ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხობში დაფნის გადამმუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აქტიურად აგრძელებს აგრო მეწარმეების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ხობის რაიონ სოფელ პირველ მაისში, მეწარმე სპარტაკ ლომაიას, დაფნის გადამამუშავებელ საწარმოში შენობა-ნაგებობების დამატება და მანქანა-დანადგარების გადაიარაღება დაუფინანსდა.
ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 170,000 ლარს აღემატება, ხოლო ბანკის მიერ მეწარმისადმი გაცემული ჯამური ინვესტიცია 250,000 ლარს შეადგენს.
საწარმო, დაფნას, ხობის რაიონის მიმდებარე სოფლებიდან იბარებს, სადაც სეზონზე 1,000 ტონა დაფნის ფოთოლი მოდის. საწარმოს დღეში 3-4 ტონა დაფნის მიღება და გადამუშავება შეუძლია, რომელიც უზრუნველყოფს დაფნის გადამუშავების სრულ ციკლს, რაც შემდეგ ექსპორტზე იგზავნება. მეწარმეს 20 ადგილობრივი თანამშრომელი ყავს დასაქმებული.
„ბაზისბანკთან ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც გავაფართოვეთ და გადავაიარაღეთ საწარმო უახლესი დანადგარებით. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მაღალხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ.“ – აღნიშნა მეწარმე სპარტაკ ლომაიამ.
“საერთაშორისო ბაზრებზე დაფნა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია და მისი გამოყენება მსოფლიოში მზარდია. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს.“ – განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.
Laurel Processing Plant Operating in Khobi with Support of Basisbank
Basisbank, as one of the largest supporters of business, continues partnership with agribusiness entrepreneurs. Entrepreneur Spartak Lomaia, who runs a laurel processing plant in the village of Pirveli Maisi, Khobi, Samegrelo, used the subsidized agricredit project to add buildings and upgrade machinery at the enterprise.
The financial support provided by Basisbank exceeds GEL 170,000, and the total investment provided by the bank to the entrepreneur is GEL 250,000.
The enterprise collects laurel leaves from the surrounding villages of Khobi, 1,000 tons a season. The enterprise is capable of receiving and processing 3-4 tons of laurel per day, making up a complete cycle of laurel processing. The leaves are subsequently sent for export. The entrepreneur employs 20 local employees.
“We have a long and successful partnership with Basisbank: we expanded and equipped the enterprise with the latest machinery. We plan to expand further in the future and keep producing quality products,” noted entrepreneur Spartak Lomaia.
“Laurel is one of the most sought-after products in international markets, and its use is growing worldwide. We are always more than ready to support the development of agribusiness, as we believe it boosts and the development of the national economy. We are convinced that Basisbank’s financial involvement will be successful, and our partnership will give this entrepreneur even better opportunities for expansion,” said Shmagi Bregadze, head of Basisbank’s Agribusiness Department.