მედია ფერმერებისთვის TV

აგრარული ცოდნის მიღების შესაძლებლობა საქართველოში

აგრარული განათლება თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში სულ უფრო დიდ დატვირთავს იძენს. სოფლის მეურნეობის პროდუქტების, სხვადასხვა კულტურების წარმოების სამანქანო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება კვალიფიციური, თანამდეროვე ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალი კადრების მნიშვნელობა.

რა მდგომარეობაა აგრარული მეცნიერების განვითარების მხრივ საქართველოში, რა სიახლეები გვაქვს, რა საშუალებებია ქვეყანაში რომ ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი აგრარული განათლება.

დღეს ამ საკითხებზე სასაუბროდ  ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავის ერთობლივ გადაცემაში მოგითხრობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიების და ბიოინჟინერინგის ფაკულტეტის დეკან გიგა ქვარცხავასთან ერთად.

გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.