დარგებიმეცხოველეობა

ადგილობრივი ფერმები ვერ ასწრებენ რძეზე და რძის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას

რძის წარმოება საქართველოში მცირდება, თუმცა ოჯახური მეურნეობების და არა ინდუსტრიული წარმოების ხარჯზე. რძის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება კი იმპორტის ხარჯზე ხდება.

 

 

 

 

 

წყარო: საქსტატი

ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში რძის წარმოება მცირდება, წელიწადში საშუალოდ 4.2%-ით. ამასთან, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, იმპორტის ხარჯზე ხდება ადგილობრივ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის მზარდი სხვაობის შევსება  – რძის პროდუქტების იმპორტი ნედლი რძის ექვივალენტში ბოლო 3 წლის განმავლობაში, წელიწადში საშუალოდ 32.1%-ით იზრდება.

ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული რძის რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 2016-ში შემცირებულია 9%-ით; სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში რძის წარმოება კი – თითქმის გასამმაგებულია. შესაბამისად, მეურნეობების წილი მთლიან ადგილობრივ რძის წარმოებაში 2016 წლისთვის 1.2%-მდეა გაზრდილი, მაშინ როცა ის 0.4% იყო 2014 წელს.

მთლიან წარმოებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ის ფაქტი, რომ მცირდება რძის წარმოებაში ჩართული ოჯახური მეურნეობების რაოდენობა, რასაც მათ დაბალპროდუქტიულ წარმოებასა და მცირე შემოსავლებს მივაწერთ; ხოლო რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის იზრდება როგორც პროდიქტულობა (თანამედროვე გამოცდილებისა და ცოდნის უტილიზაციის მეშვეობით), ასევე იმატებს ზოგადად საწარმოების რაოდენობაც, რადგან კომერციული წარმოება  მომგებიანია.

 

 

 

 

 

წყარო: საქსტატი

დაბალპროდუქტიული მწარმოებლების მიერ ბაზრის დატოვებასა და კომერციული სექტორის ზრდას მივყავართ ინტენსიფიკაციისკენ: ძროხების რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება საშუალო წველადობა (კომერციულ სექტორში მაღალი პროდუქტიულობის გამო). თუმცა, სასოფლო-სამეურნეო საწარმოების განვითარების ტემპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ შეინარჩუნოს პოზიციები ბაზარზე. თუ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლი 2014 წელს 90% იყო, 2016 წლისთვის 82%-მდეა შემცირებული.თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის საჭიროა მეტი ინვესტიცია კომერციულ სექტორში, რომელიც ადგილობრივი წარმოების ზრდისა და გრძელვადიან პერიოდში გადარჩენის მთავარი ფაქტორია.

წყარო: georgiandairy.org