ბუგრი -Aphis gossypii Glov
ბაღჩის ბუგრი კულტურულ და ველურ გოგროვანთა მცენარეების – ნესვის, კიტრის, გოგრისა და სხვათა ფოთლების ქვედა მხარეს სახლდება და ქსოვილებიდან წუწნის მცენარის წვენს, რის გამოც ფოთლის ძარღვები ზიანდება და იკრუნჩხება. ბუგრები, გარდა ფოთლებისა, ყლორტებს (ლართხს) და ყვავილების ყუნწსაც აზიანებენ და ნაყოფი (ნასკვი) ვეღარ ვითარდება. პირველ ხანებში, როდესაც მცენარე ნაზია და დიდი რაოდენობის წვენს შეიცავს, ბუგრები ხარბად იკვებებიან და დიდი რაოდენობით გამოყოფენ ტკბილ თხიერ ექსკრემენტებს. ეს ექსკრემენტები caproidium-ის გვარის საპროფიტული სოკოებისათვის საუკეთესო სუბსტრატს წარმოადგენს. ასეთი მცენარეები, როგორც წესი, ჭიანჭველებს, ბუზებს, კრაზანებს და სხვა მწერებს ძალიან იზიდავენ.
ბრძოლის ღონისძიებები აგროტექნიკური ღონისძიებებიდან გამოიყენება სარეველა მცენარეებთან ბრძოლა, თესლბრუნვა, ზომიერი რწყვა, ნათესის დამატებითი გამოკვება და სხვ. ბაღჩის ბუგრის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
ხახვის ბუზი –Delia antigua Mg
ხახვის ბუზი მცირე ზომის მწერია. იგი საქართველოში ყველგან გვხვდება, მაგრამ ბუზის მასობრივი გამრავლება და მისგან მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალი უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოშია. ეს ბუზი ხახვის ერთ-ერთი ძირითადი მავნებელია, რომელიც აყენებს განსაკუთრებით დიდ ზიანს სათესლე ხახვს.
ხახვის ბუზი იკვებება დათესილი ხახვით, სათესლე ხახვით, ნიორით, პრასით, მრავალიარუსიანი ხახვით და სხვა მცენარეებით. ბუზი ნიადაგში (3-10 სმ სიღრმეზე) იზამთრებს. გაზაფხულზე ის საკმაოდ ადრე გამოფრინდება.
გამოფრენილი ბუზები, დამატებითი კვების მიღების შემდეგ, კვერცხის დებას ხახვის ფოჩზე, მათ იღლიაში, დარგული ხახვის თავის ქერცლის ქვეშ და ნიადაგის ნაპრალებში იწყებენ. გამოჩეკილი მატლები ხახვის თავში შეიჭრებიან და მათ დასერვას იწყებენ, რასაც მცენარეში ლპობის გამომწვევი მიკროორგანიზმების შეჭრა მოსდევს, ეს უკანასკნელი კი ბოლქვების ლპობას იწვევეს. ასეთ მცენარეებს ფოჩები უჭკნებათ, ისინი ყვითლდებიან და იღუპებიან.
ბრძოლის ღონისძიებები. ხახვის ბუზის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ნიადაგის მოხვნა მზრალად. გაზაფხულზე მზრალი უნდა გადაიხნას და მოირწყას. ხახვის თესვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ ვადებში. მატლებით დაზიანებული ბოლქვები უნდა შეგროვდეს და დაიწვას.
ხახვის ბუზის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულ ტაციის საფუძველზე.
ნივრის ოთხფეხა ტკიპა – Aceria tulipae Keif
ნივრის ოთხფეხა ტკიპას მიერ ნივრის დაზიანება უფრო მეტად საწყობის პირობებშია შესამჩნევი. დაზიანებული ნივრის ბოლქვები ზამთრის მეორე ნახევარში ხმება და გაზაფხულისათვის უვარგისი ხდება.
ტკიპა საწყობში ბოლქვებზე იზამთრებს. გაზაფხულზე ტკიპა ბოლქვების კბილებთან ერთად მინდორში ხვდება და თავის განვითარებას იქ განაგრძობენ, შემდეგ მცენარის ზრდასთან ერთად გადადის ფოჩებზე, რომლებიც ხშირად ყვითლდება და იღუპება კიდეც, შემდგომში მცენარე იღუპება.
მინდვრად (ბოსტანში) ნივრის მოსავლის აღებისა და სა წყობში შეტანისას ბოლქვებს თან მისდევს ტკიპებაც, რომლიც ამ დროს ბოლქვების კბილების ქერქლის ქვეშ არის ჩამალული. შემდეგ ტკიპები ჩანასახის ირგვლივ იყრიან თავს და კვერცხის დებას იწყებენ. დაზიანების შედეგად ქერქლის ქვეშ რბილობზე ჩნდება ჩაზნექილი ყვითელი ლაქები, კბილები ყვითლდება, ჭკნება და ბოლოს სრულიად იფიტება.
ბრძოლის ღონისძიებები. ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ აუცილებელია:
–დაუზიანებელი ბოლქვების შერჩევა და დარგვა;
-საწყობში ბოლქვების შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა, საწყობის დეზაკარიზაცია გოგირდის შეხრჩოლებით;
– დასარგავი მასალის ფუმიგაცია გოგირდის გზით (1 მ 2 ზე 50 გ გოგირდის დაწვით), რაც არ ამცირებს აღმოცენების უნარს;
– დარგვამდე ნაკვეთის გასუფთავება ანარჩენებისაგან.
ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პეს ტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსა ხურის კონსულტაციის საფუძველზე.
ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა -Bothynoderes puctiventris Germ
ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა მეტნაკლები რაოდენობით გვხვდება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, იქ, სადაც მოჰყავთ ჭარხლის კულტურა. ზრდასრული ხოჭოს სიგრძე 1,2-1,6 სმ-ია. მისი ხორთუმი ბლაგვია, ბოლოში ცოტა გაგანიერებული, სიგრძივი კილი მკაფიოდ ემჩნევა. ულვაშები მუხლისებურია, მიმაგრებული თავის ფუძესთან. მკერდის ფარს სწორად განლაგებული ტლანქი წერტილების სიგრძივი რიგები მისდევს. ხოჭოს სხეული შავი ფერისაა, მაგრამ ვინაიდან იგი დაფარულია უფერული ქერცლით, ერთი შეხედვით ნაცრისფერია. მატლი სიგრძით 20 მმ-მდეა, უფეხოა, თეთრი ფერის და რკალივითაა მოღუნული. თავი მურა ფერის აქვს. მატლის სხეული 12 რგოლისაგან შედგება.
ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა ზამთრობს ძირითა დად იმაგოს ფაზაში, მცირე ნაწილი – მატლისა და ჭუპრის ფაზაშიც, თუმცა მათი უმრავლესობა ყინვების შედეგად იღუ პება. ხოჭო ზამთრს ნიადაგში ატარებს, სხვადასხვა სიღრმეზე, რაც დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და რაიონის აგრო ეკოლოგიურ თავისებურებებზე. ხოჭოების ერთი ნაწილის გამოზამთრება ხდება გაზაფხულზე, როდესაც ნიადაგის ზედა ფენაში ტემპერატურა 9-100-ს მიაღწევს. მეორე ნაწილი განი ცდის ხანგრძლივ დიაპაუზას და დაახლოებით 1-2 წლის განმავლობაში რჩება ნიადაგში.
მეზამთრეობიდან გამოსული ხოჭოები კვერცხის ფორმი რებისათვის საჭიროებენ დამატებით კვებას და იკვებებიან რო გორც ჭარხლის ნათესებით სხვადასხვა სარეველა ბალახებით. მავნებელს ახასიათებს ერთი ან ორი გენერაცია წელიწადში.
ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა მნიშვნელოვან საფ რთხეს წარმოადგენს ჭარხლის კულტურისათვის: ხოჭოები აზიანებენ მის ფოთლებს, მატლები კი – ძირხვენებს. ხოჭოების მოქმედება განსაკუთრებით დამღუპველია მაშინ, როდესაც მცენარე ახლად აღმოცენებულია. ამ დროს ხოჭო ღრღნის აღმონაცენს ლებნის ქვევით და მცენარე იღუპება.
