ავკასიონის ქედის გავლენა საქართველოს კლიმატზე

მოცემული ადგილის კლიმატი ეწოდება მისთვის დამახასიათებელი ამინდის მრავალწლიურ რეჟიმს, რომელიც განპირობებულია მზის რადიაციით, ქვეფენილი ზედაპირის ხასიათით და მასთან დაკავშირებული ჰაერის ზოგადი ცირკულაციით.

კლიმატი ბერძნული სიტყვაა და დახრილობას ნიშნავს.  კლიმატოლოგია კი მისი შემსწავლელი მეცნიერებაა. მისი ძირითადი ამოცანებია: კლიმატ წარმომშობი პროცესების დადგენა, მზისხივური ენერგიისა და სხივური ბალანსის კანონზომიერების დადგენა, კოსმოსური ფაქტორების უმთავრესად მზის აქტიურობის შესწავლა, კლიმატური, გეოგრაფიული გარემოს შესწავლა, კლიმატური ტიპების კლასიფიკაცია და მათი გეოგრაფიული გავრცელების შესწავლა.

საქართველოს ჰავის წარმომქნელი ძირითადი ფაქტორებია: მზიდან მიღებული სითბოს რაოდენობა იგივე მზის რადიაცია, ჰაერის მასების მოძრაობა, ე.წ. ატმოსფეროს ცირკულაცია და დედამიწის ზედაპირის ხასიათი. იგი მოქცეულია შავ და კასპიის ზღვეს შორის, კავკასიონის ქედის სამხრეთით დასერილია სხვადასხვა მიმართულების ქედებით.

ვინაიდან საქართველო მდებარეობს ზომიერი ზონის სამხრეთ და სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე, ამიტომ მზის პირდაპირი რადიაციის ჯამი აქ მნიშვნელოვანია. საქართველოს განედზე დღის ხანგრძლივობა ზამთარში მნიშვნელოვანია, ამიტომ აქ სუმარული რადიაცია  წლის ყველა სეზონში დიდია და შეადგენს  წელიწადში ბარში – 110-120, ხოლო მთაში – 130-150 დიდ კალორიას 1 კვადრატულ სმ-ზე. საქართველოს დაბლობ ნაწილში რადიაციული ბალანსი თითქმის მთელი წლის განმავლობაში დადებითია. დედამიწის მიერ მიღებული სითბო სჭარბობს გამოსხივებულს, ამის შედეგად საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა მაღალია. ციკლონების და ანტიციკლონების მოძრაობასთან დაკავშირებულია ჰაერის მასების გადანაცვლება რასაც  ატმოსფეროს ცირკულაცია ეწოდება. ის ძირითადი მიზეზია ამინდის  ცვლილებისა და ის საქართველოს ჰავის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კავკასიონს, საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასებისაგან. ამ შემთხვევაში როდესაც მაღალი განედებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები აღწევს ჩრდილოეთ კავკასიას , მათ წინსვლას აჩერებს კავკასიონი, ისე რომ ქედის გადაღმა დგება დიდი ყინვები, ქედის გადმოღმა- საქართველოში კი მზიანი, წყნარი, თბილი ამინდი დგას. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში აღნიშნული ჰაერის მასები უვლის კავკასიონს და იჭრება აღმოსავლეთიდან და დასვლეთიდან ერთდროულად, რასაც დიდი ყინვები ახლავს თან.

მნიშვნელოვანია აგრეთვე რელიეფის გავლენა ქარზე, ზღვის, ხმელეთის , ხეობების ფერდობების არათანაბარი გათბობა მზის სხივებისაგან იწვევს  ტემპერატურათა შორის მნიშვნელოვან სხვაობას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქარები. საქართველოში გვხდება შემდეგი ტიპის ქარები: ბრიზები, ფიონები, მთაბარის ქარები. დიდი მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას, მისი გავლენა არა მარტო დასავლეთ არამედ აღმოსავლეთ საქართველოს ჰავაზედაც შეიმჩნევა. შავი ზღვისა და კავკასიონის გავლენით საქართველოს მნისვნელოვან ნაწილში ზამთარი თბილია განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში, სადაც უცივესი თვის იანვრის საშუალო ტემპერეტურა 5-8 გრადუსებს შორის მერყეობს. ზაფხულში პირიქი სანაპიროებზე უფრო გრილა, ვიდრე ხმელეთის შიდა ნაწილებში. შავი ზღვის ზედაპირზე ცივი ჰაერის მასები თბება და ტენიანდება ამიტომ ხმელეთზე გადასვლისას უხვ ნალექებს იძლევა, რითაც განებივრებულები ვართ ჩვენს ქალაქ ბათუმში.

