აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ჩა­ის მცე­ნა­რის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა გარემო ფაქტორებისადმი

ჩაი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ჰა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა. მი­სი ყლორ­ტე­ბის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა 20-25 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა და აქ­ტი­ურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­თა ჯა­მი უნ­და შე­ად­გენ­დეს 3500-40000C.
ჩა­ის მცე­ნა­რის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ მთა­ვარ ბუნებრივ-ეკ­ოლ­ოგ­ი­ურ ფაქტორებს წარ­მო­ად­გენს: სით­ბო­სა და ტე­ნი­სად­მი დი­დი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა, მზის პირ­და­პი­რი, ძლი­ე­რი რა­დი­აც­ი­ის­ად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­­რე­ბით, სი­ცოც­ხლის პირ­ველ წლებ­ში. ნი­ად­აგ­ში კი­რის შემ­ცვე­ლობა­ზე უარ­ყო­ფი­თი რე­აგ­ირ­ე­ბა და გაზრდილი მგრძნო­ბი­არ­ო­ბა ნი­ად­აგ­ის არის რე­აქ­ცი­ი­სა და ჰა­ერ­ის ტე­ნი­ან­ობ­ის­ად­მი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ჩა­ის მცე­ნა­რის სამ­რეწ­ვე­ლო გა­შე­ნე­ბისა და მისგან მა­ღა­ლი მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბისათვის, მკვლე­ვარ­თა მი­ერ შეს­წავ­ლი­ლი და დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის დაცვა-შესრულება:

ჩა­ის კულ­ტუ­რის პლან­ტა­ცი­ის გა­სა­შე­ნებ­ლად ნაკ­ვე­თე­ბი და მა­სი­ვე­ბი ვა­კე ად­გი­ლებ­სა და 300 და­ქა­ნე­ბულ ფერ­დო­ბებ­ზე უნ­და გა­მო­იყ­ოს. ამ­ის­ათ­ვის ზე­და ვერ­ტი­კა­ლურ საზ­ღვრად ით­ვლე­ბა: აჭ­არ­ის, აფ­ხა­ზე­თის, გუ­რი­ის და სა­მეგ­რე­ლოს მუნიციპალიტეტებისათვის. ზღვის დო­ნი­დან 500 მ სი­მაღ­ლემ­დე, იმ­ერ­ეთ­ის­ათ­ვის – 600 მეტ­რამ­დე.

მე­ტე­ორ­ოლ­ოგ­ი­უ­რი პირობების მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბე­ბის მი­მართ ჩა­ის პლან­ტა­ცი­ის გა­სა­შე­ნე­ბე­ლი ნაკ­ვე­თე­ბი შემ­დეგ პარამეტრებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს: მრა­ვალ­წლი­უ­რი სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა უნ­და იყ­ოს 12,50C-ის ფარ­გლებ­ში. ჩა­ის კულ­ტუ­რი­სათ­ვის ად­გი­ლის შერ­ჩე­ვი­სას, უმ­ჯო­ბე­სია მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღოთ არა სა­შუ­ა­ლო წლი­ური, არ­ამ­ედ სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდ­ის სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა და იგი არ უნ­და იყ­ოს 180Cზე ნაკ­ლე­ბი.

ჩა­ის­ათვის, ისევე რო­გორც სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­თა უმ­ე­ტ­ეს­ობ­ის­ათ­ვის, აქ­ტი­ურ ანუ სა­სარ­გებ­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რად ით­ვლე­ბა 100Cს ზე­ვით არ­სე­ბუ­ლი დღეთა ტემ­პე­რა­ტუ­რა. ჩა­ის მცე­ნა­რე ვე­გე­ტა­ცი­ას იწ­ყებს მა­შინ, რო­დე­საც სად­ღე­ღა­მი­სო სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 100Cზე ზე­ვით აიწ­ევს, ხო­ლო ვე­გე­ტა­ცია წყდე­ბა თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 100Cზე დაბ­ლა და­იწევს. ას­ე­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ანუ თერ­მი­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და­­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დგე­ბა და­ახ­ლო­ებ­ით მარ­ტი­დან და მთავრ­დე­ბა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს.

მ. სე­ლი­ან­ინ­ოვ­ის მი­ხედ­ვით, ჩა­ის მცე­ნა­რის ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლია აქ­ტი­ურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­თა წლი­ურ ჯა­მი 3500-40000Cის ფარ­გლებ­ში.

