აგროსიახლეები

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

თუ ხართ დაინტერესებული ბიომეურნეობით, სახელმწიფო გთავაზობთ არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.
შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge . ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის განმახორციელებელი 

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის მიზნობრიობები 

პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას: 

  • ბიოწარმოების სერტიფიცირება;
  • საკონსულტაციო მომსახურება; 
  • ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;
  • ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა;
  • თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები