აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ათი, თითქოს უმნიშვნელო აგროტექტიკური შეცდომა, რომელიც თქვენს ნიადაგს ჩუმად ანადგურებს

ნიადაგის დეგრადაცია, როგორც წესი, ერთ ღამეში არ ხდება. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირად დაშვებული მცირე შეცდომებით არის გამოწვეულია.

დროთა განმავლობაში ეს, თითქოსდა უმნიშვნელო ქმედებები ასუსტებს ნიადაგის სტრუქტურას, ბიოლოგიურ აქტივობასა და არღვევს საკვები ნივთიერებების ბალანსს.

10 კრიტიკული შეცდომა, რომელსაც უნდა მოერიდოთ:

  • ნიადაგის ჭარბი მორწყვა _ ზედმეტი წყალი ნიადაგის ფორებიდან გამოდევნის ჟანგბადს. შედეგად, ფესვები იხრჩობა, იცვლება მიკრობული ბალანსი და ნიადაგი იწყებს გამკვრივებას;
  • სველ ნიადაგზე გადაადგილება _ სველი ნიადაგი ადვილად იტკეპნება. ფეხით სიარულის ან ტექნიკით გადაადგილების დროს ნადგურეება ნიადგში არსებული ფორები, სადაც ჰაერი და წყალი ინახება, რომელიც  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურების სრულყოფილად განვითარებისთვის;
  • სასუქის არასწორ დროს გამოყენება _ ნაადრევად შეტანილი სასუქი შესაძლოა ჩაირეცხოს, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში მცენარე ვერ ითვისებს მას პიკური მოთხოვნის დროს, რაც ამცირებს მის ეფექტიანობას;
  • ნიადაგის დატოვება საფარის გარეშე _ დაუცველი ნიადაგი სწრაფად კარგავს ტენიანობას, ზედმეტად ცხელდება და ხელს უწყობს ეროზიის განვითარებას და დაუცველია მიკრობული სტრესის მიმართ;
  • ზედმეტი ხვნა და კულტივაცია _ ხშირი დამუშავება შლის ნიადაგის სტრუქტურას და აჩქარებს ორგანული ნივთიერებების კარგვას. ნიადაგი შეიძლება დროებით ფხვიერი გამოჩნდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის თანდათან სუსტდება;
  • ნიადაგის pH-ის იგნორირება _ არასწორი მჟავიანობა ბლოკავს საკვებ ნივთიერებებს. მაშინაც კი, თუ სასუქი შეტანილია, მცენარე ვერ ახერხებს მის ათვისებას;
  • ორგანული ნივთიერებების არასწორი გამოყენება _ დაუმუშავებელი ნაკელი ან ჭარბი ორგანული მასალა იწვევს მიკრობების ზედმეტ სტიმულირებას და საკვები ელემენტების დისბალანსს;
  • მონოკულტურა (ერთი და იმავე კულტურის თესვა) _ ერთი კულტურის მუდმივი მოყვანა ფიტავს კონკრეტულ საკვებ ნივთიერებებს და ასუსტებს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას ფესვთა ზონაში;
  • ზედაპირული ქერქის წარმოქმნა _ ნიადაგის ზედაპირზე მყარი ფენის წარმოქმნა ხელს უშლის წყლის ინფილტრაციას და ართულებს თესლის გაღივებას;
  • დასვენებისა და აღდგენის უგულებელყოფა _ ნიადაგის ფუნქციები ქვეითდება, როდესაც არ ხერხდებ მისი „დასვენება“ საფარი _ სასიდერაციო  კულტურების, მცენარეული ნარჩენების დატოვების ან ბიოლოგიური აღდგენის გზით.

სანამ პრობლემა თვალსაჩინო გახდება, ჯანსაღი ნიადაგი ჩუმად და თანდათანობით ნადგურდება. იმ დროისთვის, როდესაც მოსავლიანობა საგრძნობლად იკლებს, ნიადაგის სტრუქტურა და ბიოლოგია უკვე კრიტიკული სტრესის ზემოქმედებას განიცდის.

გახსოვდეთ: ძლიერ ნიადაგს ყოველდღიური დაცვა სჭირდება და არა მხოლოდ პერიოდულად ხელისშევლება.

მოამზადა, შოთა მაჭარაშვილმა