ბრძოლის ღონისძიებები. აგროტექნიკური ღონისძიებებიდან უდიდესი მნიშვნელობა აქვს სარეველებისგან ნაკვეთის გასუფთავებას. ამ ღონისძიებას უნდა მივმართოთ ჭარხლის ნათესის აღმოცენებამდე. მავნებლის რიცხოვნობასა და მავნეობას ამცირებს ნიადაგის დამუშავება, ვინაიდან მატლები და მოზამთრე იმაგო ნიადაგში ბინადრობენ. თუ ზაფხული გრილია და წვიმიანი, ცხვირგრძელას მატლებს და ჭუპრებს ანადგურებენ მუსკარდინით.
ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
ჭარხლის ბუზი –Pegomyia hyoscyami Ppanz
ჭარხლის ბუზი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქართლშია გავრცელებული. ზრდასრული მატლის სიგრძე 7-8 მმ-ს შეადგენს. მისი სხეული მკრთალი-ყვითელი ფერისაა. ფეხები არ აქვს. სხეულის წინა პოლუსი წაწვეტებულია, ბოლოში კი მკაფიოდ მოჩანს ორი კაუჭი. უკანა პოლუსი გაგანიერებულია და მთავრდება სამკუთხოვანი კბილებით. სხეულის სეგმენტებზე პატარ-პატარა ფართობები წვრილი ქაცვებით არის დაფარული, რომელთა დახმარებითაც მატლი მოძრაობს.
ზრდასრული მწერის სიგრძე 7-8 მმ-ია. დღევანდელთან შედარებით მამალი უფრო მცირე ზომისაა. მამლის მუცელი მოყვანილია, დედლისა კი- განიერი. შუა ზურგი და მუცელი მურა – ნაცარა ფერისაა, ზოგჯერ წითელი ფერი გადაჰკრავს. მუცელზე ზედა მხრიდან სიგრძივი ზოლი გასდევს. თავი თითქმის სამკუთხოვანია, საცეცები – სამნაწევრიანი.
მავნებლის პუპარიუმი სიგრძით 4,5-5 მმ-მდეა, ოვალური. განვითარების პირველ პერიოდში იგი ყვითელია, შემდეგ კი მურა და მურა – შავი.
ჭარხლის ბუზი ზამთრობს პუპარიუმის სახით ნიადაგის ზედა ფენებში და მცენარეული საფარის ქვეშ. ბუზების გამოფრენა იწყება გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ± 10-11-ს მიაღწევს. გამოფრენიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყება კვერცხდების პროცესი. კვერცხი იდება ჯგუფებად, მკვებავი მცენარეების ფოთლებზე. ემბრიონის განვითარებას გაზაფხულზე დაახლოებით 5 დღე სჭირდება, ზაფხულში – უფრო ნაკლები. მავნებლის კვერცხის რაოდენობა გაზაფხულზე 40-50 ცალით განისაზღვრება, ზაფხულის თაობებში კი ეს რიცხვი იზრდება. ახლად გამოჩეკილი მატლები იჭრებიან ნაღმის პარენქიმაში და იკვებებიან ნაღმის რბილობით. მამლის ფაზის ხანგრძლივობა სამი კვირით განისაზღვრება. მატლის ფაზაში მავნებელი ოთხჯერ იცვლის კანს. ზრდის დასრულების შემდეგ იგი ან ნაღმშივე ჭუპრდება, ანდა ჩადის ნიადაგში, გადადის პუპარიუმის ფაზაში და იზამთრებს. საქართველოს პირობებში ჭარხლის ბუზს 3-4 თაობა ახასიათებს.
მავნებლის მატლების მოქმედების შედეგად ფოთლის დიდი ნაწილი ნაღმებით იფარება. ნაღმის ფართობი დამოკიდებულია თითეულ ჯგუფში დადებული კვერცხების რაოდენობაზე. დაზიანებული ფოთოლი სრულყოფილად ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც უარყოფითად აისახება როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ისე მის ხარისხზე.
ბრძოლის ღონისძიებები. ჭარხლის ბუზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური აგროტექნიკური მეთოდებია: თესლბრუნვა, ნიადაგის გაფხვიერება და მორწყვა იმ პერიოდში, როდესაც მავნებელი პუპარიუმის ფაზაში იმყოფება, ბრძოლა იმ სარეველებთან, რომლებიც ხელს უწყობენ მავნებლის ახალი კერების გაჩენას. ჭარხლის ბუზის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსუ ლტაციის საფუძველზე.
