„ჯვა­რი“ – ვა­ზის მი­ვიწყე­ბუ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ჯი­ში

მრა­ვალ­ჯერ ნათ­ქ­ვამს კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ და ვიტყ­ვი, რომ ადგი­ლობ­რი­ვი ვა­ზის ჯი­შე­ბის სიმ­რავ­ლი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თ­ვე­ლო უთუ­ოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნაა. თუმ­ცა, რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ჩვე­ნი ქვეყ­ნის კუთხე­ებ­ში ძი­რი­თა­დად 2-3 ვა­ზის ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­ში გვხვდე­ბა და ამ გა­რე­მო­ე­ბას, რო­გორც ით­ქ­ვა, აქვს კი­დე­ვაც თავი­სი მი­ზე­ზი. ერ­თ­სა და ორ დღე­ში თუ წელ­ში ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბი არც შექ­მ­ნი­ლა და არც გამ­ქ­რა­ლა. ეს პრო­ცე­სე­ბი და მე­ტად­რე ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და…

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ზის ჯი­შე­ბის გაქ­რო­ბი­სა თუ შემ­ცი­რე­ბის სა­კითხს, ამის მი­ზე­ზად ორი უმ­თა­ვ­რე­სი სა­გა­ნი გვევ­ლი­ნე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოჭ­რი­ლი შო­რე­უ­ლი თუ მე­ზო­ბე­ლი მტე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ებ­რ­ძო­და ქარ­თულ გენ­სა და ქარ­თულ ვაზს. ამის გა­მო­ი­სო­ბით ხში­რად ამა თუ იმ სო­ფელ­ში ვე­ნა­ხე­ბი პირ­წ­მინ­დად იჩე­ხე­ბო­და. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ზო­გი­ერ­თი ვა­ზის ჯი­ში მხო­ლოდ ერთ კონ­კ­რე­ტულ სო­ფელ­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, მა­შინ დი­დად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­ში სწო­რედ ამ­გ­ვა­რად იყოს გამ­ქ­რა­ლი. თუმ­ცა მე­ო­რე მი­ზე­ზი, თუ რის­თ­ვი­საც შემ­ცირ­და და თით­ქ­მის გაქ­რა ქარ­თულ ვა­ზის ჯიშ­თა მდი­და­რი სორ­ტი­მენ­ტი ისაა, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ახ­ლო წარ­სულ­ში პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­და რუ­სუ­ლი ყოვ­ლის­ჩამ­ნ­თ­ქ­მე­ლი ბაზ­რის წი­ნა­შე, რაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ დამ­ღუპ­ვე­ლად აისა­ხა ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც და ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შებ­ზეც. აქ­ვე ერ­თი სი­მარ­თ­ლეც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ამ ყო­ვე­ლი­ვეს ჩვე­ნი ნე­ბა`დას­ტუ­რიც ახ­ლ­და და შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მის გა­დამ­თი­ე­ლე­ბი­სათ­ვის დაბ­რა­ლე­ბა არ უნ­და იყოს მთლად მარ­თე­ბუ­ლი. ცხა­დია, ამა თუ იმ მხა­რე­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ზის ჯი­ში ერ­თ­ნა­ი­რი დატ­ვირ­თ­ვი­სა ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არც ის უნ­და იყოს მარ­თე­ბუ­ლი, რომ მა­გა­ლი­თად ქარ­თ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი რე­გი­ო­ნი ჩი­ნე­ბუ­ლი­ს, თავ­კ­ვე­რი­სა და გო­რუ­ლი მწვა­ნის ანა­ბა­რაა დარ­ჩე­ნი­ლი. არა­და ქარ­თ­ლი ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მხრივ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო რე­გი­ო­ნია. დღესდღე­ო­ბით ორი კინ­კი­ლა ჯი­შის ანა­ბა­რა დარ­ჩე­ნი­ლი ეს რე­გი­ო­ნი 100-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ზის ჯი­ში­თაა გან­თ­ქ­მუ­ლი. თუ აქა­ურ ტო­პო­ნი­მი­კას მივ­მარ­თავთ, ბევ­რი სოფ­ლი­სა და ად­გი­ლის ჩა­მოთ­ვ­ლა შე­იძ­ლე­ბა, რო­მელ­თა სა­ხელ­დე­ბა სწო­რედ ვაზ­თან და ღვი­ნოს­თა­ნაა მი­მარ­თე­ბა­ში, რაც იმი­სი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი უნ­და იყოს, რომ ამ მხა­რე­ში ვა­ზის კულ­ტუ­რა ძლი­ე­რად იყო გამ­ჯ­და­რი. ალ­ბათ სა­მარ­ცხ­ვი­ნოც კია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ვა­ზი­სა და ღვი­ნის კულ­ტუ­რის ამ­გ­ვარ უნი­კა­ლურ მხა­რე­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ანუ მიკ­რო­ზო­ნაა — ატე­ნი. არა­და რე­გი­ონ­ში ნამ­დ­ვი­ლა­დაა იმი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ არ­სე­ბობ­დეს არა ერ­თი, არა­მედ ათე­უ­ლო­ბით მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მიკ­რო­ზო­ნა… მაგ­რამ ერ­თი რა­მაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და კერ­ძოდ ის, რომ ზო­გი­ერ­თი მიკ­რო­ზო­ნა ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით მარ­თა­ლია მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ყურ­ძ­ნის მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ეს გა­რე­მო­ე­ბა ვა­ზის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ველ ჯიშ­ზე ერ­თ­ნა­ი­რად არ ვრცელ­დე­ბა. თუ, მა­გა­ლი­თად ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი ძა­ლი­ან კარ­გია შავ­კა­პი­ტო­სათ­ვის, ეს იმას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ამა­ვე ად­გი­ლას აუცი­ლებ­ლად მაღ­ალ­ხა­რის­ხი­ა­ნი გო­რუ­ლი მწვა­ნე ან სხვა რო­მე­ლი­მე ჯი­ში მო­ი­წე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ყო­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­ში მა­თი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ღვი­ნის ქარ­თუ­ლად და­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას მო­ითხოვს.

ისე, რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ქარ­თ­ლიც მეტ­ნაკ­ლე­ბად მთა­გო­რი­ა­ნი რე­გი­ო­ნია, თუმ­ცა სი­მაღ­ლი­სა და სი­ცი­ვე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თ­ლ­ში ყურ­ძე­ნი თით­ქ­მის ყველ­გან მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად რე­გი­ო­ნის მა­ღალ ად­გი­ლებ­ში ისე­თი ვა­ზის ჯი­შე­ბი გვხვდე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ხსე­ნე­ბულ მკაცრ პი­რო­ბებს იყო შე­გუ­ე­ბუ­ლი.
ერთ-ერ­თი ასე­თი ვა­ზის ჯი­ში, რო­მე­ლიც კარ­გად ეგუ­ე­ბა სი­მაღ­ლე­საც და ზამ­თ­რის ყინ­ვებ­საც, ესაა ქარ­თ­ლის თეთ­რ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი მცი­რედ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ვა­ზის საღ­ვი­ნე ჯი­ში — „ჯვა­რი“, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ თით­ქ­მის გა­და­შე­ნე­ბუ­ლია, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით იმას, რომ ქარ­თ­ლ­ში­ვე ეს ჯი­ში სულ რამ­დე­ნი­მე მე­ურ­ნის კარ­მი­და­მო­ში გვხვდე­ბა ერ­თე­უ­ლი ნარ­გა­ო­ბის სა­ხით. ჯი­ში და­ცუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ­პე­ლოგ­რა­ფი­ულ ნაკ­ვე­თებ­ში. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მცი­რე­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი მო­გა­წო­დოთ ამ ჯი­შის შე­სა­ხებ (არ­სე­ბობს წი­თელ­ყურ­ძ­ნი­ა­ნი სა­ხე­ო­ბა­თა­შო­რი­სი ჰიბ­რი­დი, რო­მე­ლიც „ჯვა­რი­სას“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ძველ­ქარ­თულ ვა­ზის ჯიშ „ჯვარს“ ყოვ­ლად უვარ­გის ჰიბ­რიდ „ჯვა­რი­სას­თან“ არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო).