მცე­ნა­რის გავრ­ცე­ლე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ზო­გი­ერ­თი ფორ­მა იღ­უპ­ე­ბა, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 120 – 140C-მდე და­ე­ცა, ზო­გი­ერ­თი ქარ­თუ­ლი სე­ლექ­ცი­უ­რი ჯი­ში კი (მაგ. #8) 18-200C-საც უძ­ლებს, ხო­ლო თუ მო­ექ­ცა თოვ­ლის სა­ფარ ქვეშ, მეტ ყინ­ვა­საც იტ­ანს. ამ­ას­თან მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბია მი­ნი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა, მცე­ნა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, ნი­ად­აგ­ის ტე­ნი­ან­ო­ბა, ქა­რის სიძ­ლი­ე­რე და სხვა გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი. ჭარ­ბი ტე­ნი და ძლი­ე­რი ქა­რი და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის უარ­­­ყო­ფით ზეგავ­ლე­ნას ზრდის. ჩი­ნუ­რი სა­ხე­ობ­ებ­ის­ათ­ვის კრი­ტი­კუ­ლად ით­ვლე­ბა – 12-140C-მდე, ხო­ლო სამ­ხრე­თის ფორ­მე­ბი­სათ­ვის – 60. ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­თე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს ფოთ­ლის ხა­რისხს, სრუ­ლი გა­ნა­თე­ბი­სას კი მა­ტუ­ლობს ტა­ნი­ნი­სა და ექს­ტრაქ­ტუ­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ის შემ­ცვე­ლო­ბა.

ჩა­ის მცე­ნა­რი­სათ­ვის ვე­გე­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რად ით­ვლე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა 20-240C-ის ფარ­გლებ­ში; რო­დე­საც სა­შუ­ა­ლო სად­ღე­ღა­მი­სო ტემ­პე­რა­ტუ­რა 30-310C-ს ზე­ვით აღ­წევს, ად­გი­ლი აქვს ჩა­ის მცე­ნა­რის ყლორ­ტე­ბის აწ­ვას (ჭკნო­ბას), ხო­ლო შემ­დეგ ვე­გე­ტა­ციის მთლი­ან­ად შეწყ­ვეტას.

ჩა­ის მცე­ნა­რის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის გან­მსაზ­ღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ანუ ტემ­პე­რა­ტუ­რის აბ­სო­­ლუ­ტურ მი­ნი­მუმს. მი­სი ცალ­კე­უ­ლი ფორ­მე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ირ­ად ეგ­უ­ე­ბა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას. მა­გა­ლი­თად ჩი­ნუ­რი სა­ხე­ობ­ებ­ის­ათ­ვის (სა­ხეს­ხვა­ობ­ე­ბი), თოვ­ლის სა­ფა­რის გა­რე­შე, იტ­ანს ტემ­პე­რა­ტუ­რის ხან­მოკ­ლე და­ცე­მას – 12-140C, ინ­დუ­რი სა­ხეს­ხვა­ობ­ე­ბი კი – 60C-მდე ღრმა თოვ­ლის სა­ფა­რის ქვეშ ჩი­ნუ­რი ჩა­ის ბუჩ­ქე­ბი მი­ნუს 19-240C-ს უძ­ლე­ბს.

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი­დან ჩა­ის მცე­ნა­რე ტე­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი მომ­თხოვ­ნია. ნი­ად­აგ­სა და ჰა­ერ­ში ტე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­ის ახ­ალ­გაზრ­და ყლორ­ტე­ბის ზრ­და ჩერ­დე­ბა, ფო­თო­ლი უხ­ეშ­დე­ბა, ყრუ დუ­ყე­ბის რა­ოდ­ენ­ო­ბა მა­ტუ­ლობს, მო­სა­ვა­ლი მცირ­დე­ბა და ხა­რის­ხი უა­რ­ეს­დე­ბა.

დად­გე­ნი­ლია, რომ ჩა­ის მცე­ნა­რე ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და მო­სავ­ლი­ან­ობ­ის­ათ­ვის მო­ით­ხოვს ნა­ლე­ქე­ბის წლი­ურ რა­ოდ­ენ­ობ­ას 1800 მმ-დე, ხო­ლო სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდ­ში 700-800 მმ-დე, იქ სა­დაც ნა­ლე­ქე­ბის წლი­უ­რი რა­ოდ­ენ­ო­ბა 1200 მმ-ზე ნაკ­ლე­ბია, ხო­ლო სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდ­ში 600 მმ-ზე ნაკ­ლე­ბი, ჩაი მორ­წყვის გა­რე­შე, სა­მე­ურ­ნეო ეფ­ექტს ვერ მოგვ­ცემს.

ჩა­ის მცე­ნა­რი­სათ­ვის ოპ­ტი­მა­ლუ­რად ით­ვლე­ბა ჰა­ერ­ის შე­ფარ­დე­ბი­თი ტე­ნი­ან­ო­ბა 75-80%-ის, ხო­ლო ნი­ად­აგ­ის ტე­ნი­ან­ო­ბა სრუ­ლი ტე­ვა­დო­ბის 80%-ის ფარ­გლებ­ში.

ჩა­ის კულ­ტუ­რის გა­სა­შე­ნებ­ლად ვარ­გი­სი ნი­ად­ა­გი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ ძი­რი­თად მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბებს:

ნი­ად­აგ­ის ხსნა­რის რე­აქ­ცია 80-100 სმ სიღრ­მე­ზე უნ­და იყ­ოს მჟა­ვე ან სუს­ტი (ph = 4,0-6,5) ამ­ას­თან, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭარ­ბი ტე­ნი­სა­გან და­ცუ­ლი; მე­ქა­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ნი­ად­ა­გი არ უნ­და იყ­ოს მძი­მე თი­ხა ან ქვი­შა.

ჩა­ის პლან­ტა­ცი­ებ­ის გა­სა­შე­ნებ­ლად ვარ­გი­სია წი­თელ­მი­წა და ყვი­თელ­მი­წა ნი­ად­აგ­ე­ბი მა­თი გა­ეწ­რე­ბუ­ლი სა­ხეს­ხვა­ობ­ებ­ით. ას­ე­ვე ეწ­ე­რი ტი­პის ნი­ად­აგ­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფარ­თოდ არ­ის სა­მეგ­რე­ლოს, აფ­ხა­ზე­თის და იმ­ერ­ეთ­ის რა­ი­ონ­ებ­ში. ეწ­ე­რი ნი­ად­აგ­ებ­ის ცუ­დი სტრუქ­ტუ­რა, ქვე­და ჰო­რი­ზონ­ტე­ბის ძლი­ე­რი სიმ­კვრი­ვე-ორ­შტე­ინ­ის დაგ­რო­ვე­ბის გა­მო, ცუდ პი­რო­ბებს ქმნის წყა­ლგამ­ტა­რო­ბი­სათ­ვის, ამ­იტ­ომ ეს ნი­ად­აგ­ე­ბი პე­რი­ოდ­ულ­ად ჭარ­ბტე­ნი­ან­ობ­ის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბ­ა.

გა­ეწ­რე­ბუ­ლი ნი­ად­აგ­ის მე­ლი­ორ­აც­ი­ი­სა და წი­ნას­წარ გა­კულ­ტუ­რე­ბის ღო­ნის­ძი­ებ­ა­თა სის­ტე­მა­ში ორ­შტე­ინ­ის ფე­ნის დაშ­ლას ჩა­ის პლან­ტა­ცი­ის გა­შე­ნე­ბამ­დე დრე­ნაჟს, სი­დე­რა­ტე­ბი­სა და ნა­რე­ვი ბა­ლა­ხე­ბის თეს­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს.

ჩა­ის­ათ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას აგ­რეთ­ვე ეწ­ერ­ლე­ბი­ა­ნი ნი­ად­აგ­ებ­იც, მა­თი წი­ნას­წა­რი დაშ­რო­ბი­სა და  გა­კულ­ტუ­რე­ბის შემ­დეგ. ამ­ის­ათ­ვის ჩა­ის ქვეშ ფარ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბამ­დე 2-3 წლით ად­რე უნ­და მოეწყოს დრე­ნა­ჟი და წი­ნა­მორ­ბე­დი კულ­ტუ­რე­ბის სა­ხით უნ­და და­ით­ეს­ოს პარ­კოს­ნე­ბი და სხვა ნა­რევ­ბა­ლა­ხე­ბი ნი­ად­აგ­ის გა­კულ­ტუ­რე­ბი­სათ­ვის.

ჩა­ის­ათ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ალ­უვ­ი­უ­რი ნი­ად­აგ­ებ­იც თუ მა­თი სიღრ­მე 60 სმ-ზე ნაკ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა. ჩა­ის­ათ­ვის არ გა­მო­იყ­ენ­ე­ბა ყვე­ლა სახის კარ­ბო­ნა­ტუ­ლი ნი­ად­ა­გი. უვ­არ­გი­სია აგ­რეთ­ვე ძლი­ერ გა­და­რეც­ხი­ლი, ქვა­ღორ­ღი­ა­ნი, თხელ­ფე­ნო­ვა­ნი ნი­ად­აგ­ე­ბი.

ჩა­ის პლან­ტა­ცი­ის გა­სა­შე­ნებ­ლად ად­გი­ლის შერ­ჩე­ვი­სას, კლი­მა­ტურ ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ორ­ოგ­რა­ფი­ულ ფაქ­ტო­რებს და ფერ­დო­ბის ექს­პო­ზი­ცი­ას, რად­განაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნი­ად­აგ­ის თბურ, წყლო­ვან და კვე­ბის რე­ჟიმ­ზე, ე. ი. მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ცი­ის ხა­სი­ათ­სა და მო­სავ­ლი­ან­ობ­ა­ზე. აჭ­არ­ის, გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლო­სა და აფ­ხა­­­ზე­თის რა­ი­ონ­ებ­ის­ათ­ვის ფერ­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. აქ ჩაი ყვე­ლა ექს­პო­ზი­­­ცი­ის ფერ­დო­ბებ­ზე კარ­გად ვი­თარ­დე­ბა და მო­სა­ვალ­საც იძ­ლე­ვა.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი