აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

წლევანდელ რთველზე საქართველოში 280 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდია

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის ყურძნის წარმოების ისტორია ასე გამოიყურება: 2009 წელს გადამუშავდა 150 ათასი ტონა ყურძენი, 2010 წ. _120 000; 2011 წ. _159 000;  2012 წ.  144 000; 2017 წ. 180 000; 2018 წ. _ 260 000, 2020 წელს კი გადამუშავდა  280 000 ათასი ტონა, რაც ბოლო ათწლეულების რეკორდია, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქვეყანაში ამ მოცულობის ყურძენი არ დაკრეფილა და გადამუშავებულა. 

 წლეულს ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 310 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რთველი 2020-ის ფარგლებში  კი გადამუშავდა:

• 175 ათასი ტონა რქაწითელი;

• 80 ათასი ტონა საფერავი;

• 5 ათასი ტონა კახური მწვანე;

• 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული;

• დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, სახელმწიფომ კახეთში 2020 წლის რთველის სუბსიდირება განახორციელა.

• სუბსიდიის პირობების შესაბამისად, მევენახე ფერმერებმა 1 კგ. რქაწითელისა და 1 კგ. კახური მწვანში სულ მცირე 80 თეთრი მიიღეს.

• კახეთში, რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 17 ათას ტონას მიაღწია. ყურძნის მიღების პროცესში 220 საწარმო იყო ჩართული.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტი იყო გახსნილი, რამაც მოსახლეობას მოსავლის დროული და შეუფერხებელი დაბინავების პირობა შეუქმნა.