დარგებიმემარცვლეობამცენარეთა დაცვა

სიმინდის მავნებლები

 სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა- Pyrausta  nubilalis Hb

საქართველოში  სიმინდის ფარვანა  სიმინდის, ფეტვის, მზესუმზირას, კარტოფილის და სხვა მცენარეთა ნაყოფებს აზიანებს. ველური მცენარეებიდან ეტანებიან, ანწლს, ღიჭას, მამულას და სხვ.

სიმინდის ფარვანა, ზრდასრული მატლის სახით, მინდორში დარჩენილი სიმინდის ღეროებში, მსხვილღეროიანი სარეველა მცენარეების ღეროებში, ტაროების ნაქუჩებში, საქონლის გამოსაკვებად დამზადებულ დაზვინულ ჩალაში და სხვაგან იზამთრებს.

გამოზამთრებული მატლები მალე ჭუპრდებიან. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა 10-12 დღეა, შემდეგ პეპლების იწყება გამოფრენა. პეპელა კვერცხს სიმინდის, სარეველა ბალახების და სხვა მცენარეთა ფოთლების ქვედა მხარეს დებს.  ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა 12 დღეა. გამოჩეკილი მატლი ფოთლის ყუნწში შედის და იქ იკვებება, აქედან პირდაპირ ღეროში ან ქოჩოჩზე გადადის. მატლს შეუძლია ერთი მცენარიდან მეორეზე გადავიდეს და განაგრძოს კვება, ვინაიდან მატლი ძირითადად ღეროს კედლების ქსოვილებით იკვებება. ქარის  თუ სხვა რაიმე ფიზიკური ძალის მოქმე დებით, ან თავისი სიმძიმით, მცენარე ძალზე  გათხელებულ ადგილებში ხშირად იღუნება ან გადატყდება ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ  სიმინდის ფარვანას ინტენსიური გამრავლების დრო, სიმინდის ნათესი  საქონლით გათელილს მოგვაგონებს. მცენარეებს ემჩნევათ  ხვრელებიც, საიდანაც მატლების ნაღრღნი ფქვილი გარეთ იყრება. ასე დაზიანებული იღუპება ან ძალიან მცირე მოსავალს იძლევა. მატლები ტაროებსაც აზიანებენ, რომლებიც თავით ქვემოთ ჩამო ეკიდებიან ხოლმე. ტაროში მატლები  სასვლელებს ღრღნიან და მარცვლებს ჭამენ, ზოგჯერ ნაქუჩშიც  ძვრებიან, სადაც მთელ ზამთარსაც რჩებიან.

ბრძოლის ღონისძიებები. სიმინდისა ანუ ღეროს ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება, სარეველებთან სისტემატური და დროული ბრძოლა, რაც პეპლებს არ მისცემს დამატებითი საკვების მიღების საშუალებას. ღეროგადატეხილი სიმინდი უნდა მოიჭრას და ნაკვეთიდან გავიტანოთ ან საკვებად მივცეთ საქონელს. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთი მცენარეთა ნარჩენებისაგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს და დაიწვას. ყველა ზონისათვის  უნდა დაზუსტდეს სიმინდის თესვის ვადები. უნდა დაითესოს მავნებლებისმიმართ შედარებით გამძლე ჯიშები. სიმინდის ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულ ტაციის საფუძველზე.

 ბეღლის ცხვირგრძელა –Sitophilus (Calandra)    granarius

ბეღლის ცხვირგრძელა საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული ბეღლებსა და საწყობებში.

მავნებლის ხოჭოს სიგრძე,  ხორთუმიანად, დაახლოებით 3-5 მმ-ს შეადგენს. იგი მოშავო-ყავისფერია, წინა ზურგზე აქვს წერტილოვანი ღრუბლები, რომელთაც შუაზე ჰყოფენ გასწვრივი ვიწრო ხაზი. ფრთები სიფრიფანა და განუვითარებელია, რის გამოც მავნებელს ფრენა არ შეუძლია. ზედა ფრთებზე ღრმა  გაწვრივი ღარები ახასიათებს.

მატლი სიგრძით 3 მმ-დეა. მისი სხეული რკალივითაა მოღუნული, მონაცრისფროთეთრი ფერისაა, თავი ყავისფერია. არ აქვს ფეხები.