უპირ­ვე­ლე­სად უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ვა­ზის ჯიშ „ჯვარს“ ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რად მდედ­რო­ბი­თი ყვა­ვი­ლე­ბი აქვს. ესე იგი უბ­რა­ლო ენით რომ ვთქვათ მდედ­რო­ბი­თი ჯი­შია. ამ­გ­ვა­რი ჯი­შე­ბი ქარ­თულ ვა­ზის ჯიშ­თა სორ­ტი­მენ­ტ­ში არა­ერ­თია და მა­თი რიცხ­ვი 50-ს აღე­მა­ტე­ბა. ვა­ზის მდედ­რო­ბი­თი ჯი­შე­ბი სხვა რო­მე­ლი­მე და­მამტ­ვე­რი­ა­ნე­ბე­ლი ვა­ზის ჯი­შის გა­რე­შე ძალ­ზე მცი­რე მო­სავ­ლით ხა­სი­ათ­დე­ბა და შე­საძ­ლოა ყურ­ძ­ნის მო­სა­ვა­ლი არც კი მოგ­ვ­ცეს. ამი­ტომ ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბის დროს მდედ­რო­ბით ვა­ზის ჯი­შებს და­მამ­ტ­ვე­რი­ა­ნე­ბელ ვა­ზებს შო­რის რგა­ვენ. დამ­ტ­ვე­რი­ა­ნე­ბა, ცხა­დია, ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბის დროს ხდე­ბა და აქ ერ­თი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და კერ­ძოდ ის, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ირ­კ­ვეს გა­სა­შე­ნე­ბე­ლი ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბის ზუს­ტი დრო და ვე­ნა­ხიც ამის მი­ხედ­ვით უნ­და გა­შენ­დეს, რა­თა ვა­ზის ჯი­შე­ბის ყვა­ვი­ლო­ბა ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვეს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს საქ­მე არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და მდედ­რო­ბი­თი ვა­ზიც მო­სა­ვალს არ მოგ­ვ­ცემს. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით, მა­გა­ლი­თად, ქარ­თ­ლ­ში ჩი­ნე­ბუ­ლის (ჩი­ნუ­რი) ვე­ნა­ხებ­ში ში­გადაშიგ რგა­ვენ თავ­კ­ვერს, რო­მე­ლიც ასე­ვე მდედ­რო­ბი­თი ვა­ზია. ამ ორი უკა­ნას­კ­ნე­ლი ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი ერ­თ­მა­ნეთს იდე­ა­ლუ­რად ემ­თხ­ვე­ვა და შე­სა­ბა­მი­სად თავ­კ­ვე­რის მო­სა­ვა­ლიც გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად რე­გუ­ლა­რუ­ლია. ამ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბის დროს, თუ­კი საქ­მე გვაქვს მდედ­რო­ბით ჯი­შებ­თან, საქ­მის ძი­რე­უ­ლი შეს­წავ­ლაა სა­ჭი­რო!

