ჩაის მცენარის მოთხოვნილება გარემო ფაქტორებისადმი
ჩაი სუბტროპიკული ჰავის მოყვარული მცენარეა. მისი ყლორტების ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა 20-25 გრადუსი ტემპერატურა და აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უნდა შეადგენდეს 3500-40000C.
ჩაის მცენარის დამახასიათებელ მთავარ ბუნებრივ-ეკოლოგიურ ფაქტორებს წარმოადგენს: სითბოსა და ტენისადმი დიდი მოთხოვნილება, მზის პირდაპირი, ძლიერი რადიაციისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ წლებში. ნიადაგში კირის შემცველობაზე უარყოფითი რეაგირება და გაზრდილი მგრძნობიარობა ნიადაგის არის რეაქციისა და ჰაერის ტენიანობისადმი.
საქართველოში კულტივირებული ჩაის მცენარის სამრეწველო გაშენებისა და მისგან მაღალი მოსავლის მისაღებად დარგის განვითარებისათვის, მკვლევართა მიერ შესწავლილი და დადგენილია შემდეგი პირობების დაცვა-შესრულება:
ჩაის კულტურის პლანტაციის გასაშენებლად ნაკვეთები და მასივები ვაკე ადგილებსა და 300 დაქანებულ ფერდობებზე უნდა გამოიყოს. ამისათვის ზედა ვერტიკალურ საზღვრად ითვლება: აჭარის, აფხაზეთის, გურიის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებისათვის. ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე, იმერეთისათვის – 600 მეტრამდე.
მეტეოროლოგიური პირობების მოთხოვნილებების მიმართ ჩაის პლანტაციის გასაშენებელი ნაკვეთები შემდეგ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს: მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა უნდა იყოს 12,50C-ის ფარგლებში. ჩაის კულტურისათვის ადგილის შერჩევისას, უმჯობესია მხედველობაში მივიღოთ არა საშუალო წლიური, არამედ სავეგეტაციო პერიოდის საშუალო წლიური ტემპერატურა და იგი არ უნდა იყოს 180C–ზე ნაკლები.
ჩაისათვის, ისევე როგორც სუბტროპიკულ მცენარეთა უმეტესობისათვის, აქტიურ ანუ სასარგებლო ტემპერატურად ითვლება 100C–ს ზევით არსებული დღეთა ტემპერატურა. ჩაის მცენარე ვეგეტაციას იწყებს მაშინ, როდესაც სადღეღამისო საშუალო ტემპერატურა 100C–ზე ზევით აიწევს, ხოლო ვეგეტაცია წყდება თუ ტემპერატურა 100C–ზე დაბლა დაიწევს. ასეთი ტემპერატურა, ანუ თერმიული პირობები დასავლეთ საქართველოში დგება დაახლოებით მარტიდან და მთავრდება ნოემბრის ბოლოს.
მ. სელიანინოვის მიხედვით, ჩაის მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელია აქტიურ ტემპერატურათა წლიურ ჯამი 3500-40000C–ის ფარგლებში.
მცენარის გავრცელებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურისადმი დამოკიდებულებას. ზოგიერთი ფორმა იღუპება, თუ ტემპერატურა 120 – 140C-მდე დაეცა, ზოგიერთი ქართული სელექციური ჯიში კი (მაგ. #8) 18-200C-საც უძლებს, ხოლო თუ მოექცა თოვლის საფარ ქვეშ, მეტ ყინვასაც იტანს. ამასთან მხედველობაში მისაღებია მინიმალური ტემპერატურის ხანგრძლივობა, მცენარის მდგომარეობა, ნიადაგის ტენიანობა, ქარის სიძლიერე და სხვა გარემო ფაქტორები. ჭარბი ტენი და ძლიერი ქარი დაბალი ტემპერატურის უარყოფით ზეგავლენას ზრდის. ჩინური სახეობებისათვის კრიტიკულად ითვლება – 12-140C-მდე, ხოლო სამხრეთის ფორმებისათვის – 60. ინტენსიური განათება აუმჯობესებს ფოთლის ხარისხს, სრული განათებისას კი მატულობს ტანინისა და ექსტრაქტული ნივთიერებების შემცველობა.
ჩაის მცენარისათვის ვეგეტაციის პერიოდში ოპტიმალურად ითვლება ტემპერატურა 20-240C-ის ფარგლებში; როდესაც საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა 30-310C-ს ზევით აღწევს, ადგილი აქვს ჩაის მცენარის ყლორტების აწვას (ჭკნობას), ხოლო შემდეგ ვეგეტაციის მთლიანად შეწყვეტას.
