აგრარული განათლებადარგებიმებაღეობამედია ფერმერებისთვის TV

ამართულღეროიანი მაყვლის ჯიშების გასხვლა

მაყვლის უხვმოსავლიანი თანამედროვე სელექციური ჯიშების გასხვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც ფერმერმა აუცილებლად უნდა იცოდეს და ყურადღება მიაქციოს.
არჩევენ ამართულღეროიან და ლიანისებურ მაყვლის ჯიშებს. გასათვალისწინებელია, რომ მაყვლისთვის აუცილებელია 3-4 მავთულიანი საყრდენი სისტემის მოწყობა.

გასხვლა კი, ნარგავის წლოვანების მიხედვით, ამგვარად წარმოებს.

მაყვლსი გასხლვადფლაკსდფლასჯდფლას

I წელი – დარგვისას მაყვლის ნერგი გადაიჭრება 20-25 სმ-ის სიმაღლეზე. როდესაც მიმდინარე წლის ნაზარდი მიაღწევს 1.0-1.2 მეტრს, ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით ადრე ზაფხულში. ერთწლიანი ტოტი იწყებს მეორადი ტოტების განვითარებას და მომდევნო წლისთვის საყვავილე კვირტების ჩასახვას. თუ მიმდინარე წლის ნაზარდი სუსტია და არ იძლევა საშუალებას მივიღოთ მომავალი წლისთვის საკმარისი ტოტები, მაშინ მეორე წლისთვის დატოვებენ ერთ ყლორტს და გადაჭრიან 20-25 სმ-ზე, შემდეგ გამეორდება ფორმირების ამ მუხლში აღწერილი ღონისძიებები.

II წელი – ადრე გაზაფხულზე გასული წლის ტოტებიდან შეირჩევა და დარჩება 3-5 ყველაზე ძლიერი ტოტი. ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად მას ამოკლებენ 20-25 სმ-ით. მოსავლის მიღება ამ წელს ხდება სწორედ ამ ტოტებზე. მიმდინარე წლის ნაზარდებიდან შეარჩევენ 3-5 ტოტს, რომლებსაც (1.0-1.2 მეტრის მიღწევისას) ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით. სხვა ამონაყრებს აცილებენ მცენარეს.

III წელი – მოსავლის მომცემი ყველა 2-წლიანი ტოტი ამოიჭრება მიწასთან, წინა წლის დარჩენილ 3-5 ტოტს ამოკლებენ 20-25 სმ-ით. თუ ეს ტოტები ღონიერია, მათი დამოკლება ხდება მხოლოდ 10-15 სმ-ით. მიმდინარე წლის ნაზარდს, ისევე როგორც წინა წელს, როდესაც მიაღწევს 1.0-1.2 მეტრს, ამოკლებენ მწვანე სხვლის გამოყენებით. სხვა ამონაყრებს აცილებენ მცენარეს.

IV და შემდეგი წლები – იმეორებს წინა ორ წელს გამოყენებული გასხვლის ციკლს.

კუკური ძერია სოფლის  მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

ზვიად ბობოქაშვილი, სოფლის  მეურნეობის დოქოტორი