მდელოს ფარვანა Zoxostege sticticalis
მდელოს ფარვანა გავრცელებულია საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. პეპლის სიგრძე გაშლილი ფრთებით 20-26 მმ-ს შეადგენს. მისი წინა ფრთები ყავისფერია ან მოყვითალო, გარე კიდეზე ყვითელი ზოლი და შავი ბეწვების არშია გასდევს. გარდა ამისა, მავნებელს ფრთებზე აქვს მოშავო-მურა ლაქები. რაც შეეხება უკანა ფრთებს, მათთვის დამახასიათებელია ბაცი, მორუხო ელფერი. გარე კიდეზე გააჩნია ორი პარალელური წითელი ზოლი. უკანა ფრთების ქვედა მხარე უფრო ინტენსიურადაა შეფერილი და ტალახისებრ-ყვითელია. შავი ზოლების გარდა, მავნებელს ამ ადგილას ლაქებიც გააჩნია.
მდელოს ფარვანა ზამთარს ატარებს ნიადაგში, უფროსი ხნოვანების მატლის სახით, წაგრძელებულ პარკში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში მავნებლის მატლები ხასიათდებიან დიდი ყინვაგამძლეობით (უვნებლად იტანენ ყინვას -300 –მდე), თუმცა მათ ეს თვისება ახასიათებთ მანამ, სანამ გაზაფხულზე მათ ორგანიზმში ჰისტოლიზის პროცესი დაიწყება. ამ პროცესის შემდეგ კი მატლები დიდ მგრძნობიარობას ავლენენ ყინვებისადმი და ადვილად იღუპებიან.
როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა +150-ს მიაღწევს, იწყება პეპლების გამოფრენა. პეპლები საჭიროებენ დამატებით კვებას, რისთვისაც იკვებებიან ყვავილოვანი მცენარეების ნექტრით. დამატებითი კვება მიმდინარეობს როგორც დღის, ის ღამის განმავლობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში პეპლები გაცილებით ნაკლებ აქტიურნი არიან, ვიდრე ღამით.
დადგენილია, რომ პეპლების მასობრივი ფრენისას დეკადური ტემპერატურა +170-ზე ნაკლები არ არის, ამასთანავე, ნალექების რაოდენობა მმ-ში უდრის პეპლების ფრენის პერიოდში საშუალო დეკადური ტემპერატურის გრადუსების ჯამს. გარდა კლიმატური პირობებისა, მავნებლის რიცხოვნობა დამოკიდებულია ისეთი ბიოზური ფაქტორის მოქმედებაზეც, როგორიცაა ყვავილოვანი მცენარეების არსებობა თუ არარსებობა, საიდანაც პეპელა დამატებითი კვების მიზნით, იღებს საკვებს (რაზეც დამოკიდებულია პეპლის კვერცხის რაოდენობა). მავნებლის კვერცხის რაოდენობა ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში 600 ცალს აღწევს.
კვერცხის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ჭუპრის მასასთან (თუ ჭუპრი იწონის 30 მგ-ზე ნაკლებს, ასეთი ჭუპრიდან გამოსული პეპელა ნებისმიერ შემთხვევაში უნაყოფოა). კვერცხი იდება შებინდებისას, როდესაც ტემპერატურა +180-ზე ნაკლები არ არის. თითოეულ ჯგუფში 2-დან 15-მდე კვერცხია თავმოყრილი. მავნებელი კვერცხს დებს სარეველების ან თხლად დათესილი კულტურული მცენარეების აღმონაცენებზე, გამხმარი მცენარეების ანარჩენებზე და მათ წვრილ ფესვებზე. ემბრიონის განვითარება დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება, მატლის განვითარება კი, მისი გავრცელების არეალის ჰიგროთერმული პირობების მიხედვით, 2-დან 4 კვირამდე. მდელოს ფარვანას საქართველოში ახასიათებს ოთხი თაობა.
მავნებლის მკვებავ მცენარეებს წარმოადგენენ შაქრისა და სუფრის ჭარხალი, სოია, მზესუმზირა, მდოგვი, ბამბა, ეთერზეთოვანი კულტურები და სხვა მრავალი. მავნებელი იშვიათად ხორბლოვანი კულტურებითაც იკვებება.
