აფთარი (Hyaena)

მტაცებელი ძუძუმწოვარა  ცხოველია. ბინადრობს აფრიკაში, მცირე და შუა აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

აფთარი გავრცელებულია თითქმის მთელ აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ცნობილია აფთრის ოთხი სახეობა. ხალებიანი აფთარი (Crocuta crocuta) – ყველაზე დიდია აფთართა შორის, გავრცელებულია აფრიკის დიდ ნაწილში, საჰარის სამხრეთით. სხეულის სიგრძე 128-166 სმ, სხეული მოხატულია აქვს შავი ხალებით. ზოლებიანი აფთარი (Hyena hyaena) – გვხვდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, მცირე და შუა აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში გავრცელებული იყო შირაქიისელდარისალაზნის, მარნეულისა და გარდაბნის ველებზე. წარსულში თბილისამდე აღწევდა თურმე, თუმცა ბოლო დროს ძალზე იშვიათი სანახავია და ჩვენთან წითელ წიგნშია შეტანილი. 

საქართველოში გავრცელებული აფთრის სხეულის სიგრძე ერთ მეტრამდეა, კუდის სიგრძე  _ 30 სმ-დე. რუხი ფერისაა, განივი მუქი ზოლებით.

აფთარს წინა კიდურები უკანა კიდურებზე გრძელი აქვს. მისი სხეული მკვრივი დაკუნთულია, ოდნავ წაგრძელებული მასიური თავით,  ფართო კისერი და გრძელი ყურები, მას განსაკუთრებული გარეგნულ იერს აძლევს. სხეული შემოსილია ჯაგრისებრი უხეში ბანლით.

აფთრის მაკეობა სამ თვემდე გრძელდება, შობს 2-5 ლეკვს.

აფთაები ძირითადად ოჯახებად ცხოვრობენ,  ოჯახს დედოფალი მართავს, რომელსაც ყველა ემორჩილება.

აფთარი ძირითადად მძორით იკვებება. იშვიათად ესხმის ცხოველებს თავს, უფრო იშვიათად ადამინს, უმეტესად ბავშვებს.

აფთარი ეკოსისტემის მცველი და სასარგებლო ცხოველია, ამიტომ მისი მონადირება, განსაკუთრებით ჩვენთან, როცა ეს ცხოველი ის წითელ წიგნშია შეტანილი, თითქმის გადაშენების პირასაა მისული, არ შეიძლება.