ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
დარგებიმეცხოველეობა

ბოცვრის ჯიშები და მათი მოკლე დახასიათება

დღეს მსოფლიოში გავრცელებულია 200-მდე ბოცვრის ჯიში, რომ­ლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი წლის სელექციის შედეგად არის მიღებული.

ეს ჯიშები დანიშნულების მიხედვით იყოფა:  სახორცე, საბეწვე, სახორცე-საბეწვე და დეკორატიულ ჯიშებად.

ბოცვრის მოშენება შეიძლება როგორც წვრილ მეურნეობებში, ასევე, მსხვილ ინდუსტრიულ ფერმებში, სადაც დანერგილია თანამედროვე სტანდარტები და ის მიკროკლიმატი, რომელიც აუცილებელია ბოცვრის მოშენებისთვის.

თეთრი გოლიათი

ეს ჯიში გამოიყვანეს ბელგიასა და გერმანიაში მე-19 საუკუნის ბოლოს. ხა­სიათდება თეთრი შეფერილობით და მკვეთრი წითელი თვალებით. ზრდა­სრული ცხოველის ცოცხალი წონა 5-5,8 კგ-ია, ზოგჯერ 8 კგ-საც აღწევს. ტანის სიგრძე 60 სმ-ია, გულმკერდის შემოწერილობა — 37 სმ.

დედა ბოცვერი ხასიათდება მაღალი პროდუქტიულობით. ერთ დაბაჭიანე­ბაზე იძლევა და გამოკვებავს საშუალოდ 7-8 ბაჭიას. ხასიათდება საშუა­ლო მეხორცულობით, ხორცის გამოსავალი შეადგენს ცოცხალი მასის 52- 54%-ს. ორი თვის მოზარდი იწონის 1,8 კგ-ს, სამი თვის — 2,6 კგ-ს, ოთხი თვის — 3,5 კგ-ს. ტყავი გამოიყენება ბეწვის წარმოებისთვის.

კალიფორნიული

ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში შინშილასა და ახალზელანდიურის შეჯვა­რებით. ბეწვის შეფერილობა თეთრია, ცხვირის კუდისა და ყურების ბო­ლოები მუქი ყავისფერი შეფერილობისაა.

გამოირჩევა მსუბუქი ძვლებით და მაღალი მეხორცულობით, საშუალო თხელი ყურებით, განიერი მენჯის ძვლებით. სჭირდება კარგი ზოოჰიგიენუ­რი პირობები. საშუალო ცოცხალი წონა ორი თვის ასაკში აღწევს 1,8-2,3 კგ, სამი თვის ასაკში — 3,4 კგ-ს, ზრდასრულის წონა 4,5 კგ-დან 5 კგ-მ­დეა. სასაკლაო წონას — 2.7 კგ-ს აღწევს სამი თვის ასაკში. ხორცის გამო­სავალი 54-58%-ია.

ვენური ცისფერი

საბეწვე ჯიშია, ტანი პირდაპირი, ოდნავ წაგრძელებული, ძვლები — მაგა­რი, თავი და ყურები — საშუალო ზომის, ბეწვი — ხშირი, რბილი და ბზინ­ვარე მოცისფრო-მოლურჯო ფერის. ტყავი გამოიყენება წარმოებისთვის, ძირითადად, ნატურალური, შეღებვის გარეშე. ზრდასრული ბოცვრის წონა 3-4 კგ-ია, ტანის სიგრძე — 57 სმ, გულმკერდის შემოწერილობა — 37 სმ.

დედა ბოცვერი გამოირჩევა კარგი დედობრივი თვისებებით, ხასიათდება მაღალი ნაყოფიერებით, საშუალოდ ყრის 7-8 ბაჭიას, კარგად ეგუება ბუ­ნებრივ პირობებს და კვების ნაირსახეობებს.

ნაცრისფერი გოლიათი

ბეწვის შეფერილობა ნაცრისფერი მოწითალოა. კარგად ეგუება გარემო პირობებს. შობადობა 7-8 ბაჭიაა. ხასიათდება უხვრძიანობით. ზრდასრუ­ლის წონაა 5 კგ, იშვიათად აღწევს 7კგ-ს.                    ტანის სიგრძე 60-62 სმ-ია. მკე­რდის გარშემოწერილობა — 38 სმ ხასიათდება მასიური მაგარი ყურებით, მსხვილი თავით. ტანი გრძელიადა მომრგვალო, მკერდი — კარგად გან- ვითარებული, ბეწვი — არცთუ ხშირი. სასაკლაო წონას — 2.8-3 კგ-ს აღ- წევს სამი თვის ასაკში. ხორცის გამოსავალი 55-60%-ია.

