აგროსიახლეები

„აგროგრაფი“ _ კონკურსი პროფესიული განათლების  სტუდენტებისთვის

კონკურსი „აგროგრაფი“ წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.

27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროფესია გააცნონ ფართო აუდიტორიას ფოტო, ვიდეო  და  სტატიის სახით.

კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად: ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე.

დარგის პოპულარიზების მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში  და გამოქვეყნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზება ხდება.

კონკურსი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებას და წახალისებას სწავლის, მუშაობის პროცესში გადაიღონ უნიკალური ფოტოვიდეო კადრები. ასევე  დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ საინტერესო სტატია, სადაც აღწერენ, როგორია მათი პროფესიული ერთი დღე სოფლის მეურნეობაში

პროექტის ფარგლებში კონკურსი უკვე მეორედ იმართებაგასულ წელს ეს კონკურსი სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც ველოდებით დიდ გამოხმაურებას.

კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპადჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე. საუკეთესო ნამუშევრები პერიოდულად განთავსდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში,“ _ აღნიშნა განათლების ექსპერტმა,  ნიკოლოზ მესხიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გადააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე wblgeorgia@gmail.com.

პროექტი _ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებახორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.