ანდრიი იარმაკი _ FAO-ს ეკონომისტის მოსაზრება საქართველოს მერძევეობის დარგზე
ჩვენმა მუშაობამ (FAO და EBRD, ასევე უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია (АВМ)) მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია გეგმავს დააფინანსოს რძის ინდუსტრიული წარმოების განვითარება საქართველოში. საუბარია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თანხებზე, დაახლოებით 40-50 მილიონ დოლარზე და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ფასები რძეზე იყო ძალიან კარგი – ნედლი რძის ნებისმიერი რაოდენობისთვის, ხარისხის მიუხედავად, გადამმუშავებელი მზად იყო მთელი წლის განმავლობაში ფიქსირებული ფასი _ 50-55 ამერიკული ცენტი გადაეხადა.
FAO-მ და EBRD-მა სამი წლის განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს, რომელიც იყო მაქსიმალურად პრაქტიკული და გამოიხატებოდა ადამიანების ინფორმირებაში მერძეულ ბიზნესში არსებულ შესაძლებლობებზე, რადგან ინტენსიური ტიპის ფერმა ამ ქვეყანაში 4-5 წელიწადში ახდენდა დანახარჯების ამოღებას.
ჩვენს პირველ მერძევეობის კონგრეს დაახლოებით 220 ადამიანი ესწრებოდა. ადამიანებს არ სჯეროდათ ჩვენი პრეზენტაციების, რადგან წელიწადში 8000 ლიტრი რძის წარმოება ერთ სულზე ფანტასტიკად მიაჩნდათ. თუმცა ამის შემდეგ 20-მა აქტიურმა ფერმერმა ვიზიტისას თავად ნახა თუ როგორ აღწევდნენ ასეთ შედეგს უკრაინაში და პროცესი დაიძრა. ჩატარდა ბევრი ტრენინგი, ექსპერტების ვიზიტი ფერმებში, ასევე შეიქმნა პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მერძეული ბიზნესისთვის საქართველოში!
დღეისათვის კი ჩვენ უკვე გვაქვს 10-ზე მეტი შედარებით თანამედროვე სარძეო ფერმა ზოგჯერ 10 ათას ლიტრზე მეტი რძით ერთ სულზე წელიწადში, ამასთან ჩვენი პარტნიორების უმრავლესობის ბიზნესები ბოლო სამი წლის განმავლობაში 4-5-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა. უკვე შექმნილია რძის მწარმოებლების ასოციაცია და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენ კი ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მერძევეობის სექტორში. ყველაზე ძვირფასი – ეს არის ინფორმაცია და ცოდნა. თუ ეს არსებობს, ფულის მოძიება შესაძლებელია – რომელიც წარმოადგენს შედეგს და არა მიზეზს. დღეს ჩვენ ისევ ვხედავთ ამ სიტყვების დამადასტურებელ ფაქტებს. მივესალმები ყველას ვინც დაკავშირებულია ამ პროექტთან!
და ჩვენი პორტალი – რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ნახვად აგრარულ გვერდს წარმოადგენს ქვეყანაში! მერძევეობის სექტორში კი ფაქტიურად ერთადერთია, სადაც რეგულარულად იდება ბაზრის ანალიტიკა.
წყარო: http://georgiandairy.org / infagro.com.ua