აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობამეცხოველეობა

 ბუნებრივი საკვები სავარგულების მცენარეები

ამ თემის გაცნობისას ყურადღება უნდა მიექცეს მდელოს მცენარეების საკვებ თვისებებს, როგორიცაა: ქიმიური შედგენილობა, საკვების ყუათიანობა, სხვადასხვა პირუტყვის მიერ ძოვნადობა, მონელობადობა, მცენარეთა შემხვედრიანობა, მოსავლიანობა და პროდუქტიული ღირებულება (მეცხოველეობის პროდუქტების გამოსავლიანობა).

აუცილებელია საკვები მცენარეების შეფასების წესებისა და შედარებითი საკვები ღირებულების ცოდნა მცენარეთა ცალკეული ოჯახის მიხედვით: პარკოსნები, მარცვლოვნები, ისლისებრნი. ნაირბალახების ჯგუფის ოჯახებიდან: რთულყვავილოვანი, ნაცარქათამასებრნი, ჯვაროსნები, ვარდისებრნი, შროშანისებრნი, შვიტასებრნი, ქოლგოსნები და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პარკოსნებისა და მარცვლოვნების ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მცენარეებზე, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი საკვები ღირებულება საქართველოს სხვადასხვა ზონაში.

საჭიროა ვცნობდეთ მავნე და შხამიან მცენარეებს და ვიცოდეთ მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები. მდელოზე მოზარდი მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ძირითადი სახეობების განსხვავება გენერაციული ორგანოების მიხედვით (ყვავილედით, თავთუნის აგებულებით, ყვავილებით, თესლებით), ბარტყობის ტიპითა და ვეგეტაციური ორგანოების მიხედვით და ფესვთანაური ფოთლით, ფოთლის კიდეებით, ენაკითა და სხვა ნიშნებით, მაგ: ისლის ღერო სამწახნაგოვანია და დაუმუხლავი, მდელოს წივანას ფოთლის ქვემო მხარე ბზინავს, თივაქასრების ფოთლების ბოლოები ნავისებრი ფორმის დაბოლოებით ხასიათდება, სათითურას ფოთოლი ქედის ფორმისაა, იონჯის ფოთლის ზედა შესახედი ფირფიტა დაკბილულია, ხოლო ძიძოს ყველა ფოთლის ფირფიტების კიდეები დაკბილულია და ა.შ.

მდელოს მცენარეების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ბალახნარი უმთავრესად შედგება მრავალწლოვანი მცენარეებისაგან. ამ მცენარეების თავისებურება ის არის, რომ ისინი ყოველწლიურად განახლდებიან ვეგეტაციურად. ამასთან ერთდროულად მდელოზე ადგილი აქვს მათი თესლით გამრავლებას. მიმდინარე წლის მოსავლიანობის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესია მარცვლოვანი მდელოს მცენარეულობის ვეგეტაციური განახლება, მდელოს ბალახი იზრდება რა მდელოზე, გავლენას ახდენს ერთმანეთზე, იმყოფება ბუნებრივი პირობების, ადამიანისა და ცხოველების გავლენის ქვეშ, ყველა ეს მომენტი თავს იჩენს მდელოს სხვადასხვა ბალახნარის ფორმირებაში, მრავალწლიანობასა და მოსავლიანობაში.

მდელოს ბალახების ჯგუფების, ოჯახებისა და ცალკეულ სახეობათა ბიოლოგიური თავისებურებების ცოდნა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ უხეში (თივა, სენაჟი) და მწვანე მასის კომერციული ღირებულება და მათი სამეურნეო-საწარმოო მნიშვნელობა. მდელოს მცენარეულობის ბიოლოგიური და თავისებურებებიდან გამომდინარე, ფერმაში წლის დასაწყისში უნდა დაისახოს და განხორციელდეს მდელოს მოვლისა და გამოყენების ღონისძიებები.

მდელოს ბალახების შესწავლისას საჭიროა ვიცოდეთ, რომ ისინი იყოფა ოთხ სამეურნეო ჯგუფად: მარცვლოვნებად, პარკოსნებად, ისლებად და ნაირბალახებად. მარცვლოვნები ბარტყობის ტიპის მიხედვით იყოფა: ფესურიან, ფესურიან-მეჩხერბუჩქოვან, ბუჩქმეჩხერ და მკვრივბუჩქოვან, ხოლო ფოთლის გაწყობის მიხედვით — მაღლარ, ნახევრადმაღლარ და დაბლარ მარცვლოვნებად.

