აგროსიახლეები

„ახალი ღვინის ფესტივალი“ -2025

თბილისში, „მთაწმინდის პარკში“, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, „ახალი ღვინის“ ფესტივალი გაიმართა.
სახელწიფო პროგრამას  ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

495836699 984668587171791 5760487845039791660 n

„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და მარნების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 170-მდე როგორც მცირე, საშუალო და დიდი მწარმოებლის 2024 წლის მოსავლის ღვინოები. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად  იზრდება და მას, ტრადიციულად, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.