როგორ შევუმოწმოთ ჩიჩახვი წიწილებს, ნამდვილად ჭამენ საკვებს თუ შიმშილით ნელ-ნელა დაიხოცებიან?
ფრინველის მოშენებაში პირველი 24 საათი გადამწყვეტია. ერთ–ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტიანი მეთოდი იმის დასადგენად, სწორად ვითარდება თუ არა წიწილა, ჩიჩახვის შემოწმებაა.
ეს მეთოდი გვიჩვენებს, რაოგორ ახერხებენ პატარები გარემოსთან ადაპტირებას და იღებენ თუ არა საკმარისი რაოდენობის საკვებსა და წყალს.
როგორ შევაფასოთ ჩიჩახვის მდგომარეობა?
ჩიჩახვი ყელის არეში არსებული პატარა ტომარაა, სადაც საკვები და წყალი გროვდება. მისი დათვალიერებითა და ხელით შემოწმებით შეგვიძლია გავიგოთ, როგორ ვითარდებიან პატარა ქულა წიწილები:
- გამოჩეკიდან 6 საათის შემდეგ წიწილების 75%-ს მაინც ჩიჩახვი უნდა ჰქონდეს სავსე და რბილი.
- გამოჩეკიდან 24 საათის შემდეგ წიწილების 100%-ს ჩიჩახვი უნდა ჰქონდეს სავსე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანმა დაიწყო კვება და წყლის სმა.

რაზე მიგვანიშნებს ჩიჩახვის მდგომარეობა?
ფერმერმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ ნიშნებს:

ჩიჩახვის რეგულარული შემოწმება ფერმერს საშუალებას აძლევს, ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოს პრობლემები.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცარიელი ან პრობლემური ჩიჩახვის სინდრომი, ფერმერმა წიწილების შემოყვანამდე და შემოყვანისთანავე ყურადღება უნდა გაამახვილოს რამდენიმე კრიტიკულ ფაქტორზე.
- გარემო პირობების მომზადება
- ტემპერატურა: დარწმუნდით, რომ იატაკი და ჰაერი სათანადოდ არის გამთბარი. თუ წიწილას სცივა, ის არ მივა საკვებურთან და დაიწყებს ენერგიის დაზოგვას.
- განათება: პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიყენეთ მაქსიმალური განათება (20-40 ლუქსი), რათა წიწილებმა ადვილად იპოვონ საკვები და წყალი.
- საკვებთან და წყალთან წვდომა
- საკვებურები და სასმელები თანაბრად გადაანაწილეთ მთელ ფართობზე. წიწილას არ უნდა უწევდეს 1-1.5 მეტრზე მეტის გავლა საკვების მოსაძებნად.
- პირველ დღეებში ძირითადი საკვებურების გარდა დააფინეთ ქაღალდები ან გამოიყენეთ პლასტმასის ლანგრები, რათა წიწილამ ფეხქვეშ იპოვოს საკვები.
- გამოიყენეთ კარგი ხარისხის წვრილად დაღერღილი საკვები, რომლის ჩაყლაპვაც წიწილას არ გაუჭირდება.
- წყლის მართვა (კრიტიკული ნაწილი)
- ტემპერატურა: წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი. ოპტიმალურია 18-22°C. ზედმეტად ცივ წყალს წიწილა არ სვამს, რაც „მაგარ ჩიჩახვს“ იწვევს.
- სასმურების სიმაღლე: ნიპელები ან სასმურები ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ წიწილა თავისუფლად მისწვდეს წყალს.
- „გაღვიძების“ სტრატეგია
- საკვების განახლება: პერიოდულად აამოძრავეთ საკვებურები ან დაამატეთ მცირე ულუფა ახალი საკვები. ხმაური და მოძრაობა წიწილების ინტერესს აღვიძებს და კვებისკენ უბიძგებს.
- დაბინავების სიმჭიდროვე: არ გადატვირთოთ ფართობი, რათა ყველა წიწილას თავისუფლად შეეძლოს საკვებთან და წყალთან მისვლა.
ოქროს წესი: თუ ჩიჩახვების შემოწმების დროს აღმოაჩენთ, რომ 24 საათის შემდეგ წიწილების 5-10%-ს ჩიჩახვი ცარიელი აქვს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს მენეჯმენტში სერიოზული ხარვეზია (სავარაუდოდ, განათების, ტემპერატურის ან წყლის სიმცირის გამო) და დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ!
გახსოვდეთ: სწორად აღებული სტარტი ჯანსაღი ზრდისა და მაღალი პროდუქტიულობის გარანტიაა.
ნუ დაელოდებით გართულებებს – შეამოწმეთ თქვენი წიწილები პირველივე საათებში!
მოამზადა, ნატა მაჭარაშვილმა

