დარგებიმებაღეობა

ბეგქონდარა

ნედლი ბეგქონდარას ( Thymus vulgaris ) ფოთლების თითებს შორის მოსრესით, მისგან არომატული, პიკანტური სურნელი გამოდის. პაწაწინა ჯირკვლოვანი ქერცლები, რომლებიც ფარავს ამ პიტნისებრთა ოჯახის ( Lamiaceae ) ნაცრისფერ-მწვანე, ტყავისებრ ფოთლებს გასრესვისას ზიანდება და შიგთავსი – ეთერზეთი – გამოიყოფა. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მცენარეებისთვის ეთერზეთები ერთისმხრივ ხელს უშლის გამოშრობას და მეორესმხრივ, მკვეთრი სურნელი და გემო აფრთხობს მავნებლებს.
ეთერზეთების შემცველ მცენარეებს დიდი ხანია იყენებენ სხვადასხვა მიზნებისათვის. მაგ. ბეგქონდარას იყენებდნენ მოსაწევად. ძველი ეგვიპტელები კი ცხედრების ბალზამირებისთვის იყენებდნენ მას. ცნობილია ასევე ალექსანდრე მაკედონელის გამოცდილება: ლაშქრობების დროს ძლევამოსილი დამპყრობელი ბანაობდა ბეგქონდარას ნაყენით, რათა თავი დაეცვა პარაზიტებისაგან. საუკუნეების წინ ხალხი უკვე იცნობდა ბეგქონდარას ერთ-ერთ ცენტრალურ თვისებას: მის ანტისეპტიკურ ეფექტს. ეს ასევე იქცა მისი თერაპიული გამოყენების მთავარ მიზეზად.

ბაქტერიული ზრდისა და გამრავლების დათრგუნვა ძირითადად ეფუძნება მისი ეთერზეთის კომპონენტს თიმოლს. ეს ბუნებრივი ნივთიერება მნიშვნელოვნად უფრო ანტიბაქტერიული და ანტივირუსულია, ვიდრე სინთეზური ფენოლი. 30-50% -მდე შემცველობით ეთერზეთის მთავარი კომპონენტს სწორედ თიმოლი წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს კარვაკროლი. ამ ინგრედიენტების კონცენტრაცია განსაზღვრავს ეთერზეთის ხარისხს. გარდა ანტისეპტიკური ეფექტისა, ბეგქონდარას ეთერზეთს ასევე აქვს ბრონქოსპაზმოლიტიკური, სეკრეციის გამაძლიერებელი და ამოსახველებელი ეფექტი.

ბეგქონდარას იყენებენ სამზარეულოშიც, განსაკუთრებით მძიმე და ძნელად მოსანელებელ საჭმელთან. ამ შემთხვევაში გემოვნური თვისებების გაუმჯობესების გარდა ბეგქონდარა ხელს უწყობს მონელებას.

ბეგქონდარას ჩაის მოსამზადებლად მოყვავილე მცენარეული ნედლეუული (მიწისზედა ნაწილები) გროვდება ზაფხულში და შრება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას. მშრალი ნედლეულის შენახვა შემადგენელი კომპონენტების ოპტიმალურად შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მინის თავდახურულ ქილაში.

ბეგქონდარას ექსტრაქტის შემცველი ხველების სიროპია ველედას Hustenelixier, მისი გამოყენება შეიძლება 1 წლიდან და აქვს კომპლექსური მოქმედება: სეკრეტოლიზური, ამოსახველებელი, სპაზმის მომხსნელი და ანთების საწინააღმდეგო.

ტუჩოსანთა ოჯახის მცენარეების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბეგქონდარა და მისი შემცველი პროდუქტები.

წყარო: https://www.catalog.elkana.org.ge/