ბრძოლის ღონისძიებები: მდელოს ფარვანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ აგროტექნიკურ ღონისძიებად ითვლება გათოხნა ნათესში კვერცხის დადებისთანავე, რომლის დროსაც ხდება კვერცხის ჩანასახის დაღუპვა სუბსტრატის დაჭკნობა-გახმობის გამო, რადგან ასეთ პირობებში კვერცხი მოკლებულია საშუალებას აღიდგინოს აორთქლებული წყლის დეფიციტი. ასევე კარგ შედეგს იძლევა სათოხნი კულტურების გათოხნა მატლების დაჭუპრებისთანავე და ტრიქოგრამას გაშვება. მდელოს ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
ტკაცუნები (Elateridae)
ტკაცუნები ყველაზე მეტად გავრცელებულია ტყის ზონაში შავი (Agriotes obscurus L.) და ზოლიანი (A. lineatus L.), ხოლო ველის, ტყე-ველის ზონებში _ განიერი ტკაცუნა (Selatosomus latus Fbr.). ევროპულ ნაწილში (საქართველოში) გავრცელებულია აგრეთვე ველის (ქართული) ტკაცუნა (A. gurgistanus Fald).
ხოჭოების ტანი წაგრძელებულია, უკან წაწვეტებული, პატარა თავით, ამობურცული წინაზურგით, რომლის უკანა ფეხები წვეტიანია, მურა ფერისაა, 10-22 სმ სიგრძის. ზურგზე გადმობრუნებული ხოჭო ხტის, ცდილობს ისევ გადაბრუნდეს, ტკაცუნის მსგავს ხმას გამოსცემს, რის გამოც ტკაცუნა შეარქვეს.
ნამდვილი მავთულა ჭიების მატლების სხეული ცილი ნდრული ფორმისაა, დაფარულია მოყვითალო ან ღია ყავისფერი მკვრივი ქიტინოვანი საფარველით, მავთულს წააგავს და ამიტომ მათ უწოდეს ნამდვილი მავთულა ჭიები. მათთვის დამახასიათებელია ბრტყელი თავი კარგად განვითარებული ყბებით, აქვს სამი წყვილი ერთნაირი სიგრძის ფეხი. მატლების სიგრძე 10-15 მმ-ია, კვერცხი _ მონაცრისფრო-თეთრი, ოვალური.
ხოჭოები და მატლები იზამთრებენ ნიადაგში. ივლის-აგვისტოში მატლები იწყებენ დაჭუპრებას 8-15 სმ-ის სიღრმეზე. ხოჭოების ნიადაგის ზედაპირზე ამოსვლა იწყება მაისივნისში. განიერი, ველის და ციმბირის ტკაცუნები თავისუფლად ცხოვრობენ, კარგად დაფრინავენ. ზოლიანი და შავი კი – პირიქით, ფარულად არსებობენ. მდედრები კვერცხს დებენ ნიადაგში 3-10 სმ-ის სიღრმეზე. თითოეულის ნაყოფიერება 100-200 ცალამდეა, განიერი ტკაცუნასი კი – 200-500-მდე.
მატლები 3-4 წელიწადს ვითარდებიან. მათთვის დამახასიათებელია ვერტიკალური მიგრაცია, რომელიც განპირობებულია ტემპერატურით და ნიადაგის ტენიანობით.
ხოჭოები იკვებებიან მარცვლოვნების ფოთლებით, მტვერით. მატლები აზიანებენ მცენარის ნიადაგის ქვეშა ნაწილებს: ფესვთა სისტემას, მიწისქვეშა ღეროს და სხვ. დიდ ზიანს აყენებენ რაფსის ნათესებს.
რწყილები (Phyllotreta)
ბოსტნის შავი (Ph. atra F.), ტალღისებრი (Ph. undulata Kutsch), ლურჯი (Ph. nigripes F.) რწყილები გავრცელებულია ყველგან, ხოჭოები 2-4 მმ სიგრძის, შავი, ლურჯი ან მომწვანო ფერის არიან.
სქესობრივად მოუმწიფებელი ხოჭოები იზამთრებენ მცენარეთა ნარჩენებში ან ნიადაგის ზედა ფენაში, გზისპირებზე, ტყის ზოლებზე. გამოდიან აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, იკვებებიან სარეველებით, საგაზაფხულო რაფსის გამოჩენისთანავე გადაფრინდებიან მასზე, კვერცხებს დებენ ნიადაგში გროვებად _ 3-25 ცალს თითოში. კვერცხი 3-12, მატლი კი _ 15-30 დღეში ვითარდება (ამინდის პირობებიდან გამომდინარე). ახალი გენერაციის ხოჭოები ჩნდებიან ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ზამთრობას იწყებენ სიცივეების დადგომისთანავე. გააჩნიათ ერთი გენერაცია და დიდ ზიანს აყენებენ ბოსტნეულ კულტურებს.
