აგროსიახლეები

ტროპიკული სოიოს კვლევბის ინოვაციების ლაბორატორია USAID-ის პროგრამებთან ერთ დაიხურა

სოიას კვლევების ინოვაციების ლაბორატორია (SIL), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „სურსათი მომავლისათვის“ ნაწილია, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ ბძოლას ისახავდა მიზნად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საბოლოოდ დაიხურება.  
ილინოისის უნივერსიტეტის ლაბორატორიის დირექტორმა პიტერ გოლდსმიტმა და მთავარმა მკვლევარმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ლაბორატორია იხურება, რადგან USAID-ის დაფინანსება შეწყდა _ წერს პორტალ World-Grain.com.

ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის ვაშინგტონის სათაო ოფისი დახურა და ყველა  თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა, რადგან ჩათვალა, რომ მილიონობით საბიუჯეტო სახსრები უსარგებლოდ იხარჯება.

„დღეს მომიწია 30 კაციანი პერსონალის დათხოვნა”, _ თქვა გოლდსმიტმა, ილინოისის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა. „ეს ადამიანები არა მხოლოდ გამორჩეული ექსპერტები არიან ტროპიკული სოიოს დარგში, არამედ მეგობრებიც, რომლებიც ახლა მოულოდნელად უმუშევრად დარჩნენ“.

გოლდსმიტმა ასევე აღნიშნა, რომ ლაბორატორიის დახურვა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში მოახდენს გავლენას სოიას წარმოებაზე, რადგან ამერიკელი სოიას მწარმოებლები დაკარგავენ ღირებულ სამეცნიერო რესურსს განვითარებად ქვეყნებში ბაზრების გაფართოებისთვის. აქვე მან დასძინა, რომ 17 შტატში 19 ინოვაციური ლაბორატორია, რომლებსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, დაფინანსების შემცირების გამო დაიხურება.

ვებსაიტის მიხედვით, ლაბორატორიის მიზანს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ  კერძო სექტორისთვის ინფორმაციის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების მიწოდება, რომელიც საჭიროა აფრიკაში სოიოს წარმოების განვითარებისთვის. ლაბორატორიაში 24 ქვეყნიდან 100-ზე მეტი სოიოს ექსპერტია დასაქმებული.

„ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის გავლენა სუსტდება, რადგან ინოვაციების ლაბორატორიები ადგილზე მუშაობენ ასობით ადგილობრივ ბიზნესთან, ორგანიზაციასთან და მთავრობებთან, აყალიბებენ ძლიერ და ხანგრძლივ მეგობრობრულ ურთიერთობას. დღეს კი ჩვენ ყველანი ვკარგავთ ისეთ თანამედროვე ინოვაციურ ლაბორატორიებს, როგორიცაა SIL, ეს არის სასიკეთო ინვესტიცია როგორც ამერიკისთვის, ისე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ვმუშაობთ“, _ თქვა გოლდსმიტმა.

სხვა უნივერსიტეტები, რომლებიც მონაწილეობენ U of I ლაბორატორიაში, რომელიც გაიხსნა 2013 წელს, მოიცავს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მისურის უნივერსიტეტს.

გოლდსმიტმა მოითხოვა დაფინანსების შემცირების განზრახვის ფედერალური გადახედვა იმ იმედით, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.