აგროსიახლეები

თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე თელავის ხევმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა მაწანწრის დიუკერი და თელავის ტერიტორიაზე გამავალი ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის  რამდენიმე მონაკვეთი.

ამ  დროისთვის ინტენსიური ტარდება აღდგენითი სამუშაოები.  წყალდიდობის შედეგად ჩატანილი ქვა-ღორღისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რათა უმოკლეს ვადაში აღდგეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი სისტემის შეუფერხებელი მუშაობა.