ახალზელანდიური თეთრი

ეს ჯიში გამოიყვანეს ამერიკაში. გამოირჩევა მაგარი კონსტრუქციულო­ბით, წვრილი ძვლით, მაღალი მეხორცულობით, საშუალო თავით, მოკ- ლე, თხელი, სწორმდგომი ყურებით. მკერდი ღრმა და ფართე აქვს, წელი — განიერი. ტანის სიგრძეა 47 სმ ფეხები მსხვილი და მაგარი აქვს, თათე­ბი — მასიური, ბეწვი — ხშირი. შობადობა 6-10 ბაჭიაა. 20 დღის ასაკში ბაჭია იწონის 425-500 გ-ს, ორი თვის ასაკში — 1,8 კგ-ს, სამი თვის

ასაკში — 3 კგ-ს. ზრდასრულის წონა 4,5 კგ-5 კგ-ია. სასაკლაო წონას — 2.7 კგ-ს — აღწევს სამი თვის ასაკში. ხორცის გამოსავალი 54-58%-ია.

ბელგიური გიგანტი (ფლანდრი)

ყველაზე დიდი ზომის სახორცე ჯიშის ბოცვერია, გამოყვანილია ბელგიაში (ფლანდრიაში). ამ ჯიშს აქვს რამდენიმე ქვესახეობა. ყველაზე გავრცელე­ბულია რუხი, მოშავო და მუქი ნაცრისფერი შეფერილობის. ზრდასრული ბოცვრის წონა, საშუალოდ, 6-7კგ-ია, იშვიათად — 11 კგ აქვს მოგრძო ტანი, მოზრდილი თავი და დიდი ყურები. ტანის სიგრძე 95-100 სმ-ს აღწე­ვს, ხასიათდება საშუალო ნაყოფიერებით, ბადებს 5-6 ბაჭიას.

შინშილა

ეს ჯიში გამოიყვანეს საფრანგეთსა და გერმანიაში 1910 წელს. სახელი შინშილა ეწოდა პატარა მღრღნელის. შინშილას შეფრილობის გამო. დე­დალი ბოცვრის წონა 3-4 კგ-ია, მამალი ბოცვრისა — 3,4-4,5 კგ ტანი წაგრძელებულია, გულმკერდი — კარგად განვითარებული. აქვს მოგრძო თავი და საშუალო ზომის ყურები. ამ ჯიშის ბოცვერს ახასიათებს სქესობ­რივი მომწიფება ნაადრევად — ოთხი თვის ასაკში. ერთ დაყრაზე ბადებს 5-7 ბაჭიას. დედა ხასიათდება უხვრძიანობით და კარგი დედობრივი თვი­სებებით. ხორცის გამოსავალი 52-54%-ია.

გერმანული პეპელა

ეს ჯიში გამოიყვანეს გერმანიაში, სახორცედ. მისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა. კარგად ეგუება ჩრდილოეთის პირობებს, ხასიათდება თეთ­რი შეფერილობით და შავი ფერის მკვეთრი კოპლებით. ზრდასრული ბოც- ვერი იწონის 5 კგ-ს, იშვიათად — 8-9 კგ-ს, ყოველთვიური ნამატი არის 1 კგ ტანი სიგრძეა 67 სმ, ცილინდრისებური. მკერდი კარგად არის განვითა­რებული. აქვს ძლიერი ფეხები. ბადებს 7-8 ბაჭიას. ხასიათდება კარგი დე­დობრივი თვისებებით და უხვრძიანობით.

რექსი

ეს ჯიში გამოიყვანეს საფრანგეთში 1919 წელს სახორცე-საბეწვე დანიშნუ­ლებით. ხასიათდება მოკლე წაგრძელებული ტანით. ტანის სიგრძეა 54 სმ აქვს სწორმდგომი ყურები, მაღალი ხარისხის მოკლე და ბზინვარე ბეწვი. გვხვდება სხვადასხვა ფერის პოპულაციები: თეთრი, შავი, მორუხო. ზრდა­სრულის წონა 4-5 კგ-ია, ოთხი თვის ასაკში აღწევს 3 კგ-ს. ხორცი გამოირ­ჩევა განსაკუთრებული გემოთი და მცირე ცხიმიანობით. აქვს თხელი და მსუბუქი ძვლები.

ჰილა

ეს ჯიში გამოიყვანეს საფრანგეთში, როგორც სახორცე ჰიბრიდი, რომელიც ხასიათდება სწრაფი ზრდითა და ყველაზე მაღალი — 58-62% — ხორ- ცის გამოსავლიანობით. სასაკლაო წონას — 1,8-2,5 კგ-ს — აღწევს 70 დღისა, რაც იძლევა ინტენსიური ხორცის წარმოების საშუალებას ინდუსტ­რიულ მეურნეობებში. ხასიათდება მოგრძო ტანით, თეთრი შეფერილობით, თხელი ტყავით, პატარა თავით, მსუბუქი ძვლებით. ერთ დაბაჭიანებაზე ბა­დებს 8-10 ბაჭიას. ზრდასრულის წონა 4-5 კგ-ია. ხორცი გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით.

„მებოცვრეობა“,

დავით ბოსტაშვილი,

აგროექსპერტთა ასოციაცია