ბალახდგარში გაბატონებული მარცვლოვნების ბარტყობის ტიპები ახასიათებს კორდისა და ნიადაგის მდგომარეობას მთლიანად და განსაზღვრავს მდელოს ხნოვანების სტადიებს (ფესურიანი, მეჩხერბუჩქოვანი და მკვრივბუჩქოვანი).

მდელოს ბალახები განსხვავდება განვითარების ტემპით, ადრეულობით, მომწიფებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობით, რასაც სათიბი და საძოვრული გამოყენების დადგენისას დიდი საწარმოო მნიშვნელობა აქვს. მაგ. მდელოს ტიმოთელა, უფხო შვრიელა, მაღალი კოინდარი, ლერწმისებრი ჩიტიფეტვა და სხვები მაღლარ მარცვლოვნებად, აქვთ კარგად შეფოთლილი ღერო და გამოიყენება როგორც სათიბი მცენარეები, ხოლო ისეთები, როგორიცაა მდელოს თივაქასრა, საძოვრების კოინდარი, წითელი წივანა და სხვები, დაბლარი მარცვლოვნებია და გამოიყენება საძოვრად.

მდელოს გამოყენების სწორი რეჟიმის დასადგენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალწლოვან მცენარეებში სამარაგო-საზრდო (პლასტიკური) ნივთიერებების დაგროვების დინამიკას, რაც დიდ როლს ასრულებს ბალახნარის საგაზაფხულო აღმოცენებასა და აქვიტის უნარში.

ამ თემის გაცნობისას ყურადღება უნდა მიექცეს მდელოს მცენარეების საკვებ თვისებებს, როგორიცაა: ქიმიური შედგენილობა, საკვების ყუათიანობა, სხვადასხვა პირუტყვის მიერ ძოვნადობა, მონელობადობა, მცენარეთა შემხვედრიანობა, მოსავლიანობა და პროდუქტიული ღირებულება (მეცხოველეობის პროდუქტების გამოსავლიანობა).

აუცილებელია საკვები მცენარეების შეფასების წესებისა და შედარებითი საკვები ღირებულების ცოდნა მცენარეთა ცალკეული ოჯახის მიხედვით: პარკოსნები, მარცვლოვნები, ისლისებრნი. ნაირბალახების ჯგუფის ოჯახებიდან: რთულყვავილოვანი, ნაცარქათამასებრნი, ჯვაროსნები, ვარდისებრნი, შროშანისებრნი, შვიტასებრნი, ქოლგოსნები და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პარკოსნებისა და მარცვლოვნების ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მცენარეებზე, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი საკვები ღირებულება საქართველოს სხვადასხვა ზონაში.

საჭიროა ვცნობდეთ მავნე და შხამიან მცენარეებს და ვიცოდეთ მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები. მდელოზე მოზარდი მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების ძირითადი სახეობების განსხვავება გენერაციული ორგანოების მიხედვით (ყვავილედით, თავთუნის აგებულებით, ყვავილებით, თესლებით), ბარტყობის ტიპითა და ვეგეტაციური ორგანოების მიხედვით და ფესვთანაური ფოთლით, ფოთლის კიდეებით, ენაკითა და სხვა ნიშნებით, მაგ.: ისლის ღერო სამწახნაგოვანია და დაუმუხლავი, მდელოს წივანას ფოთლის ქვემო მხარე ბზინავს, თივაქასრების ფოთლების ბოლოები ნავისებრი ფორმის დაბოლოებით ხასიათდება, სათითურას ფოთოლი ქედის ფორმისაა, იონჯის ფოთლის ზედა შესახედი ფირფიტა დაკბილულია, ხოლო ძიძოს ყველა ფოთლის ფირფიტების კიდეები დაკბილულია და ა.შ.

თქვენ, როგორც მომავალმაფერმერმა, განსაკუთრებით კარგად უნდა შეისწავლოთ პარკოსან და მარცვლოვან მცენარეთა სახეობები, რომლებიც გვხვდება როგორც ბუნებრივ, ისე ნათეს მდელოებზე, ამავე დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ერთსა და იმავე მდელოს სახეობრივ შემადგენლობას, მხოლოდ გამოყენების პირობებში (სათიბი ან საძოვარი).

უნდა იცოდეთ, რომ მდელოს მცენარეულობა მდელოთმცოდნეობაში ისწავლება იმ გარემოსთან კავშირში, რომელშიც იგი იზრდება. მდელოთმცოდნეობის საფუძველია მდელოს ფლორის არა ცალკეული წარმომადგენლობის შესწავლა, არამედ ბუნებრივი მდელოს მცენარეული თანასაზოგადოების გამოკვლევა, მათი თავისებურებების ერთობლიობასა და განსხვავებულ ფაქტორებთან დაკავშირებით.

