აგროსიახლეები

 აგროკომპანია „ბარაქამ” სიმინდის მწარმოებელი ფერმერებისთვის ღია კარის დღე მოაწყო

 

აგროკომპანია „ბარაქა” უკვე მე-5 წელია აგრობიზნესში მოღვაწეობს და ფერმერებს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო სერვისების სრულ სპექტრს, კერძოდ კი: უმაღლესი ხარისხის აგროპროდუქციას, საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობებს, გრძელვადიან კონსულტაციას, აგრონომების მომსახურებას, მუდმივ ზრუნვასა და უკუკავშირს მათი ბარაქიანი მოსავლის უზრუნველსაყოფად.

„ბარაქამ” სიმინდის მწარმოებელი ფერმერებისთვის ღია კარის დღე მოაწყო საგარეჯოში. კომპანიის აგრონომებმა სიმინდის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე განხილული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი, რომელიც შესაძლოა ფერმერებისთვის არ არის ცნობილი, თუმცა უდიდეს გავლენას ახდენს სიმინდის კულტურის სიჯანსაღესა და უხვ მოსავალზე. 

ბარაქა შიდა გვერდისთვისლლკჯალდჯფლასჯდფ

შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ და შეეფასებინათ ბარაქას მეგობარი ფერმერის მეურნეობა, რომლის შედეგითაც ფერმერი ძალიან კმაყოფილი და ამაყია. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს  ბარაქას აგრონომების მიერ შედგენილ დაცვისა და გამოკვების უნიკალურ სქემებზე. ფერმერს დათესილი ჰქონდა ფრანგულ-ამერიკული კომპანიის Limagrain -ის სათესლე მასალა, რომლის ჯიშიც უხვი მოსავლითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ღია კარის დღეს ესწრებოდა აღნიშნული კომპანიის, Limagrain-ის წარმომადგენელი, Nicolas Chaffurin. სოფლის მეურნეობა, რომელშიც ერთგვარი სიმინდის სახეობები არსებობდა, დღეს მრავალფეროვანი, უახლესი სიმინდის ჯიშებითაა წარმოდგენილი.  შეხვედრაზე ფერმერებმა შეიტყვეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც სწორედ ამგვარ სიახლეებსა და ინოვაციებზეა ორიენტირებული.

 

შეხვედრა საინტერესო იყო ყველა სტუმრისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ემსჯელათ და განეხილათ სიმინდის მეურნეობაში არსებული მთავარი პრობლემები და ტენდენციები. 

ბარაქა – მეცნიერება უხვი მოსავლისთვის | WWW.BARAKA.GE