ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების და გასაღების სტანდარტი
„გრინ კაუკაზუსის” სტანდარტი არის გრინ „კაუკაზუსის” ბიოსერტიფიცირებისა და სავაჭრო ნიშნის მფლობელი კომპანიების, შპს „კავკასსერტისა” და შპს „ეკოგლობის” ინტელექტუალური საკუთრება.
ამ სტანდარტის ევროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან ეკვივალენტობის შეფასება სისტემატიურად ხდება.
ვროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობაში შესული ცვლილების ასახვისათვის ამ სტანდარტის განახლება რეგულარულად მიმდინარეობს.
სტანდარტის წინამდებარე ვერსია შემუშავებულია შემდეგ დოკუმენტებზე დაყრდნობით:
• ევროგაერთიანების რეგულაციის EEC) No 834/2007, 889/2008 და 1235/2008 მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1-ელი იანვრიდან.
• კოდექს ალიმენტარიუსის სახელმძღვანელო ბიოპროდუქტების წარმოების, გადამუშავების, ნიშანდებისა და მარკეტინგის შესახებ.
• IFOAM (ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის) ძირითადი სტანდარტები ბიოაგროწარმოებისათვის და გადამუშავებისათვის.
(04.11.2016) სტანდარტის შესწორება ხდება ევროპული კანონმდებლობის ცვლილების პარალელურად. სტანდარტის ბოლო განახლების თარიღი და ვერსიის ნომერი მითითებულია ტექსტის ბოლოს შენიშვნაში.
ბიოსტანდარტი არ ზღუდავს მწარმოებლებს იმისაგან, რომ ბიოწარმოების სისტემის მართვაში გამოიყენონ საერთაშორისო სტანდარტებში, როგორიცაა GAP, GMP, HACCP, ISO 9001 (ხარისხის მართვის სისტემების მოდელი), SQF 2000 (უსაფრთხო ხარისხის საკვები) და ISO 14001 (გარემოსდაცვითი მართვის სისტემები) მოცემული დაგეგმვის, შემოწმებისა და შეფასების სქემები. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც იცავს ამ პარაგრაფში ნახსენებ სტანდარტებს, შეუძლიათ დახვეწონ თავიანთი საქმიანობა და გადააჭარბონ ბიოსტანდარტში მოცემულ მოთხოვნებს.
ბიოწარმოების სერტიფიცირება ხდება მხოლოდ ამ სტანდარტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად. ბიოწარმოებაში უნდა დაცულ იქნეს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პრინციპები, რადგან ისინი არ ეწინააღმდეგება ამ სტანდარტში მითითებულ მოთხოვნებს.
გრინ კაუკაზუსის სტანდატი წარმოადგენს იმ სერტიფიცირების ორგანოების ექსკლუზიურ საკუთრებას, რომლებიც მუშაობენ გრინ კაუკაზუსის სერტიფიცირების სისტემის შესაბამისად (მესაკუთრე).
გრინ კაუკაზუსის სტანდატის სწორი ახსნა და ინტერპრეტაცია არის მისი მფლობელის პრეროგატივა. სტანდარტის ბოლო ვერსია ქვეყნდება სერტიფიცირების ორგანოს ვებგვერდზე.
ISO 17065-ის მოთხოვნის შესაბამისად, გრინ კაუკაზუსის სტანდატი არის საზოგადო დოკუმენტი, რაც ადასტურებს გრინ კაუკაზუსის სერტიფიცირების სისტემის გამჭვირვალობას.
ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების და გასაღების სტანდარტს სრულად გაეცანით მითითებულ ბმულზე: