ამის ცოდნა საჭიროა_ ციმბირული წყლული

ადვილად ავადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვრები, თხები, ცხენები, ირმები, აქლემები, კამეჩები; შედარებით ნაკლებად _ ღორები და ნუტრიები; ხოლო ძაღლები, კატები და გარკვეული მტაცებლები ძალზე მცირედ ექვემდებარება ამ დაავადებას.

ავადმყოფი ცხოველები ციმბირული წყლულის ვირუსს გამოყოფს ნერწყვთან, შარდსა და განავალთან ერთად. დაავადების წყარო ბაცილებით დაბინძურებული გარემოა. საინკუბაციო პერიოდი 1-3 დღე_ღამე გრძელდება. წყლულის ორი ძირითადი ფორმაა: სეპტიკური და კარბუნკულუზური. ლოკალიზების მიხედვით _კანის, ნაწლავების, ფილტვებისა და ტონზილარული (ანგინური).

ავადმყოფობის ელვისებური განვითარება _ ცხვრებსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს სიცხე უწევს. დაავადება რამდენიმე წუთიდან _ რამდენიმე საათამდე გრძელდება.

მწვავე განვითარება _ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხენებს სიცხე ცელსიუსით 42 გრადუსამდე უწევს. ჩალურჯებული აქვთ ლორწოვანი გარსი, დათრგუნულნი არიან, არ იღებენ საკვებს. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღენიშნება ტიმპანია, ცხენებს _ გვრემა, მაკეებს _ გაბერწება. დასნეულებული ცხოველი _  2-3 დღეში კვდება.

ქვემწვავე ფორმა _ 6-8 დღე გრძელდება.

შეიმჩნეავა აშკარად გამოხატული ქრონიკული _ დაუძლურება, ქვედა ყბის ქვეშ აღინიშნება ინფლიტრატები, ყბისქვეშა და საყლაპავი ლიმფური კვანძების დაზიანება. დაავადება გრძელდება 2-3 თვე.

ადამიანის ციმბირის წყლული (ავთვისებიანი ლურჯი  კარბუნკული): ადამიანი ავადმყოფი ცხოველების მოვლისას, მათი  უმი პროდუქტებისა და ნედლეულის დამუშავებისას ავადდება.

საინკუბაციო პერიოდი _ 2-3 დღე. განასხვავებენ კანისა და  ვისცერალურ (ნაწლავურ, ფილტვების, სეპტიკურ) ფორმებს.

კანის დაავადების ფორმის დროს აღინიშნება კარბუნკულები, ციება, ზოგადი ინტოქსიკაცია; ნაწლავურისას _ სისხლიანი პირღებინება, ფაღარათი, ტკივილები მუცლის არეში; ფილტვებისას _ ციება, სასუნთქი გზების დაზიანება, გულის სისუსტე; სეპტიკურისას _ მძიმე მდგომარეობა ჰემორაგიული მოვლენებით.

ავადმყოფობა ხშირად ლეტალურად მთავრდება.

დიაგნოზს კომპლექსურად უსვამენ: კლინიკური სურათი, ალერგიული სინჯი, ბაქტერეოსკოპია, იმუნოფლუორესცენციისა და დერმოპრეციპიტაციის რეაქცია ასკოლის მიხედვით.

თუ ლეშის გაკვეთისა ან საქონლის დაკვლის დროს წარმოიქმნა ეჭვი, რომ პირუტყვი ციმბირული წყლულით არის დაავადებული, ყოველგვარი ქმედება უნდა შეწყდეს. ვეტერინალურ ბაქტეროლოგიურ ლაბორატორიაში პირუტყვის ჰერმეტულად შეფუთული ელენთა, სისხლის ნაცხი და ის ყური იგზავნება, რომელზეც ის იწვა, თან მას ორმაგად უნდა შეიფუთოს.

სამკურნალოდ ჰიპერიმუნურ წყლულსაწინააღმდეგო შრატს იყენებენ. ასევე _ ანტიბიოტიკებს, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო თერაპიას. ავადმყოფ და საეჭვო ცხოველებს გამოაცალკევებენ და მკურნალობენ. დანარჩენ პირუტყვს ვაქცინაციას უტარებენ. ლეშებს წვავენ. 15 დღე-ღამით წესდება კარანტინი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.