დარგებიმცენარეთა დაცვა

ბუგრებისგან მცენარეთა დაცვის ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებები

მცენარის ბუგრი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებელია, რომლსაც მთელი მოსავლის განადგურება შეუძლია. მათ წინააღმდეგ ბრძოლა არც თუ ისე მარტივია, თანაც ისინი საოცარი ტემპტით მრავლდებიან.
ეს მავნებლები ბოლომდე წოვენ უჯრედულ წვენს და სწრაფად ასუსტებენ ახალგაზრდა მცენარეებს. გარდა ამისა, მცენარის ტილი გამოჰყოფს შხამს, რომელიც იწვევს ფოთლების დეფორმირებას და მისი უჯრედების კვდომას. ბუგრებს სხვადასხვა მავნე ვირუსებიც გადააქვთ, რომლებიც ჩვენს მცენარეებს სწრაფად ანადგურებს.

მებაღეებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ ებრძოლონ ამ პრობლემას და როგორ განკურნონ დაავადებული მცენარე ისე, რომ მოსავალი ქიმიური ინსექტიციდებით არ მოწამლონ. დღევანდელ სტატიაში ჩვენ შევეცდებით, სწორედ ამ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი.

როგორ ვებრძოლოთ ბუგრებს ხალხური საშუალებებით

არყის კუპრი

არყის კუპრს ძლიერი სპეციფიკური სუნი აქვს და წარმოადგენს არაჩვეულებრივ საშუალებას მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ საშუალებას უშუალოდ მავნებლების განადგურება არ შეუძლია, ის მუშაობს რეპელანტის პრინციპით. მისი კონცენტრირებული აროამტი აშინებს მწერებს და იცავს ჩვენს ბაღს მათი შემოსევისგან.

თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 10-15 გრამი არყის ხის კუპრი;
  • 50 გრამი სარეცხი საპონი (შეიძლება კუპრის საპონიც);
  • 10 ლიტრი წყალი.

მომზადება და გამოყენება:

  1. გახეხეთ საპონი მსხვილ სახეხზე;
  2. არყის ხის კუპრი და გახეხილი საპონი გახსენით 10 ლიტრ წყალში;
  3. კარგად გადაურიეთ და მიღებული ხსნარი გამოიყენეთ მცენარის დაინფიცირებული და დაავადებული ფოთლების დასამუშავებლად. უმჯობესია, თუ პროცედურას საღამოს საათებში ჩაატარებთ.

საპნის ხსნარები

ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელიმსაწვდომი გზაა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

რეცეპტები

1. გახსენით 300 გრამი სარეცხი საპონი 10 ლიტრ წყალში. მიღებული ხსნარი მიაპკურეთ თქვენს დაავადებულ მცენარეებს რეგულარულად და ხანმოკლე დროში მავნებლებისგან კავლიც კი არ დარჩება.

2. 100 გრამი კუპრის საპონი გახსენით 10 ლიტრ წყალში. დაამუშავეთ ამ ხსნარით დაავადებული ფოთლები რეგულარულად.

3. 250 გრამი ნაცარი ჩაამატეთ 10 ლიტრ წყალში. ნარევი ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში და უშუალოდ მცენარეების დამუშავების წინ დაამატეთ მასში 40 გრამი სარეცხი საპონი.

მცენარეული ნაყენები

1. ხახვი

წვრილად დაჭერით 30 გრამი ხახვი, დაამატეთ ის 1 ლიტრ წყალში და დააყოვნეთ 5 საატის განმავლობაში. მიღებული ნაყენით დაამუშავეთ მცენარის დაავადებული ფოთლები.

2. ნიორი

200 გრამი დაქუცმაცებული ნიორი ჩაამატეთ 1 ლიტრ წყალში. გამოყენებამდე 25 მილილიტრი ნაყენი გახსენით 10 ლიტრ წყალში და შემდეგ შეუდექით მცენარეების დამუშავებას.

3. ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას 400 გრამი ფოთლები და 200 გრამი ფესვები დააყოვნეთ 3-4 საათით 10 ლიტრ წყალში.

კიდევ რამდენიმე ეფექტური საშუალება მავნებლების წინააღმდეგ

1. არაყი

ყველაზე იაფასიანი არყის ბოთლზე დაამაგრეთ საპკურებელი – ეფექტური საშუალება მავნებლების წინააღმდეგ მზად არის!

2. რძე და იოდი

1 ჭიქა რძეში ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი იოდი, კარგად გადაურიეთ და მიღებული ნარევი გახსენით 1 ლიტრ წყალში. შეუდექით მცენარის დაავადებული ფოთლების დამუშავებას.

თუ თქვენ საკუთარი ბაღი ან მიწის პატარა ნაკვეთი გაქვთ, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ ებრძოლოთ მავნებლებს ქიმიური ინსექტიციდების გამოყენების გარეშე. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან.

 ბ სამხარაძე

წყარო: martivad.com