Agro Batumi 2024 _ აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენა
ბათუმში სასტუმრო რედისონში აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-12 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
Agro Batumi 2024 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებას.
გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ.
გამოფენა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გახსნეს.