დარგებივეტერინარია

როგორ დავგეგმოთ პრფილაქტიკურ-გეგმიური ვეტერინარული ღონისძიებები საოჯახო მეურნეობებში

საქართველოში შინაური პირუტყვისა და ფრინველის მოვლის კულტურა დაბალ დონეზეა, რასაც ქვეყანაში გავრცელებული მძიმე თუ ნაკლებად საშიში დაავადებების გავრცელებაც მოწმობს.

დაავადება ცხოველისა და ფრინველისთვის ხშირად შეიძლება  მომაკვდინებელი არ არის, არც ადამიანს უქმნიდეს საფრთხეს, მაგრამ მკვეთრად ამცირებს პროდუქტიულობას.  არადა თავად იმ პირუტყვისგან მიღებული შემოსავლის სულ მცირე ნაწილია საჭირო, რომ პირუტყვი ან ფრინველი ჯანმრთელი იყოს.

გთავაზობთ პროფესიონალი ვეტერინარების შედგენილ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ნუსხას, რაც მთელი წლის განმავლობაში თქვენ ფრინველს, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ცხოველებს დაიცავს დაავადებებისგან (მათ ავადმყოფობას ხშირად ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ან არ ვიმჩნევთ), რაც იმის გარანტია, რომ მეტი ჯანსაღი რძე, კვერცხი და ხორცი გვქონდეს. (ორჯერ დააწკაპუნეთ ცხრილზე გასადიდებლად)