აგროსიახლეები

ანტიკრიზისული გეგმა – ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე _ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის პირობები და ინსტრუქციები

ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“ 
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას.
პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). 

0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად:

  • სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
  • მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები
  • სათესლე და სარგავი მასალები.

1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური (ხვნის) სამუშაოების მომსახურების შესაძენად.

პროექტის ფარგლებში, არაუმეტეს 10 ჰექტრისა ერთიანი მიწის ნაკვეთებისთვის სუბსიდია შეადგენს მაქსიმუმ 2000 ლარს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი.

პროგრამის ბიუჯეტი 37 000 000  ლარია და პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია

  • ფერმერებს, რომლებსაც მიწა რეგისტირებული აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ლიბერთი ბანკის პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხებათ ქულები, 1 ჰა- 200 ლარი, 0.25 ჰა- 50 ლარი, რომლითაც მივლენ სპეციალიზირებულ მაღაზიებში და შესძლებენ შეისყიდონ სასოფლო სამეურნეო საქონელი, 1 ქულა = 1 ლარს, ხვნის მომსახურების მიღებას შემთხვევაში ფერმერი მიმართავს შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიას, სადაც მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება დარიცხული ქულების მეშვეობით.
  • ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს მისთვის სასურველ ლიბერთი ბანკის ფილიალს და გააკეთოს განაცხადი ბარათის აღებასთან დაკავშირებით, რომელსაც ლიბერთი ბანკი უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს.
  • აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენება  შესაძლებელი იქნება 2020 წლის ბოლომდე.
  • ხვნის ოპერაციის განხორციელებას შესძლებენ მხოლოდ 1.25-დან 10-ჰამე მიწის ნაკვეთის მფლობელები, 0.25 და 1.25 მდე მიწის ფართობის მფლობელებს შეეძლებათ შეისყიდონ, სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები.
  • სათესლე და სარგავი მასალები. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიაში (ყოფილი შპს მექანიზატორი“) საქართველოს ყველა რეგიონში განთავსებულ 12 სერვის ცენტრში.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა

 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს. პროგრამით ისარგებლებს 200,000-მდე ფერმერი და ფერმერები დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავენ. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.

პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია

 ბენეფიციარებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონალურ სამსახურებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის ფასდაკლების ტალონები, რითიც შესძლებენ დიზელის შესყიდვას, შეღავათიან ფასად. ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა,  სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით  იაფად  შეისყიდოს საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან 16 თეთრის ფასდაკლებით, მისთვის საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, გამარჯვებული კომპანიის მიერ მითითებულ გასამართ სადგურებზე.

სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს

აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად.

42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს.

დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში – ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში – ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის – 40 ლარი).

10 ჰექტარზე მეტი სავარგულის შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს.

პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე,სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება.

განაცხადის გასაფორმებლად ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონალურ/ადგილობრივ სერვისცენტრებს.

შეღავათიანი აგროკრედიტი

პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი – მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.

სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში – წლიური 17%-ის მოცულობით. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო თანხა შეადგენს 4,500,000 ლარს. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა  5,000 პოტენციურ ბენეფიციარს აქვს.
ვრცლად იხილეთ ბმულზე ARDA.GOV.GE

  • „შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი

არსებული წლიური 8%-ის  ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც, ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12 %. ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი, ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%. ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

როგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25,000,000 ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა 4,000,000 ლარი (2 წლის განმავლობაში).ვრცლად იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE

  • პროექტს კომპონენტად ემატება, მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე. 

კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE

  • პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა  1 500 001 ლარიდან  5 000 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10 %-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში. არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება. პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20,000,000 ლარი. 500,000 ლარის ბიუჯეტის ოდენობით ანაზღაურდება მეორადი უზრუნველყოფის ფარგლებში.

ვრცლად იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE 

პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობის პირობები

 შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიუდიულ პირებს.

ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.

პროექტის ფარგლებში სესხი/ლიზინგი გაიცემა, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოების, ასევე მათი გადამუშავება/შენახვის დაფინასებისათვის. დაფინანსება გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.