მავნებელი ზამთარს ატარებს თავისი განვითარების ყველა ფაზაში. მისი კვერცხის რაოდენობა  40-300-მდე შეადგენს. კვერცხი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებში, დედალი ხოჭოს მიერ ამოღრღნილ ხვრელებში იდება. ემბრიონალური განვითარების ხანგრძლივობა 10-12 დღეა. ერთი გენერაციის განვითარებას ცხვირგრძელა 28-30 დღეს ანდომებს. გარემო ფაქტორებისადმი მისი დამოკიდებულება ასეთია: დიაპაუზაში გადადის 30 C–ზე, 12% ტენიანობის შემთხვევაში ბრკოლდება გამრავლება, იღუპება – 150-ზე.

მავნებელს ახასიათებს დაახლოებით 5 გენერაცია  ერთ წელიწადში.

ცხვირგრძელას მატლები იკვებებიან მაკარონით, ფქვილით, სიმინდის, ქერის, ჭვავის, ფეტვის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვ. მარცვლებით. მათი განვითარება და კვება  მიმდინარეობს მარ ცვალში, რის შედეგადაც მარცვლისგან მხოლოდ კანი რჩება. გარდა ამისა, მავნებლის მიერ დაზიანებულ  მარცვლებზე ადვილად სახლდებიან სხვადასხვა ტკიპები, რაც იწვევს მარ ცვლის ჩახურებას და მასში გუდაფშუტის სპორების გავრ ცელებას.

ბრძოლის ღონისძიებები. შენახვის წინ მარცვალი უნდა გამოშრეს მზეზე ისე, რომ მისი ტენიანობა არ აღემატებოდეს 12-14%-ს. მარცვლის 50-550-მდე გათბობით ბეღლის ცხვი რგრძელა 15-20 წუთში იღუპება, ხოლო 150 –ზე გაცივებულ მარცვალში – 12 საათში. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად ითვლება  თესლის  შენახვამდე მათი დამუშავება ქიმიური მეთოდების გამოყენებაით რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსა ხურის კონსულტაციის საფუძველზე.

მარცვლეულის, ანუ სიმინდის ჩრჩილი – Sitotroga cerealella Oliv

მარცვლეულის, ანუ სიმინდის ჩრჩილი ფართოდაა გავრცე ლებული საქართველოში.

მავნებლის პეპელას სიგრძე გაშლილი ფრთებით 11-16 მმ-ს შეადგენს. იგი ჟანგისფერი ყვითელია, ფრთები და თავი დაფარულია თეთრი ქერცლით. წინა ფრთების წამახვილებულ ბოლოში ორი ლაქა ახასიათებს. უკანა, წვეროსკენ ამონაკვთულ ფრთებზე კი აქვს  ნაცრისფერი  ფოჩები.

მარცვლეულის ანუ სიმინდის ჩრჩილი ზამთარს ძირითადად პეპლის ფაზაში ატარებს საწყობებში, ბეღლებსა და სასიმინდეებში. პეპლის კვერცხის პროდუქცია 50-150 ცალს შეადგენს. კვერცხი იდება სიმინდის  ტაროებზე, ხორბლის, შვრიის, ჭვავისა და წიწიბურას თავთავებზე. ემბრიონალური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰიდროთერმულ პირობებზე და 4-დან 28 დღემდე გრძელდება. ახლადგამოჩეკილი მატლი იჭრება მარცვალში, მიყვება მას საწყობში და იქვე ამთავრებს განვითარებას, რის შემდეგაც ხდება დაჭუპრება. მანამდე მატლი ღრღნის პეპლის გამოსაფრენ ხვრელს და აბლაბუდის ძაფისაგან იკეთებს დასაჭუპრებელ აკვანს ხვრელის კედლებში. გარემო ფაქტორებისადმი იგი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევა: 100-120- ზე მატლი გადადის  დიაპაუზაში, 1011% ტენიანობის შემთხვევაში კი მისი დიდი ნაწილი იღუპება.

მავნებელს წელიწადში დაახლოებით 4-6 გენერაცია ახასიათებს. ჩრჩილის მატლები იკვებებიან ზემოთ აღნიშნულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებით, რის შედეგადაც პროდუქცია კარგავს საწარმოო და კვებით ღირებულებას.  ბრძოლის ღონისძიებები. ბეღელში შენახვამდე მარცვალში უნდა დარეგულირდეს ტენიანობა (< 14%) ან გაიწმინდოს მექანიკურ სანიავებელ მანქანებში. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად ითვლება ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსა ხურის კონსულტაციის საფუძველზე.

მზაღო ლობჟანიძე ზაირა ტყებუჩავა