რაც შე­ე­ხე­ბა „ჯვა­რის“ და­ნარ­ჩენ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, ასე­თია: მი­სი მტე­ვა­ნი სა­შუ­ა­ლო ან მომ­ც­როა, კო­ნუ­სუ­რი ფორ­მი­სა. მტე­ვა­ნი ხში­რად გვხვდე­ბა და­ტოტ­ვი­ლი და მეჩხე­რიც. მარ­ც­ვა­ლი მრგვა­ლი ან მომ­რ­გ­ვა­ლოა და არის ჩა­ლის­ფე­რი სა­სი­ა­მოვ­ნო შე­ფერ­ვი­სა. მარ­ც­ვა­ლი საკ­მა­ოდ წვნი­ა­ნია, მი­სი კა­ნი კი ზო­მი­ე­რი სის­ქი­სა. მარ­ც­ვალს გე­მო ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი აქვს, ამას­თან მწკლარტე. „ჯვა­რი“ აშ­კა­რად საღ­ვი­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბი­საა. მარ­თა­ლია მი­სი მარ­ც­ვა­ლი საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლია, მაგ­რამ ის სა­სუფ­რე ვა­ზის არ­ცერთ პა­რა­მეტრს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ჯი­ში ხა­სი­ათ­დე­ბა სა­შუ­ა­ლო ან სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბით. მი­სი სა­შუ­ა­ლო სა­ჰექ­ტა­რო მო­სა­ვა­ლი 5 ტო­ნამ­დე ადის. ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში ჯი­ში „ჯვა­რი“ აგ­რო­ვებს 18-20% შაქ­რი­ა­ნო­ბას. ვა­ზი სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნაც­რის მი­მართ საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რეა და ამ მხრივ ის სა­ჭი­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას. ამ ჯი­შის ვა­ზის ფოთ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე დი­დია და ხში­რად შე­საძ­ლოა იყოს ძლი­ერ და­ნაკ­ვ­თუ­ლი. ზრდას­რუ­ლი ფოთ­ლის ქვე­და მხა­რე ძლი­ერ სუს­ტა­დაა შე­ბუ­სუ­ლი ჯაგ­რისის­მაგ­ვა­რი ბუ­სუ­სით.

ჯვა­რის ღვი­ნო საკ­მა­ოდ სხე­უ­ლი­ა­ნია. ღვი­ნის შე­ფე­რი­ლო­ბა მო­ოქ­როს­ფ­რო ქარ­ვის­ფე­რია, ხა­ლი­სი­ა­ნი ღვი­ნოა ნა­ზად გა­მო­ხა­ტუ­ლი არო­მა­ტით. ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის დროს სა­სურ­ვე­ლია, თუ შე­ირ­ჩე­ვა ჭა­ჭა­ზე და­დუ­ღე­ბი­სა და გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით მას­ზე და­ვარ­გე­ბის მე­თო­დი. უდე­დოთ და­ყე­ნე­ბუ­ლი ჯვა­რის ღვი­ნო გა­მო­დის ნაკ­ლებ­ში­ნა­არ­სი­ა­ნი და და­ბა­ლი სტრუქ­ტუ­რი­სა. რთუ­ლი სათ­ქ­მე­ლი იქ­ნე­ბო­და ჯვა­რის ღვი­ნის კა­ხუ­რი მე­თო­დით და­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა, მაგ­რამ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მომ­ცე­მია, მა­გა­ლი­თად, ღვი­ნის და­დუ­ღე­ბა სრულ ჭა­ჭა­ზე და მი­სი იმა­ვე ჭა­ჭა­ზე და­ვარ­გე­ბა დუ­ღი­ლის ჩათ­ვ­ლით ერთ თვემ­დე. დას­კ­ვ­ნის სა­ხით ვიტყ­ვით, რომ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­ში — „ჯვა­რი“ იმ ჯიშ­თა­გა­ნია, რო­მელ­ზეც ნამ­დ­ვი­ლად ღირს ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, ქარ­თ­ლის რე­გი­ო­ნის მა­ღალ­მ­თი­ან ად­გი­ლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი საღ­ვი­ნე ვა­ზის ჯი­შის მო­ძი­ე­ბა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ერ­თ­გ­ვარ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ძვე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, ვა­ზის კულ­ტუ­რა გარ­და ბა­რი­სა მთის­პი­რა ად­გი­ლებ­შიც გვხვდე­ბო­და. სწო­რედ ამის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი უნ­და იყოს ის, რომ ქარ­თულ ვა­ზის ჯიშ­თა სორ­ტი­მენ­ტ­ში გვხვდე­ბა ისე­თი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც სი­მაღ­ლეს, ისე ზამ­თ­რის მკაცრ სი­ცი­ვე­ებ­საც ად­ვი­ლად ეგუ­ე­ბი­ან.
გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვი­ლი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“