კავკასიონის მაღალმთიანი მკვეთრად ვერტიკალური ლანდშაფტური სარტყლების მქონე ოლქები საქართველოს ფარგლებში შემდეგ ფიზიკურ-გეოგრაფიულ რაიონებად იყოფა:

1) მთიანი აფხაზეთი;

2) სვანეთი;

3) ოდიშ-სამურზაყანოს მთიანი რაიონი;

4) რაჭა-ლეჩხუმი;

5) სამხრეთ ოსეთი მტკვრის აუზის ფარგლებში;

6) ფშავ-მთიულეთი;

7)მთიანი კახეთი;

8) ხევი;

9) თუშ-ხევსურეთი.

ყოველი რაიონი თავს უყრის, ოროგრაფიული და ჰიდროლოგიური ერთობლიობის საფუძველზე რამდენიმე ლანდშაფტური სარტყლების მონაკვეთებს და ზოგ შემთხვევაში ლანდშაფტის აზონალურ ტიპთა არეალებსაც.

1) მთიანი აფხაზეთი _ ხასიათდება მაღალი და საშუალომთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით ქვედა მთის ტყეებიდან ნივალურამდე კარსტით. ის მოქცეულია მთავარ წყალგამყოფ ქედის თხემსა და შავი ზღვის სანაპიროს დაბალ ბორცვებს შორის. აქ უმაღლესი მწვერვალია დომბა-იუნგლენი 4040 მეტრი. აქ ჰავა ზღვის ჰაერის მასების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ოროგრაფიულ პირობებსაც, ზღვის გავლენა განაპირობებს ატმოსფერული ნალექების სიუხვეს და ჰაერის დიდ შეფარდებით ტენიანობას. წლის ყველა სეზონში ოროგრაფიული პირობები იწვევენ თერმული პირობების შეცვლას ვერტიკალური მიმართულებით სახელდობრ ტემპერატურის კლებას ზევითკენ და აცენენ ვერტიკალურ კლიმატურ სარტყლებს.

2) სვანეთი _ხასიათდება მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით ქვედა მთის ტყეებიდან ნივალურამდე, მძლავრი გამყინვარებით და ყინვარული მდინარეებით.ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედით ისაზღვრება, დასავლეთიდან კოდორისა დააკიბოს ქედებით, სანხრეთიდან სამეგრელოსა და ლეჩხუმის ქედებით. უმაღლესი მწვერვალია შხარა-5201 მეტრი. ყოველი მხრიდან მაღალი მთაგრეხილებით შემოზღუდული და ცივი ჰაერის მასების შემოჭრისაგან დაცული სვანეთი ამავე დროს არც ჭარბ განესტიანებას განიცდის ზღვიური გავლენის შედეგად, ამიტომაც ეს რეგიონი საკმაოდ თბილი უქარო, ზომიერად ნესტიანი ჰავით და სუსტი ყინვებით ხასიათდება.

3) ოდიშ-სამურზაყანოს მთიანი რაიონი _ ხასიათდება საშუალო და მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით ქვედა მთის ტყეებიდან სუბნივალურამდე, ნესტიანი ჰავით მძლავრად განვითარებული კარსტით. მდებარეობს მთიანი აფხაზეთის აღმოსავლურ ნაწილისა და სვანეთის დასავლური ნაწილის სამხრეთით, კავკასიონის სამხრული ფერდობის პერიფერიულ ზოლში, რომელიც ამ ორ მთიან ზოლს აერთიანებს. ნაკლები აბსოლუტური სიმაღლის გამო აქ ზედა ნივალური ლანდშაფტური სარტყელი სუსტად არის გამოხატული, გარდა ამისა ეს რეგიონი უხვი სინოტივითაც გამოირჩევა კავკასიონის შემადგენელ ოლქებს შორის. უმაღლესი წერტილი არის მწვერვალი ცეკური-3486მეტრი.

4) რაჭა-ლეჩხუმი _ ხასიათდება დაბალი საშუალო და მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით, ქვედა მთის ტყეებიდან ნივალურამდე, საკმაოდ ნესტიანი ჰავით მძლავრად განვითარებული კარსტითა და მესამეული წყებების მეწყრებით. ვრცელდება სვანეთის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით და რაჭის კავკასიონის თხემიდან კავკასიონის მთიანი ოლქისა და კოლხეთის ვაკე-ბორცვიანი სუბტროპიკული ოლქის საზღვრამდე. მთავარ წყალ გამყოფ ქედთან იგი უფრო შეზღუდულ კავშირშია. ამ რეგიონის კლიმატური რეჯიმი უფრო კონტინენტურ ხასიათს ატარებს კავკასიონის სხვა ოლქებთან შედარებით.აქ უმაღლესი წერტილია ჭანჭახისწვერი-4453 მეტრი ლეჩხუმში კი სამერცხლე-3584 მეტრი.