სახელმწიფოს სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების ოდენობა და ხანგრძლივობა განხსვავდება პროექტის ქვეკომპონენტის, მიზნობრიობის და სესხის/ლიზინგის მოცულობის მიხედვით:

• საბრუნავი საშუალებები ერთწლივანი კულტურებისთვის – უზრუნველყოფილ სესხებზე სესხის პროცენტი დაფინანსდება სრულად, ხოლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე 17%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება  6 თვის განმავლიბაში;

• ძირითადი საშუალებებისთვის – 11%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება  48 თვის განმავლობაში;

• მექანიზაცის ქვეკომპონენტისთვის – 8%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის გამავლობაში;

• მრავალწლოვანი ბაღების ქვეკომპონენტისთვის – 11%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 66 თვის განმავლობაში;

• სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტისთვის – 10%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 24 თვის განმავლობაში;

• ლიზინგის შემთხვევაში – 12%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის განმავლობაში;

• ლიზინგი მექანიზაციისთვის – 9%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის განმავლობაში;

• ლიზინგი სასურსათო მრეწველობისთვის – 12%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 24 თვის განმავლობაში.

პროექტით სარგებლობის ინსტრუქცია

პროექტი მიმდინარეა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ასევე არ არის განსაზღვრული პროექტის დასრულების თარიღი.

შეღავათიანი აგროკრედიტის მიღების სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილით პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.

დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს პროექტში ჩართულ ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც განიხილავს განაცხადს. თუ პოტენციური მსესხებელი აკმაყოფილებს პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კონპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრეტიტს/აგროლიზინგს და აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს ბენეფიციართან, ისე რომ მსესხებელს სააგენტოში მოსვლა არ უწევს, რის შემდეგაც სააგენტო ახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას. ისე რომ მსესხებელს სააგენტოში მოსვლა არ უწევს.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამა მოიცავს:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, მათ შორის ხელის ტრაქტორების (მოტობლოკი) და იმპლემენტების) შეძენის თანადაფინანსებას.
  • ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის  საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას
  • ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა.  პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა.

პროგრამით სარგებლობის პირობები

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია

 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს,  შეავსოს განაცხადი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.arda.gov.ge.  განაცხადების მიღება შესაძლებელია მაისის თვის მეორე ნახევრიდან.

ტექნიკური დახმარების პროგრამა სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის

 პროგრამის მიზანია ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის ბიუჯეტი  1,500,000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და  ბრენდირების მიმართულებით.

  • ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება  არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.
  • სააგენტოს თანადაფინანსება სურსათის უვნებლობის სტანდარტების/სისტემების მიმართულებით განისაზღვრება  არაუმეტეს 50%-ით,  არაუმეტეს 15 000 ლარისა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში  თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 90%-ით,  არაუმეტეს 25 000 ლარისა.
    . ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის.

პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ აღჭურვილობა/დანადგარები, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.  პროგრამა სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს – საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

ვრცლად პროგრამის შესახებ: ARDA.GOV.GE/

პროგრამით სარგებლობის პირობები

 ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მიერ წარმოებულ რეესტრში;

პროგრამით სარგებლობის ისნტრუქცია

 პოტენციურმა ბენეფიციარმა www.arda.gov.ge-დან უნდა ჩამოტვირთოს ტექნიკური დახმარების განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი წარადგინოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმის წარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში.

 აგროდაზღვევა

აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად,    მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა,  სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ პოლისის ღირებულების 70%-ით, ხოლო  ვაზზე, 50%-ით განისაზღვრა.

სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

2020 წელს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი შეადგენს  9 მილიონ ლარს. მიმდინარე წელს იგეგმება, 15,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაცემა და 12,000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევა.

 პროგრამით სარგებლობის პირობები

აგროდაზღვევის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს როგორც ერთწლოვანი ისე მრავალწლოვანი კულტურა. ერთ ფერმერს შეუძლია დააზღვიოს ყველა კულტურაზე მაქსიმუმ 5 ჰექტარზე, ხოლო მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში მაქსიმუმ 30 ჰექტარზე მოყვანილი მოსავალი სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის).

2020 წლის აგროდაზღვევით სარგებლობა ფერმერებს შეეძლიათ 2020 წლის 15 აპრილიდან. ერთწლოვან კულტურებზე ფორმდება ერთწლიანი სადაზღვევო პოლისი. მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში ფერმერს შეუძლია გააფორმოს მრავალწლიანი (მაქსიმუმ 3 წლიანი) პოლისი, ხოლო შეძენის მომენტში ის იხდის მხოლოდ პირველი წლის პოლისის ღირებულების საკუთარ წილს. შემდეგი წლის პოლისი აქტიური იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მოსავლის აღების პერიოდის დადგომიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გადაიხდის მომდევნო წლის პოლისის გადასახადს.

 პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია

 აგროდაზღვევის პოლისის შეძენის სურვილით ფერმერს შეუძლია მიმართოს პროგრამაში ჩართულ 7 სადაზღვევო კომპანიას:

• ალდაგი

• ჯი პი აი ჰოლდინგი

• სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

• არდი

• ალფა

• თიბისი დაზღვევა

• ნიუ ვიჟენ დაზღვევ

ფერმერი აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს სადაზღვევო კომპანიასთან, იხდის სადაზღვევო პრემიის ღირებულების საკუთარ წილს და მოცდის პერიოდის (4 დღე) გასვლის შემდეგ, მისი პოლისი შედის ძალაში.

 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება იწყება.

პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების  განვითარების ხელშეწყობა – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

პროგრამა იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, ქვემო ქართლის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი,  რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 42 მილიონ ლარს, აქედან, 2020 წლისთვის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ARDA.GOV.GE/

პროგრამით სარგებლობის პირობები

 აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან იჯარით  აქვს მიწის ნაკვეთი (იჯარის პერიოდი, არანაკლებ, 5 წელი) შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი.  პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო 2020 წლის 15 აპრილიდან.

პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია

 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს,  უნდა შეავსოს განაცხადი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.arda.gov.ge

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროექტები

 მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 

 პროგრამა ითვალისწინებს კოოპერაციული სისტემის ფარგლებში მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოს ჩამოყალიბებას.

ყურძნის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის მთიან დასახლებებში არანაკლებ 50 და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არანაკლებ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის და ღვინის წარმოებისათვის შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას:

• მთიან დასახლებებში 95%-იანი თანადაფინანსება არა უმეტეს 500 ათასი ლარის ერთ კოოპერატივზე.

• საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 90%-იან თანადაფინანსებას არა უმეტეს 500 ათასი ლარის ერთ კოოპერატივზე.

პროგრამის პირობები:

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს, რომელთა:

• წევრთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 20 მეპაიე და კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი;

• მაღალმთიან დასახლებაში, კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 10 მეპაიეს და კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 10 ჰექტარი ვენახი;

• კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახი, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში, კოოპერატივის არანაკლებ 7 მეპაიეს;

• ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა;

• კოოპერატივს, საკუთრებაში გააჩნია ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი, რომელზეც დასაშვებია აშენდეს ღვინის საწარმოს შენობა-ნაგებობა;

ვრცლად იხილეთ ბმულზე  – ARDA.GOV.GE

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 

 პროგრამა ითვალისწინებს  კოოპერაციის ფარგლებში რძის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოს ჩამოყალიბებას და რძის ნაწარმის წარმოებას.

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რძის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს:

• მთიან დასახლებებში 95%-იანი თანადაფინანსებას, არა უმეტეს 150 ათასი ლარის ერთ კოოპერატივზე;

• საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 90%-იან თანადაფინანსებას არა უმეტეს 150 ათასი ლარის ერთ კოოპერატივზე.

პროგრამის პირობები:

 პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს, თუ:

• კოოპერატივებს და/ან მათ მეპაიეებს ჰყავთ არანაკლებ 150/1000/200 სული შესაბამისად ფურები, ცხვრები (ნერბი) ან თხები (ნეზვი)  რაოდენობები;

• მაღალმთიან დასახლებაში არანაკლებ 50 სული ფური;

• კოოპერატივს, საკუთრებაში გააჩნია რძის გადამამუშავებელი საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი, რომელზეც დასაშვებია აშენდეს შენობა-ნაგებობა;

ვრცლად იხილეთ ბმულზე  – ARDA.GOV.GE

 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამებში გათვალისწინებულია  დამატებით 10 %-თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:

ცხელი ხაზის -1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცული);

 ონლაინ კონსულტაციის  – livechat.apmaprojects.com მეშვეობით