ბრძოლის ღონისძიებები. სარეველების განადგურება (განსაკუთრებით კომბოსტოს სარეველების); საგაზაფხულო რაფსის თესვა ადრეულ ოპტიმალურ ვადებში და დასაშვებ სიღრმეზე, რაც აძლიერებს მავნებლებისადმი მცენარის გამძლეობას, თესლის დამუშავება სისტემური ინსექტიციდებით, ან ინსექტიციდებით ნათესის შესხურება.
კომბოსტოს ფოთოლჭამია (Phaedon cohleariae F.)
კომბოსტოს ფოთოლჭამია ფართოდ გავრცელებული მავნებელია. ხოჭოები კვერცხის ფორმისაა, ლურჯი ან წითელი ფერის. მამრის სიგრძე 3-3,5 მმ-ია, მდედრისა _ 4_4,5 მმ., მატლები 5,5 მმ სიგრძისაა, მუქი-ყვითელი, შავი თავით.
იზამთრებენ მცენარულ ნარჩენებში, გაზაფხულზე იკვებებიან კომბოსტოს ნათესში გავრცელებული სარეველებით, შემდეგ გადადიან კულტურულ მცენარეებზე, მათ შორის რაფსზეც. კვერცხს დებენ პატარა ორმოებში. ემბრიონალური განვითარება გრძელდება 12 დღეს. აქვთ ერთი გენერაცია.
კომბოსტოს გაზაფხულის ბუზი (Delia brassicae Bouche)
კომბოსტოს გაზაფხულის ბუზი გავრცელებულია თითქმის ყველგან. მამრი ფერფლისფერ-მონაცრისფრო, ზურგზე ფართო მუქი ზოლებით, სიგრძით 5-5,5 სმ-ია. მდედრი მსხვილია, ღია ფერფლისფერ-მონაცრისფრო, სიგრძე 6-6,5 სმ-ია. კვერცხი თეთრია, სიგარის მაგვარი, სიგრძით 1-1,1 მმ. მატლი უფრო ცილინდრული ფორმის, 8 მმ-დეა, სქელია, თეთრი ან ყვითელი.
ბუზები გამოფრინდებიან აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. ინტენსიური ფრენა იწყება თბილ, მზიან დღეებში 10-დან 15 სთ-მდე. გამოფრენიდან 2-3 დღეში იკვებებიან ყვავილების ნექტრით, ხოლო 8-15 დღის შემდეგ იწყებენ კვერცხის დებას. კვერცხს დებენ ერთ, ან რამდენიმე გროვად (2-3 ცალად თითოში) ნიადაგის ზედაპირზე, მცენარეებთან ახლოს. თითოეული მდედრის ნაყოფიერება 100-150 კვერცხია. კვერცხი საკმაოდ მგრძნობიარეა ტენის მიმართ, გვალვისას 70-90 % იღუპება.
10-15 დღის შემდეგ მავნებელი აღწევს მცენარის ფესვში და იწყებს კვებას. მათი განვითარება მიმდინარეობს 20-30 დღე. 10-20 დღის შემდეგ გამოფრენას იწყებენ მეორე გენერაციის ბუზები. ყველაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ პირველი გენერაციის მატლებს _ ისინი სპობენ ახალგაზრდა, დაზიანების მიმართ ნაკლებად გამძლე მცენარეებს. ამ დროს მცენარე ზრდაში ფერხდება, ფესვები ლპება და მცენარე იღუპება. კომბოსტოს გაზაფხულის ბუზს გააჩნია ორი თაობა (გენერაცია).
ბრძოლის ღონისძიებები. რაფსის ნათესების იზოლაცია არანაკლებ 1 კმ-ზე წინა წლის ნათესებისგან, მზრალად ხვნა, აზოტიანი სასუქებისა და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების გამოყენება. მოსავლის ნარჩენების შეგროვება და განადგურება.
მზაღო ლობჟანიძე, სმმ დოქტორი,
ზაირა ტყებუჩავა, სმმ დოქტორი