ადგილსამყოფლის განსაზღვრულ პირობებში მცენარეები ქმნიან ჯგუფებს, რომლებსაც მცენარეული თანასაზოგადოებები, ანუ ფიტოცენოზები ეწოდება. მასში იგულისხმება განსხვავებულ სახეობათა არსებობისათვის ბრძოლაში ჩამოყალიბებული კანონზომიერი შერწყმა, გამოყენების რეჟიმის განსხვავებული პირობების შედეგად სახეობათა ბიოლოგიური და ეკოლოგიური თვისებებით.

 მომავალმა ფერმერმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს მცენარეულობა და მცენარეული თანასაზოგადოება. მცენარეულობის ცნებაში იგულისხმება სხვადასხვა ტერიტორიაზე მცენარეული თანასაზოგადოებების ერთობლიობა, თუ ვლაპარაკობთ ამა თუ იმ რეგიონის ან ქვეყნის მცენარეულობაზე, მასში იგულისხმება აგრეთვე მდელო, ჭალა, ტყე, ჭაობი და სხვ.

ტერმინი — მცენარეული თანასაზოგადოება, ანუ ფიტოცენოზი კლასიფიკაციური ერთეული არ არის და მასში იგულისხმება: ფლორისტული შედგენილობა, ინდივიდთა რიცხვი და რაოდენობრივი შეფარდება სახეობებისა და სახეობათა ჯგუფებს შორის, მცენარეთა და მცენარეული ჯგუფების განაწილება სივრცეში და დროის მიხედვით (სუკრეციები), თითოეული სახეობის, ანუ ინდივიდის მდგომარეობა. აქვე საჭიროა ვიცოდეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა გარემოსა და თანასაზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება, მდელოს გაკორდების პროცესი, მდელოს ასაკობრივი სტადიები, ბალახდგარის სტრუქტურის რეგულირება სამეურნეო გამოყენების წესთან დაკავშირებით.

ფერმერმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს მცენარეულობა და მცენარეული თანასაზოგადოება. მცენარეულობის ცნებაში იგულისხმება სხვადასხვა ტერიტორიაზე მცენარეული თანასაზოგადოებების ერთობლიობა, თუ ვლაპარაკობთ ამა თუ იმ რეგიონის ან ქვეყნის მცენარეულობაზე, მასში იგულისხმება აგრეთვე მდელო, ჭალა, ტყე, ჭაობი და სხვ. ტერმინი — მცენარეული თანასაზოგადოება, ანუ ფიტოცენოზი კლასიფიკაციური ერთეული არ არის და მისი ცნების აგებულებაში შედის: ფლორისტული შედგენილობა, ინდივიდთა რიცხვი და რაოდენობრივი შეფარდება სახეობებსა და სახეობათა ჯგუფებს შორის, მცენარეთა და მცენარეული ჯგუფების განაწილება სივრცეში და დროის მიხედვით (სუკრეციები), თითოეული სახეობის, ანუ ინდივიდის მდგომარეობა. აქვე საჭიროა ვიცოდეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა გარემოსა და თანასაზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება, მდელოს გაკორდების პროცესი, მდელოს ასაკობრივი სტადიები, ბალახდგარის სტრუქტუ რის რეგულირება სამეურნეო გამოყენების წესთან დაკავშირებით.

დაიმახსოვრეთ! რომ მდელოს მცენარეულობა მდელოთმცოდნეობაში ისწავლება იმ გარემოსთან კავშირში, რომელშიც იგი იზრდება. მდელოთ მცოდნეობის საფუძველია მდელოს ფლორის არა ცალკეული წარმომადგენლობის შესწავლა, არამედ ბუნებრივი მდელოს მცენარეული თანასაზოგადოების გამოკვლევა, მათ ერთობლიობასა და განსხვავებულ ფაქტორებთან დაკავშირებით. ადგილსამყოფლის განსაზღვრულ პირობებში მცენარეები ქმნიან ჯგუფებს, რომლებსაც მცენარეული თანასაზოგადოებები, ანუ ფიტოცენოზები ეწოდება. მასში იგულისხმება განსხვავებულ სახეობათა კანონზომიერი შერწყმა, ჩამოყალიბებული არსებობისათვის ბრძოლაში, გამოყენების რეჟიმის განსხვავებული პირობების შედეგად სახეობათა ბიოლოგიური და ეკოლოგიური თვისებებით.

„მდელოთსაკვებწარმოება“