5) შიდა ქართლი, მტკვრის აუზის ფარგლებში _ ხასიათდება საშუალო და მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით მთის ტყეებიდან ნივალურამდე, ვულკანური წარმონაქმნებით, მინერალური წყლების სიუხვით. ეს არის ცენტრალური კავკასიონის სამხრული ფერდობის უკიდურესი აღმოსავლეთი რაიონი, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონს ესაზღვრება.ამ რეგიონის მთიანი ზოლის ჰავა ზღვიური ჰაერის დასავლური ნაკადების საკმაოდ ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება. უმაღლესი წერტილია მთა ლაღზწითი-3877მეტრი.

6) ფშავ-მთიულეთი _ ხასიათდება საშუალო მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით, მთის ტყეებიდან ნივალურამდე. ის კავკასიონის ის ნაწილია რომელიც მოიცავს მდინარეების არაგვისა და ივრის აუზთა მთიან ზოლს და რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ პროვინციებს. ის კლიმატის სიმშრალით გამოირჩევა რაც კონტინენტურობის დამსახურებაა. აქ ოროგრაფიულ ხასიათს ძირითადად გარდიგარდმო ხეობები და გამოყოფილი ეროზიული ქედები განსაზღვრავენ. უმაღლესი წერტილია მთა ჭაუხი-3940მეტრი.

7) მთიანი კახეთი _ხასიათდება მრავალ სართულიანი საშუალო და მაღალმთიანი ლანდშაფტით, მთის ტყეებითა და ალპური სარტყლებით. მას კავკასიონის სამხრული ფერდობის უკიდურესი, კახეთის ქედსა და აზერბაიჯანს შორის მოქცეული ნაწილი უკავია.აქ ადგილობრივ ოროგრაფიულ პიობებსა და მათზე  დამოკიდებული ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების გავლენით შეპირობებული უხვნალექიანობაც არის დამახასიათებელი. ალაზანგაღმა კახეთის ჰავა განირჩევა მნიშვნელოვანი სინესტით ჰაერის აღმავალ ნაკადებში რომლებიც აქ ხშირი მოვლენაა, ადიაბატური გაცივების შედეგად ხდება ნალექების გამოყოფა.უმაღლესი  მწვერვალია მთა შავი კლდე-3576მეტრი. აქ ლაგოდეხის ნაკრძალს უკავია მთიანი კახეთის უკიდურესი აღმოსავლური ნაწილი.

8) ხევი _ ხასიათდება მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით ტყიანიდან ნივალურამდე, გამოირჩევა საკმაოდ მშრალი ჰავით, მინერალური წყაროების სიუხვით. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონებს შორის გარდამავალ ზოლში, თერგის სათავეებში, აქ ჰავა გამოირჩევა შედარებით სიმშრალეში და მაღალ მთიური ხეობების თითქმის სრულ უტყეობაში.აქაური კლიმატი საკმაოდ გვალვიანია. აქ უმაღლესი პუნქტი არის მყინარწვერი ის მთლიანად აღმოსავლეთ კავკასიონის ნახევრის უმაღლესი პუნქტია-5045მეტრი.

9) თუშ-ხევსურეთი _ ხასიათდება მაღალმთიანი მრავალსართულიანი ლანდშაფტური სარტყელთა სისტემით, ტყიდან ნიველურამდე შედარებით კონტინენტური ჰავით. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე და უშუალოდ ესაზღვრება ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებს. ეს რეგიონი უფრო მაღალმთიური და რთული რელიეფიტ და მშრალი ჰავით განირჩევა. აქ ჰავა შედარებით გვალვიანია და კონტინენტური. ჰავის კონტინენტურობის ხარისხი რეგიონის ფარგლებში, თოვლის საზღვრის მდებარეობის მიხედვით აღმოსავლეთისაკენ უფრო უნდა მატულობდეს. აქ უმაღლესი წერტილია თებელასმთა-4507მეტრი და ის  აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი წერტილია.

ავტორი: დემეტრე ქაჯაია

გამოყენებული ლიტერატურა:

ელიზბარ ელიზბარაშვილი „საქართველოს კლიმატური რესურსები“.

ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფია“.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.