ჩაის მცენარის არსებობისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს დაბალ ტემპერატურას, ანუ ტემპერატურის აბსოლუტურ მინიმუმს. მისი ცალკეული ფორმები სხვადასხვანაირად ეგუება დაბალ ტემპერატურას. მაგალითად ჩინური სახეობებისათვის (სახესხვაობები), თოვლის საფარის გარეშე, იტანს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემას – 12-140C, ინდური სახესხვაობები კი – 60C-მდე ღრმა თოვლის საფარის ქვეშ ჩინური ჩაის ბუჩქები მინუს 19-240C-ს უძლებს.
სუბტროპიკული კულტურებიდან ჩაის მცენარე ტენის ყველაზე დიდი მომთხოვნია. ნიადაგსა და ჰაერში ტენის ნაკლებობის შემთხვევაში, ჩაის ახალგაზრდა ყლორტების ზრდა ჩერდება, ფოთოლი უხეშდება, ყრუ დუყების რაოდენობა მატულობს, მოსავალი მცირდება და ხარისხი უარესდება.
დადგენილია, რომ ჩაის მცენარე ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და მოსავლიანობისათვის მოითხოვს ნალექების წლიურ რაოდენობას 1800 მმ-დე, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 700-800 მმ-დე, იქ სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 1200 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 600 მმ-ზე ნაკლები, ჩაი მორწყვის გარეშე, სამეურნეო ეფექტს ვერ მოგვცემს.
ჩაის მცენარისათვის ოპტიმალურად ითვლება ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75-80%-ის, ხოლო ნიადაგის ტენიანობა სრული ტევადობის 80%-ის ფარგლებში.
ჩაის კულტურის გასაშენებლად ვარგისი ნიადაგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნილებებს:
ნიადაგის ხსნარის რეაქცია 80-100 სმ სიღრმეზე უნდა იყოს მჟავე ან სუსტი (ph = 4,0-6,5) ამასთან, წლის განმავლობაში ჭარბი ტენისაგან დაცული; მექანიკური შემადგენლობით ნიადაგი არ უნდა იყოს მძიმე თიხა ან ქვიშა.
ჩაის პლანტაციების გასაშენებლად ვარგისია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები მათი გაეწრებული სახესხვაობებით. ასევე ეწერი ტიპის ნიადაგები, რომლებიც ფართოდ არის სამეგრელოს, აფხაზეთის და იმერეთის რაიონებში. ეწერი ნიადაგების ცუდი სტრუქტურა, ქვედა ჰორიზონტების ძლიერი სიმკვრივე-ორშტეინის დაგროვების გამო, ცუდ პირობებს ქმნის წყალგამტარობისათვის, ამიტომ ეს ნიადაგები პერიოდულად ჭარბტენიანობის პირობებში იმყოფება.
გაეწრებული ნიადაგის მელიორაციისა და წინასწარ გაკულტურების ღონისძიებათა სისტემაში ორშტეინის ფენის დაშლას ჩაის პლანტაციის გაშენებამდე დრენაჟს, სიდერატებისა და ნარევი ბალახების თესვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
ჩაისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე ეწერლებიანი ნიადაგებიც, მათი წინასწარი დაშრობისა და გაკულტურების შემდეგ. ამისათვის ჩაის ქვეშ ფართობის ათვისებამდე 2-3 წლით ადრე უნდა მოეწყოს დრენაჟი და წინამორბედი კულტურების სახით უნდა დაითესოს პარკოსნები და სხვა ნარევბალახები ნიადაგის გაკულტურებისათვის.
ჩაისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალუვიური ნიადაგებიც თუ მათი სიღრმე 60 სმ-ზე ნაკლები არ იქნება. ჩაისათვის არ გამოიყენება ყველა სახის კარბონატული ნიადაგი. უვარგისია აგრეთვე ძლიერ გადარეცხილი, ქვაღორღიანი, თხელფენოვანი ნიადაგები.
ჩაის პლანტაციის გასაშენებლად ადგილის შერჩევისას, კლიმატურ ფაქტორებთან ერთად მნიშვნელობა აქვს ოროგრაფიულ ფაქტორებს და ფერდობის ექსპოზიციას, რადგანაც დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის თბურ, წყლოვან და კვების რეჟიმზე, ე. ი. მცენარის ვეგეტაციის ხასიათსა და მოსავლიანობაზე. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისათვის ფერდობის მიმართულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. აქ ჩაი ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე კარგად ვითარდება და მოსავალსაც იძლევა.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი